” დედა 2 წლისას გარდამეცვალა, მამა მზრდიდა ბებია-ბაბუასთან ერთად. ხშირად მამიდები და დეიდაც ზრუნავდა ჩემზე, მაგრამ უმეტესწილად კაცების გარემოცვაში გავიზარდე.
ჩემი ეს ოცნებები 15 წლამდე გაგრძელდა, შემდეგ კი ყველაფერი თავდაყირა დადგა. ერთი საღამო იყო, მამას თავისი ძმაკაცები ჰყავდა მოყვანილი და ქეიფობდნენ. როგორც ტრადიციულ ოჯახში, მეც მიწევდა სუფრაზე ჯდომა და ჭიქის მიჭახუნება, მაგრამ ბევრის დალევის უფლებას მამა არ მაძლევდა. მაქსიმუმ რამდენიმე ყლუპი.
მამა მეორე დღეს სამსახურში მიდიოდა, ამიტომ სუფრაზე არ გაჩერდა დიდხანს. ბიძაჩემი და ნათლიაც იქ იყვნენ, თვითონ კი შევიდა დასასვენებლად. მამა რომ შევიდა, ახლა ყურადღება ჩემზე გადმოიტანეს: “აბა როგორ სწავლობ”! ” სკოლაში ხომ არავინ გიტრაკებს!?”, “ნაშების საქმე როგორ არის”.
– ნაშებიო? ამაზე ატყდა ერთი ამბავი. აბა ხო გაიგულავე უკვეო, ქალის გემო ხომ იციო, ულვაშები როგორ გაქვს გადაწკეპილი და “პრიჩიკები”, როგორ გაყრია უეჭველი ქალი გინდაო… მოკლედ არ ჩერდებოდნენ, ბოლო მკითხეს არ მოგვატყუო, მართლა არ ხარ ნამყოფიო? – მეც ვუთხარი რომ არ ვყოფილვარ.
ახლა დაიჟინეს, აბა ჩვენ რის ბიძები ვართ, უკვე კაცია, ჩვენ კიდევ ჩამოვჯექით ასეო. მოკლედ ხელი მომკიდეს და სადღაც წამიყვანეს. მანქანაში მეუბნებოდნენ – ნუ გეშინია, არ ინერვიულოვო. – ჩვენც ასე ვნერვიულობდით, პირველი ჭირს, მერე გაიტანსო. მელაპარაკებიან და მარიგებენ ისეთ რაღაცეებს, რაც არც ვიცი და არც ინტერესი მქონია.
უკვე შუა ღამე იყო, სადღაც ჯურღმულში შევედით. ბნელოდა, აქა-იქ წითელი და ლურჯი ნათურები ანათებდა, მაგრამ იმდენად იდგა სიგარეტის კვამლი რომ სულ ჩაბურული იყო ყველაფერი. სუნი, ხომ საერთოდ საშინელება იყო.
ალკოჰოლის, სიგარეტის, რაღაც საშინელი სუნამოების ერთობლიობა გულის ამრევს ხდიდა იქ ყოფნას. მთვრალი კაცები და რაღაცნაირი ქალები საზიზღრად ბღლარძუნობდნენ. ზოგი იცინოდა, ზოგი ვაჭრობდა, ზპგი ტიროდა. მოკლედ დიდი ბაზარი იყო, აქოთებული სუნითა და მორალურად აყროლებული ხალხით. ბიძაჩემმა საიდანღაც გამოიყვანა დევივით მოზვინული ახმახი ქალი. ჯერ ხმა ისეთი ჰქონდა, კანკალმა მუხლებიდან დამიარა.
– აბა შენ იცი, არ შეგვარცხვინო იცოდეო, – თქვა ნათლიამ.
– ხომ იცი, ჩვენი პატარა ბიჭი დღეს ვაჟკაცი უნდა გამოვიდეს მანდედან, იცი რაც უნდა ქნაო, – ბიძაჩემმა თვალი ჩაუკრა იმ ქალს.
ისე ვიყავი, ოღონდ აქედან გავასწრო და სულ არ მაინტერესებს რას იტყვიან თქო. მაგრამ, ამ ქალმა ისე გამიყარა მკლავში ხელი, გეგონება დასაკითხ ოთახში გავყავდი გამომძიებელს. შიშმა, სასოწარკვეთან, უსუსურობის და არასრულფასოვნების გრძნობამ ერთიანად შემიპყრო. მივყვებოდი, მაგრამ წარმოდგენაც არ მინდოდა იქ რა უნდა მომხდარიყო და ამაზე ფიქრი რომ გამიელვებდა, კედლებზე და ჭერზე ყურებით ვიფანტავდი გონებას.
შევედით კიდევ უფრო აქოთებულ, პატარა ოთახში, სადაც ერთი საწოლი იდგა, ტუმბო და სკამი. რომ შევედი, კართან დავდექი, ამ ქალმა სიგარეტს გაუკიდა და დაიწყო:
– აბა ჰე, რას მიყურებ გაიხადე, დღეს მე-13 კლიენტი ხარ, ბიძაშენის ხათრით, თორემ ახლა სახლში ვიქნებოდი, ლოგინზე გაშოტილი და დავიძინებდიო.
– თუ, ასეთი დაღლილი ხართ, წადით და ვეტყვი ჩემებს, მოხდა ყველაფერი თქო, – ამოვილუღლუღე იმედიანათ.
– აპაპ, არავითარ შემთხვევაში! მიდი ეხლა გაიხადე, რაც მალე, მით უკეთესი. – ამოიროხროხა
– ქალთან არასდროს ვყოფილვარ, არც სურვილი მაქვს. თქვენ წადით, მეც სახლში წავალ, ღვინო დავლიე და გული მერევა თქო, – ახლა თავის შეცოდებაზე გადავედი.
სიგარეტი დადო, მაისურზე ხელები მომკიდა და წამის მეასედში გამაძრო, შემდეგ საწოლთან მიმიყვანა… – აღარ გავაგრძელებ.
ამ დღის შემდეგ, ყველა ქალი შემზიზღდა. შინაურიც და გარეულიც. იმხელა ტრავმა მივიღე რომ, მამიდაჩემი გადასაკოცნად რომ გადმოიწია, რამდენიმე ნაბიჯით უკან გავხტი შეშინებული. კლასში გოგონების გვერდით არ ვჯდებოდი. საკონტროლოს წერის დროს ან საშინაო დავალების შესამოწმებლად მოახლოვებულ მასწავლებელზე პანიკებში ვვარდებოდი.
ასე გაგრძელდა 2 წელი. რადიკალურად შევიცვალე თითქმის ყველა დავკარგე. მაგრამ, კაცების მიმართ იგივეს არ ვგრძნობდი რასაც ქალების მიმართ. კაცებთან ან ბიჭებთან ურთიერთობის დროს თავს ბევრად კარგად, გახსნილად და კომფორტულად ვგრძნობდი. ვგრძნობდი, რომ ქალების სიძულვილის პარალელურად კაცები უფრო მიყვარდებოდა.
17 წლის ასაკში კი ჩემს თავს გამოვუტყდი, რომ – გეი ვიყავი. არ ვიყავი ჩვეულებრივი კაცი, რომელსაც ცოლი, შვილები, ოჯახი ექნებოდა. დავიწყე ისეთ სიტუაციებში მოხვედრა, სადაც ჰომოსექსუელები და გეები იყვნენ. გავიცანი რამოდენიმე და დავმეგობრდი.
ერთ დღესაც ტურზე გადავწყვიტეთ წასვლა. ყველაფერი კარგად იყო, სანამ დაბანაკების ადგილას რომ შევჩერდით, რამდენიმე ბერმა არ ჩამოიარა. ხელში ანკესები ეჭირათ და გზას მიუყვებოდნენ. არ ვიცი რატომ, მაგრამ გამოველაპარაკე. ვკითხე, თუ შეიძლებოდა მონასტერში გამეტარებინა რამდენიმე დღე. ისინიც დამთანხმდნენ, პირიქით გაეხარდათ კიდეც, ახლა ზაფხულია და თუ მოგინდება მოგვეხმარებიო.
თბილისში ჩამოვედი. ავკრიფე რამდენიმე დღის ტანსაცმელი, თეთრეული, ცოტა საკვები და გავეშურე მონასტერში. აქ რა მოხდა ბევრ რამეს ვერ გეტყვით მაგრამ, გულის გადაშლამ იმ ადამიანებთან, რომლებიც სულიერ და ხორციელ ჭრილობებს კარგად იცნობენ სასწაული მოახდინა. მათმა რჩევა დარიგებებმა მე ჩემი თავი მაპოვნინა.
ვერ გეტყვით, რომ იქიდან ჩამოსვლის შემდეგ ღრმადმორწმუნე ქრჯსტიანი ვარ და ყოველ დღეს ტაძარში ვათენებ, მაგრამ დღეს მყავს 2 ულამაზესი შვილი. ძალიან ლამაზი, კეთილშობილი და მზრუნველი მეუღლე. და სულ ვფიქრობ, რომ არა ღმერთის განგება, მე ხომ ვერ მოვხვდებოდი იმ ტურზე.
არ მიბიძგებდა შეუცნობელი გავსაუბრებოდი ბერებს. ვერ წავიდოდი მონასტერში და სრულიად ჯანმრთელი, მაგრამ სულიერად გზა აბნეული ადამიანი დღეს ვიქნებოდი სულ სხვა გარემოცვაში და მეგონებოდა, რომ მეც – გეი ვარ და შევეგუებოდი ამ ყოფას…”
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..