• home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page
Sunday, October 19, 2025
  • Login
INew.ge
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
INew.ge
No Result
View All Result
Home საზოგადოება

,,18 ტყვიით, სადისტურად მომიკლა შვილი.…” – რას ჰყვება 2008 წელს მოკლული ბიჭის დედა ივანე გიგლემიანზე, რომელმაც ალეკო შაკიაშვილი მოკლა

by inew
13 May 2025
in საზოგადოება
0
,,18 ტყვიით, სადისტურად მომიკლა შვილი.…” – რას ჰყვება 2008 წელს მოკლული ბიჭის დედა ივანე გიგლემიანზე, რომელმაც ალეკო შაკიაშვილი მოკლა
0
SHARES
431
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter
დასუფთავების კომპანია

,,რა­ტის ბარ­ში” 18 წლის ბი­ჭის, ალე­კო შა­კი­აშ­ვი­ლის სას­ტი­კი მკვლე­ლო­ბის დე­ტა­ლებს ახლა სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი იძი­ე­ბენ.

ცნო­ბი­ლია, რომ გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლია 1989 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი, წარ­სულ­ში სხვა­დას­ხვა მძი­მე და გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე და­ნა­შა­უ­ლე­ბის­თვის ნა­სა­მარ­თლე­ვი ივა­ნე გიგ­ლე­მი­ა­ნი, რომელმაც გიგ­ლე­მი­ან­მა და­ნით სა­სიკ­ვდი­ლო ჭრი­ლო­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა ახალ­გაზ­რდა ბიჭს და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ გიგ­ლე­მი­ან­მა, თბი­ლის­ში, ერთ-ერთ ბარ­ში სტუმ­რად ყოფ­ნი­სას, ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე, ამა­ვე ბარ­ში მყო­ფი, 2006 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ალე­კო შა­კი­აშ­ვი­ლი ცივი ია­რა­ღით დაჭ­რა და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა. მი­ყე­ნე­ბუ­ლი ჭრი­ლო­ბე­ბის შე­დე­გად ბიჭი შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა.

რო­გორც ცნო­ბი­ლი ხდე­ბა, მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი გიგ­ლე­მი­ა­ნის­თვის ასე­თი უმ­ძი­მე­სი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნა უცხო არ არის. 19 წლის ასაკ­ში ჩა­ი­დი­ნა მან სას­ტი­კი მკვლე­ლო­ბა, მა­ში­ნაც სრუ­ლი­ად უდა­ნა­შა­უ­ლო, 18 წლის ბიჭი ქუ­ჩა­ში ხალ­ხის თვალ­წინ ავ­ტო­მა­ტით ჩა­ცხრი­ლა და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა.

ამ უმ­ძი­მეს და­ნა­შა­უ­ლამ­დე თურ­მე მას ადა­მი­ა­ნი ჰყავ­და დაჭ­რი­ლი და პი­რო­ბი­თი მსჯავ­რის ქვეშ იყო. პი­რო­ბი­თი მსჯავ­რიც მი­ე­მა­ტა ახალ სას­ჯელს, და­ე­მა­ტა ია­რა­ღის უკა­ნო­ნო ტა­რე­ბა შე­ნახ­ვა და შეკ­რე­ბი­თო­ბის პრინ­ცი­პით 26 წელი მი­ე­სა­ჯა, მაგ­რამ რა­ტომ­ღაც ასე­თი მძი­მე და­ნა­შა­უ­ლე­ბის­თვის მსჯავ­რდა­დე­ბულ­მა გიგ­ლე­მი­ან­მა ცი­ხი­დან გა­მოს­ვლა მალე შეძ­ლო.

ალე­კო შა­კი­აშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლის ვი­ნა­ო­ბის გაჟ­ღე­რე­ბის შემ­დეგ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში სტა­ტუ­სი და­წე­რა მომ­ხდა­რით აღ­შფო­თე­ბულ­მა ქალ­ბა­ტონ­მა დოდო მა­ი­სა­ძემ, სწო­რედ ამ ქალ­ბა­ტო­ნის 18 წლის შვი­ლი გა­მო­ა­სალ­მა სი­ცო­ცხლეს 2008 წელს გიგ­ლე­მი­ან­მა.

ჩვენ ქალ­ბა­ტონ დო­დოს და­ვუ­კავ­შირ­დით. მას არ და­უ­მა­ლავ, რომ გა­უ­თა­ვებ­ლად იბ­რძო­და, რომ მისი შვი­ლის მკვლე­ლი სა­კად­რი­სად დას­ჯი­ლი­ყო, მაგ­რამ ამას ვერ მი­აღ­წია.

დოდო მა­ი­სა­ძე:

– არ ვიცი აქვს კი სა­ერ­თოდ ახლა ამა­ზე სა­უ­ბარს აზრი. თქვენ არ იცით, რა დღე­ე­ბი გა­და­ვი­ტა­ნე, ჯერ მა­შინ, როცა ჩემი 18 წლის სრუ­ლი­ად უდა­ნა­შა­უ­ლო შვი­ლი მო­მიკ­ლა და მერე მა­შინ, როცა მკვლე­ლი ცი­ხი­დან ამ­ნის­ტი­ით გა­მო­ვი­და. სულ ვაპ­რო­ტეს­ტებ­დი, ვი­თხოვ­დი ჩემი შვი­ლის მკვლელს, ასეთ სა­შიშ დამ­ნა­შა­ვეს არ შე­ხე­ბო­და ამ­ნის­ტია. ინ­ტერ­ვი­უც მი­ვე­ცი ტე­ლე­ვი­ზი­ებს, მაგ­რამ არა­ვინ მო­ის­მი­ნა ჩემი გუ­ლის­ტკი­ვი­ლი და ასე­თი დამ­ნა­შა­ვე გა­რეთ გა­მო­უშ­ვეს ამ­ნის­ტი­ით. არა­და დღემ­დე სა­ში­ნე­ლი დღე­ე­ბი გა­მო­ვი­ა­რეთ. შვი­ლის სას­ტი­კი მკვლე­ლო­ბის შემ­დეგ ჩემი მე­უღ­ლე ისე და­ა­ვად­და, გუ­ლის ოპე­რა­ცია დას­ჭირ­და. ამ სა­ში­ნე­ლი, გა­უ­საძ­ლი­სი ტკი­ვი­ლით მოვ­დი­ვართ დღემ­დე და ახლა 15 აპ­რილს იყო ჩემი შვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის დღეს მე­უღ­ლეს ინ­ფარ­ქტი და­ე­მარ­თა. მძი­მეა მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა და არ მინ­და გა­ვა­ნერ­ვი­უ­ლო, მაგ­რამ როცა 18 წლის ბი­ჭის მკვლე­ლო­ბის ჩამ­დე­ნად ისევ მის­მა გვარ­მა გა­იჟ­ღე­რა ისევ სა­შინ­ლად გან­ვი­ცა­დე და გან­მი­ახ­ლდა ტკი­ვი­ლი, რო­მე­ლიც არას­დროს გა­ნე­ლე­ბუ­ლა და სულ ჩემ­თან არის.

ქალ­ბა­ტო­ნო დოდო, თქვე­ნი შვი­ლის მკვლე­ლო­ბა რო­დის მოხ­და?

– ეს სა­ში­ნე­ლი ტრა­გე­დია 2008 წელს მოხ­და, 2008 წლის 15 აპ­რილს მო­მიკ­ლა ჩემი უდა­ნა­შა­უ­ლო, სი­ცო­ცხლით სავ­სე ბიჭი, ლაშა რუ­ბაშ­ვი­ლი გიგ­ლე­მი­ან­მა. ამ სას­ტი­კი მკვლე­ლო­ბის შემ­დეგ ერთი წელი მი­მალ­ვა­ში იყო და 2009 წელს და­ა­კა­ვეს. ჩემი შვი­ლის სას­ტიკ მკვლე­ლო­ბამ­დე მან დაჭ­რა ახალ­გაზ­რდა და 5 წელი პი­რო­ბი­თი სას­ჯე­ლი ჰქონ­და მის­ჯი­ლი, მერე ჩემი შვი­ლი რომ ჩა­ცხრი­ლა ის პი­რო­ბი­თი სას­ჯე­ლიც და­ე­მა­ტა, ასე­ვე ია­რა­ღის უკა­ნო­ნო შე­ნახ­ვა ტა­რე­ბის მუხ­ლიც წა­უ­ყე­ნეს და შეკ­რე­ბი­თო­ბის პრინ­ცი­პით სა­ბო­ლო­ოდ 26 წელი და 6 თვე ჰქონ­და მის­ჯი­ლი, აქე­დან 18 წელი ჰქონ­და ჩემი შვი­ლის მკვლე­ლო­ბის­თვის.

– რა­ტომ მოკ­ლა თქვე­ნი შვი­ლი?

– ჩემი შვი­ლი 2008 წელს უბან­ში, ჩვენს სახ­ლთან ახ­ლოს, ორ­თა­ჭა­ლა­ში მოკ­ლა 18 ტყვი­ით. იმ დღეს თურ­მე იჩხუ­ბეს უბ­ნის ბი­ჭებ­მა, ამ კონ­ფლიქ­ტში ჩემს შვილს არ მი­უ­ღია მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, ჩხუ­ბის დროს მათ­თან ერ­თად არ იყო. იმ სა­ბე­დის­წე­რო დღეს სახ­ლში ერ­თად დავ­ბრუნ­დით მე და ჩემი შვი­ლი. ლა­შამ უბან­ში ნახა ბი­ჭე­ბი შეკ­რე­ბი­ლე­ბი რომ იყ­ვნენ და იქ მათ­თან შე­ჩერ­და, მე სახ­ლში წა­მო­ვე­დი. ამ დროს მო­ვი­და მკვლე­ლი გიგ­ლე­მი­ა­ნი იქ მან­ქა­ნით, მან­ქა­ნი­დან გად­მო­ყო ავ­ტო­მა­ტის ლულა და ბი­ჭებს მი­უშ­ვი­რა. ბი­ჭებ­მა რომ და­ი­ნა­ხეს გიგ­ლე­მი­ა­ნი იქ ისე­თი ად­გი­ლი იყო, აქეთ- იქით გა­დახ­ტნენ და და­ი­მალ­ნენ, ჩემს შვილ­ზე იმის თქმაც ვერ მო­ას­წრეს და­ი­მა­ლეო. მკვლელს ხელ­ში შერ­ჩა ჩემი უდა­ნა­შა­უ­ლო შვი­ლი და მას და­ა­ხა­ლა ავ­ტო­მა­ტი­დან ტყვი­ე­ბი. ასე 18 ტყვი­ით, სა­დის­ტუ­რად მო­მიკ­ლა შვი­ლი, და­უ­ში­ნა ავ­ტო­მა­ტის ჯერი. ორ­თა­ჭა­ლა­ში ჩემს სახ­ლთან იქვე ახ­ლოს მოხ­და ეს დიდი უბე­დუ­რე­ბა.

18 წლის იყო ჩემი შვი­ლი იმ დროს, ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, ჟურ­ნა­ლის­ტი­კის ფა­კულ­ტეტ­ზე სწავ­ლობ­და, ნა­ხე­ვა­რი წელი იარა უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მხო­ლოდ და ასე მო­მიკ­ლა. ეს გა­რე­წა­რი იქვე, დევ­ნი­ლე­ბის და­სახ­ლე­ბა­ში ცხოვ­რობ­და, ჩემს შვილს მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა არ ჰქო­ნია, რო­გორც აღ­ვნიშ­ნე სხვას­თან ჰქონ­და კონ­ფლიქ­ტი და ჩემი შვი­ლი შე­ეს­წრო და მო­მიკ­ლა, ამის შემ­დეგ იქი­დან გა­იქ­ცა და ერთი წელი იძებ­ნე­ბო­და. უმ­ძი­მე­სი იყო სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სე­ბი, როცა ვხე­დავ­დი გან­სას­ჯე­ლის სკამ­ზე მკვლელს. ვერც ერთ პრო­ცეს­ზე დას­წრე­ბა ვე­ღარ შეძ­ლო ჩემ­მა მე­უღ­ლემ, გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი იყო და ამ­ბობ­და, მისი ყუ­რე­ბა არ შე­მიძ­ლი­აო. რომ და­ი­ჭი­რეს გა­უ­ცო­ცხლდა პი­რო­ბი­თი მსჯავ­რიც.

ჩემი შვი­ლის მკვლე­ლო­ბამ­დეც ბიჭი დაჭ­რა, მა­შინ არ ჩას­ვეს, პი­რო­ბი­თი სას­ჯე­ლით იყო გა­მო­სუ­ლი და მერე რომ და­ი­ჭი­რეს მკვლე­ლო­ბა­ზე, ის 5 წე­ლიც მი­ე­მა­ტა. უშუ­ა­ლოდ ჩემი შვი­ლის მკვლე­ლო­ბის­თვის 18 წელი ჰქონ­და მის­ჯი­ლი, ამას და­ე­მა­ტა ია­რა­ღის ტა­რე­ბა და სა­ბო­ლო­ოდ შეკ­რე­ბი­თო­ბით 26 წელი და 6 თვე ჰქონ­და მის­ჯი­ლი. მერე შეკ­რე­ბი­თო­ბა გა­უქ­მდა, გა­მო­ვი­და ამ­ნის­ტია და 18 წელი და 6 თვე აპა­ტი­ეს, ასე გა­მო­ვი­და ცი­ხი­დან. დიდ­ხანს არც მჯდა­რა ცი­ხე­ში. ჩვენ ვჩი­ო­დით, ვი­თხოვ­დით არ შე­ხე­ბო­და ჩემი შვი­ლის მკვლელს ამ­ნის­ტია, გა­ვაპ­რო­ტეს­ტე, მაგ­რამ არა­ვინ იღო ყუ­რად ეს ამ­ბა­ვი და ცი­ხი­დან გა­მოს­ვლის შემ­დე­გაც ახა­ლი ტრა­გე­დი­ე­ბი ჩა­ი­დი­ნა. რომ გა­მო­ვი­და მერე პო­ლი­ცი­ე­ლი დაჭ­რა და დაჭ­რის­თვის იჯდა ცი­ხე­ში მგო­ნი 5 წელი. ახლა ახა­ლი გა­მო­სუ­ლი იყო ცი­ხი­დან და კი­დევ გა­ა­უ­ბე­დუ­რა ერთი ოჯა­ხი. 18 წლის ბიჭი მოკ­ლა. სა­ში­ნე­ლი ტკი­ვი­ლით ვცხოვ­რობთ მე და ჩემი ქმა­რი და ახლა ამ ამ­ბის გა­გე­ბამ კი­დევ მე­ტად გაგ­ვა­ნად­გუ­რა.

ჩემი შვი­ლის სა­სა­მარ­თლო­ზე ერთი ბიჭი ამ­ბობ­და, რომ გავ­რბო­დი ტყვი­ე­ბის წვი­მა მოს­დევ­დათ, სხვე­ბი მა­შინ გა­და­ურჩნენ, ბი­ჭებ­მა ჩემს შვილ­ზე თქმაც ვერ მო­ას­წრეს. ჩემი შვი­ლი არც გან­ძრე­უ­ლა, არც კი იცო­და რის­თვის იყო იქ ის მო­სუ­ლი და ავ­ტო­მა­ტით რომ და­უ­ნა­ხავს გიგ­ლე­მი­ა­ნი ალ­ბათ შე­ე­შინ­დე­ბო­და 18 წლის ბიჭს, ლა­შას ხე­ლე­ბი აუ­წე­ვია ზე­ვით და უთ­ქვამს, ბიჭო ხომ არ უნდა მომ­კლაო და ამ დროს და­უ­ში­ნა იმ აწე­ულ ხე­ლებ­ზე ტყვია და თი­თე­ბიც წა­ა­ცა­ლა ჩემს შვილს. სას­ტი­კად მო­მიკ­ლა, ან ყელი რო­გორ გა­მოჭ­რა მხრის გაკ­ვრის გამო იმ 18 წლის ბიჭს. თა­ნა­ვუგ­რძნობ მის ოჯახს. მე­ო­რე ბრალ­დე­ბუ­ლი პა­კე­ლი­ა­ნი გიგ­ლე­მი­ა­ნის მა­მი­დაშ­ვი­ლია. პა­კე­ლი­ა­ნის შვი­ლიც სან­დრო პა­კე­ლი­ა­ნიც მკვლე­ლო­ბის­თვის იხ­დის სას­ჯელს.

72-ე სა­ჯა­რო სკო­ლის მოს­წავ­ლე იყო და ტე­ლე­ფო­ნის გამო მოს­ვლია კა­მა­თი მე­ზო­ბელ­თან. რამ­დე­ნი­მე დღის მერე და­ი­ბა­რა კოლ­მე­ურ­ნე­ო­ბის მო­ე­დან­ზე ის ბიჭი. ყვა­ვი­ლე­ბის თა­ი­გუ­ლით ხელ­ში მი­ვი­და თურ­მე იქ, იმა­ში დანა ჰქონ­და თურ­მე ჩა­მა­ლუ­ლი აიღო დანა და მოკ­ლა ახალ­გაზ­რდა. ის ცი­ხე­შია და ახლა მა­მა­მი­სი 18 წლის ბი­ჭის მკვლე­ლო­ბის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბის­თვის და­ა­კა­ვეს. რომ არ გა­მო­ეშ­ვათ გიგ­ლე­მი­ა­ნი და მო­ე­ხა­და მის­ჯი­ლი სას­ჯე­ლი, კი­დევ ერთი დედა ხომ არ გამ­წარ­დე­ბო­და. იმე­დი მაქვს, ახლა მა­ინც გა­მო­კე­ტა­ვენ მას სა­მუ­და­მოდ ცი­ხე­ში.

წყარო: ambebi.ge

გენერალური დალაგება ქიმწმენდა
Previous Post

ეს 8 რამ სახლში, სიცოცხლეს ისე გვისწრაფებს, ვერც კი ვხვდებით

Next Post

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში პოლიციელი დაჭრეს

Next Post
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში პოლიციელი დაჭრეს

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში პოლიციელი დაჭრეს

  • „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • გოგონა გარდაიცვალა და ოჯახმა ის დაკრძალა, იმავე დღეს სრულიად მოულოდნელად გოგონას ოჯახში კარზე კაკუნის ხმა გაისმა

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ნანუკა ჟორჟოლიანი შეყვარებულია სიგიჟემდე – ნახეთ ნანუკამ რჩეულის ვინაობა გაამხილა და ვერც კი დაიჯერებთ ვინ აღმოჩნდა ის

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • “ჩემი ერთადერთი შვილის სიკვდილი არც მიდარდია და არც ცრემლი ჩამომვარდნია, რძლის მამამ და ბიძამ მომიკლეს და იმ ხალხს არ ვუჩივლე, რაც დაიმსახურა ის მიიღო.. ერთხელ მის საძინებელში შევედი და..”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ხუთი ადგილი სახლში, სადაც ფულის არასდროს არ უნდა შეინახოთ

    0 shares
    Share 0 Tweet 0
mitargmne.ge mitargmne.ge mitargmne.ge
მინების წმენდა
სახლის დალაგება
დასუფთავების კომპანია
ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ
შუშების წმენდა
ვიტრაჟების წმენდა
სახლის აშენება
სახლის მშენებლობა
კერძო სახლების მშენებლობა
შავი კარკასის აშენება ფასი
ინტერიერის დიზაინი
aviabiletebi avia.ge
ავტომობილის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა ფარების პოლირება ძრავის ქიმწმენდა რა ღირს მანქანის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა დიდი დიღომი მანქანის ქიმწმენდა ფასები მანქანის ქიმწმენდა საბურთალო მანქანის ქიმწმენდა ფასდაკლებით რა ჯდება მანქანის ქიმწმენდა
ქიმწმენდა
მომსახურება
სადარბაზოების დალაგება ფანჯრების წმენდა ვიტრაჟების წმენდა ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ რემონტის შემდგომი დალაგება დალაგება დღიურად ინტერიერის დიზაინი ბიზნეს ობიექტების დასუფთავება
  • ფილმები ქართულად
  • ქართულად გახმოვანებული ფილმები
  • ფილმები ქართულად
  • რემონტის შემდგომი დალაგება
  • ოფისების დალაგება
მანქანის ქიმწმენდა
დასუფთავების კომპანია
რემონტის შემდგომი დალაგება
ფილმები ქართულად
  • home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In