• home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page
Friday, May 16, 2025
  • Login
INew.ge
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
INew.ge
No Result
View All Result
Home საზოგადოება

16 წლის ვიყავი, რომ მომიტაცეს.. ის კაცი 15 წლით იყო ჩემზე უფროსი.. 3 თვეში ისეთი რამ მოხდა, მაშინვე მშობლებთან დავბრუნდი.. ოცდაათს ვიყავი გადაცილებული, როცა ერთი კაცი შემიყვარდა და ისევ დავორსულდი.. თუმცა მალევე მივხვდი, რომ ეს იყო სასჯელი უფლისგან იმის გამო, რაც მე ორჯერ გავაკეთე..

by inew
1 March 2023
in საზოგადოება, ურთიერთობები
0
16 წლის ვიყავი, რომ მომიტაცეს.. ის კაცი 15 წლით იყო ჩემზე უფროსი.. 3 თვეში ისეთი რამ მოხდა, მაშინვე მშობლებთან დავბრუნდი.. ოცდაათს ვიყავი გადაცილებული, როცა ერთი კაცი შემიყვარდა და ისევ დავორსულდი.. თუმცა მალევე მივხვდი, რომ ეს იყო სასჯელი უფლისგან იმის გამო, რაც მე ორჯერ გავაკეთე..
0
SHARES
26.4k
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter
რემონტის შემდგომი დალაგება

16 წლის ვიყავი, რომ მომიტაცეს. ის ბიჭი (უფრო სწორად – კაცი, რადგან ჩემზე 15 წლით უფროსი იყო) არ მიყვარდა, მიყვარდა კი არა, მეშინოდა მისი და, როდესაც ჩემმა მშობლებმა მოგვაგნეს და ჩამომაკითხეს, ტირილით ვეხვეწებოდი მამაჩემს, აქედან წამიყვანეთ-მეთქი.

ცოდვას ვერ ვიტყვი – ქმარი არ მცემდა და ცუდად არ მეპყრობოდა, მაგრამ, ეგრეთ წოდებული „ძველი ბიჭი” იყო, თან, ჩემზე ამდენით უფროსი, რომელსაც თავისი შეხედულებები და პრინციპები ჰქონდა, რაც ჩემთვის მიუღებელი იყო, რადგან სულ სხვა ინტერესებითა და პრინციპებით ვიყავი გაზრდილი.

მაგრამ, ჩემმა მშობლებმა ქმართან დამტოვეს – შერცხვენილს უკან ვერ წაგიყვანთო. თუმცა, სამი თვის შემდეგ, მაინც მომიწია დაბრუნება, რადგან ჩემს ქმარს ჩხუბში კაცი შემოაკვდა და იმხელა სასჯელი მისცეს, თვითონვე მითხრა, არ დამელოდო, მშობლებთან დაბრუნდი და შენს გზას ეწიეო.

ამ მომენტს როგორ გავუშვებდი ხელიდან. მაგრამ, აღმოჩნდა, რომ ორსულად ვიყავი. ეს ჩემმა ქმარმა კი არა, მე თვითონაც მერე გავიგე. მას რომ სცოდნოდა, ცხადია, უფლებას არ მომცემდა, მუცელი მომეშალა, ის კი არა, ალბათ, არც მეტყოდა, შენს მშობლებთან წადიო.

მაგრამ, რადგან არ იცოდა, აღარც გამიგებინებია. დედაჩემს რომ ვუთხარი, მოვილაპარაკეთ და შევთანხმდით, რომ ნაყოფი მომეშორებინა, რადგან, სიმართლე გითხრათ, მეც არ მინდოდა, კრიმინალისგან მყოლოდა შვილი.

მოკლედ, ბავშვი მოვიშორე და ამით ის უკანასკნელი ძაფიც გადავჭერი, რომელიც თუნდაც მცირედად მაკავშირებდა ჩემს ქმართან. თან, ძალიან ახალგაზრდა ვიყავი და ყველაფერს ზედაპირულად ვუყურებდი.

ვფიქრობდი, დრო გავიდოდა, ვინმე კარგ ბიჭზე გავთხოვდებოდი, შვილებს გავაჩენდი და მექნებოდა ბედნიერი ოჯახი. მაგრამ, ნათქვამია, კაცი ბჭობდა და ღმერთი იცინოდაო. წლები ისე გავიდა, ვერ (თუ არ) გავთხოვდი.

ოცდაათს ვიყავი გადაცილებული, რომ ერთი მამაკაცი შემიყვარდა. ჩვენ კარგა ხანს ვხვდებოდით ერთმანეთს. ბექა სულ მეუბნებოდა, სამსახურის პრობლემებს მოვაგვარებ და დავქორწინდებითო. ჩემმა მშობლებმა ჩვენი ურთიერთობის შესახებ არაფერი იცოდნენ.

ერთ დღეს, როცა ბექამ მითხრა, პრაქტიკულად ყველაფერი მოვაგვარეო, მეც ვახარე – ფეხმძიმედ ვარ-მეთქი, მეგონა, სიხარულით გაგიჟდებოდა, მაგრამ, ამის ნაცვლად, მითხრა, ეს ჩემს გეგმებში არ შედის და ერთმანეთს უნდა დავშორდეთო.

ჩემთვის ეს იყო მეხის გავარდნა, რადგან, ყველაფერს მოველოდი ამის გარდა. მე სულელს, ოღონდ ბექა არ დამეკარგა და ყველაფერზე თანახმა ვიყავი. ამიტომ, თვითონ შევთავაზე – თუ ჩვენს ერთად ყოფნას ბავშვი შეუშლის ხელს, მაშინ ის აღარ გაჩნდება-მეთქი.

მაშინვე დამთანხმდა. მეც მეორე დღესვე წავედი და აბორტი გაიკეთე, მაგრამ ბექამ მაინც მიმატოვა – მიზეზი არც კი უთქვამს, ადგა და წავიდა.

დავრჩი ისევ მარტო, განადგურებული, დამცირებული და, რაც მთავარია – ცოდვააკიდებული. იმის მერე გათხოვებაზე აღარც მიფიქრია, მაგრამ შვილი კი ძალიან მინდოდა, ვინაიდან ამ წლების განმავლობაში გარდამეცვალა ჯერ მამა, მერე – დედა და დავრჩი აბსოლუტურად მარტო და გამიჩნდა დაუძლეველი სურვილი, მყოლოდა შვილი.

ამ მიზნით გავიჩინე მეგობარი, მაგრამ არ დავფეხმძიმდი. ექიმთან მივედი და, ყველანაირად რომ გამსინჯა, მითხრა, შვილი არასდროს აღარ გეყოლება, რადგან აბორტის დროს, რაღაც მილები გაქვს დაზიანებულიო.

მე მივხვდი, რომ ეს იყო სასჯელი უფლისგან იმის გამო, რაც მე ორჯერ გავაკეთე. იმავე ექიმმა მირჩია, რომ შემეძლო, ახალშობილი ამეყვანა შვილად და გამეზარდა.

არ ვიცი, შეიძლება, რამდენიმე წლის შემდეგ ასეც მოვიქცე, მაგრამ ახლა ამას ვერ გავუძლებ, ისეთ დღეში ვარ. ვნახოთ, მომავალი რას მიქადის.

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..

ყურადღება: ფოტო პირობითია

ლალი, 34 წლის.

გენერალური დალაგება ქიმწმენდა
Previous Post

მშობლებმა და და-ძმებმა ჩემი აშენებული უზარმაზარი სახლი გაყიდეს და მე და ჩემი ოჯახი წილის გარეშე დაგვტოვეს, იმ მოტივით, რომ ჩემს ცოლს ერთოთახიანი ბინა ჰქონდა იტალიურ ეზოში.. მე კი ეს გავაკეთე..

Next Post

„ასეთ კაცზე გათხოვებას მირჩევნია გაუთხოვარი დავრჩე.. შეიძლება ბევრი არ დამეთანხმოთ, მაგრამ მე სხვანაირად არ შემიძლია..“ – 35 წლის ქალის წერილი

Next Post
„ასეთ კაცზე გათხოვებას მირჩევნია გაუთხოვარი დავრჩე.. შეიძლება ბევრი არ დამეთანხმოთ, მაგრამ მე სხვანაირად არ შემიძლია..“ – 35 წლის ქალის წერილი

„ასეთ კაცზე გათხოვებას მირჩევნია გაუთხოვარი დავრჩე.. შეიძლება ბევრი არ დამეთანხმოთ, მაგრამ მე სხვანაირად არ შემიძლია..“ – 35 წლის ქალის წერილი

  • „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • გოგონა გარდაიცვალა და ოჯახმა ის დაკრძალა, იმავე დღეს სრულიად მოულოდნელად გოგონას ოჯახში კარზე კაკუნის ხმა გაისმა

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ნანუკა ჟორჟოლიანი შეყვარებულია სიგიჟემდე – ნახეთ ნანუკამ რჩეულის ვინაობა გაამხილა და ვერც კი დაიჯერებთ ვინ აღმოჩნდა ის

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ხუთი ადგილი სახლში, სადაც ფულის არასდროს არ უნდა შეინახოთ

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ბანკეტის დღეს ცოლად მამაჩემის მძღოლს გავყევი.. დედაჩემი წლები ვერ ინელებდა ამბავს, რომ მისი მდიდარი გოგო ღარიბ მძღოლს გაჰყვა ცოლად, თუმცა ჩემი და მაინც ყველაზე დიდი პრობლემა აღმოჩნდა..

    0 shares
    Share 0 Tweet 0
mitargmne.ge mitargmne.ge mitargmne.ge
მინების წმენდა
სახლის დალაგება
დასუფთავების კომპანია
ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ
შუშების წმენდა
ვიტრაჟების წმენდა
სახლის აშენება
სახლის მშენებლობა
კერძო სახლების მშენებლობა
შავი კარკასის აშენება ფასი
ინტერიერის დიზაინი
aviabiletebi avia.ge
ავტომობილის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა ფარების პოლირება ძრავის ქიმწმენდა რა ღირს მანქანის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა დიდი დიღომი მანქანის ქიმწმენდა ფასები მანქანის ქიმწმენდა საბურთალო მანქანის ქიმწმენდა ფასდაკლებით რა ჯდება მანქანის ქიმწმენდა
ქიმწმენდა
სადარბაზოების დალაგება ფანჯრების წმენდა ვიტრაჟების წმენდა ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ რემონტის შემდგომი დალაგება დალაგება დღიურად ინტერიერის დიზაინი ბიზნეს ობიექტების დასუფთავება
  • ფილმები ქართულად
  • ქართულად გახმოვანებული ფილმები
  • ფილმები ქართულად
მანქანის ქიმწმენდა
რემონტის შემდგომი დალაგება
რემონტის შემდგომი დალაგება
ფილმები ქართულად
  • home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In