ეს ამბავი ზამთრის ერთ სუსხიან საღამოს მოხდა. 19 წლის მინესოტელი გოგონა ჯინ ჰილარდი სახლში მიდიოდა. სრულიად მოულოდნელად, თოვლით დაფარულ გზაზე მანქანა გაუფუჭდა და იქვე ახლოს მცხოვრები მეგობრის სახლამდე ფეხით მისვლა გადაწყვიტა.
ის იყო მიზანს თითქმის მიაღწია, მაგრამ ყინვისგან გონება დაკარგა და თოვლში ჩავარდა.
სანამ ახალგაზრდა გოგონას მეგობარი იპოვიდა, ჯინმა 22-გრადუსიან ყინვაში დაახლოებით 6 საათი გაატარა. გოგონას პოვნის შემდეგ ის სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მას სიცოცხლის არავითარ ნიშანწყალს აღარ ამჟღავნებდა.
სხეულის ტემპერატურა საერთოდ არ იზომებოდა და სხეული იმდენად გაყინული იყო, რომ ექიმმა ნემსის გაკეთებაც კი ვერ მოახერხა.
მაშინ ექიმებმა ჩათვალეს, რომ გოგონა გარდაიცვალა, თუმცა იმ შემთხვევაშიც კი, თუ გოგონას გადარჩენას შეძლებდნენ დარწმუნებულები იყვნენ, რომ მისი მოყინული კიდურების ამპუტირება აუცილებელი იქნებოდა.
ის იყო, სხეული პროზექტურაში უნდა გადაეტანათ, რომ დაუჯერებელი რამ მოხდა – ჯინის სხეულმა ნელ-ნელა დნობა დაიწყო. მცირე დროის შემდეგ, გოგონა ოდნავ გაინძრა, თვალები გაახილა და წყალი მოითხოვა.
დაახლოებით 3 დღის შემდეგ ჯინმა ფეხების ამოძრავება შეეძლო, 6 კვირის შემდეგ კი საავადმყოფოდან სრულიად ჯანმრთელი გაეწერა.
მედიკოსებს ამ შემთხვევის ახსნა დღემდე უჭირთ, თუმცა ერთადერთი დაახლოებითი თეორია რაც აქვთ, არის ის, რომ მსგავსი შემთხვევები ზამთრის ძილის მოყვარულ ცხოველებში დაფიქსირებულა.
ეს ამბავი 1980 წელს მოხდა. მომხდარს მაშინ ერთადერთი ახსნა მოუძებნეს – გოგონას სხეული იმაზე სწრაფად გაიყინა, ვიდრე შინაგანი ორგანოების რღვევის პროცესი დაიწყებოდა. ალბათ, ჯინ ჰილარდს ძლიერი მფარველი ანგელოზი ჰყავს.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია, ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში.