მომღერალმა, ეკა კახიანმა „დილა მშვიდობისა საქართველოს“ რუბრიკაში „დედას“ საკუთარ ბავშვობაზე და ოჯახის მთავარ საყრდენზე, დედაზე ისაუბრა.
როგორც ეკა კახიანმა აღნიშნა, მისთვის დედა ყველაზე ძლიერ, ჭკვიან, მშრომელ და მეგობრულ ადამიანთან ასოცირდება.
„სულ ვუყურებ და მისგან ვსწავლობ ადამიანებთან ურთიერთობას, ოჯახში მეუღლესთან ურთიერთობას, ისეთი დიპლომატია და ისე მიყავს ჩვენი ოჯახი, როგორც თვითონ უნდა…
ბევრჯერ ვიტყვი, რომ დღეს თუ რამეს ვაკეთებთ, მე და ჩემი შვილები, მამაჩემის ჩათვლით, ეს ნამდვილად დედაჩემის დამსახურებაა…
მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ტრავმირებული ადამიანია, 14 წლის შვილი დაკარგა, პირველივე დღიდან იცოდა, რომ განწირული იყო, მაგრამ მთელი წელი უვლიდა უმძიმესს მდგომარეობაში მყოფ შვილს…
ალბათ, მის გულში საშინელება ტრიალებდა, მაგრამ არ იმჩნევდა.
მაშინ 18 წლის ვიყავი და უბედური მშობელი არ მინახავს, ამისთვის მადლიერი ვარ, რადგან ჩემზე ზრუნავდა.
სულ მასზე ვფიქრობ და თუ რაიმე კითხვას მაქვს, რა თქმა უნდა, დედას ვეკითხები რჩევას.
ყველაფერი, რაც შეიძლება საუკეთესო ითქვას, ეს დედაჩემია“