დიდ დიღომში, სადაც 12 წლის მოზარდი გარდაცვლილი იპოვეს, ამ დრომდე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, არასრულწლოვანის ცხედარს კი კვლავ ექსპერტიზა უტარდება. სწორედ ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს გარდაცვალების ზუსტი მიზეზი.
წინასწარი ინფორმაციით, ბავშვს ყელის არეში დაზიანებები აღენიშნებოდა.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109 მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს დამამძიმებელ გარემოებებში.
ტრაგედიაზე გარდაცვლილი არასრულწლოვანის ბაბუა, მანუჩარ დვალი საუბრობს.
მისი თქმით, ბავშვს საღამოს 9 საათის შემდეგ ეძებდნენ. დაკარგულია გოგონას მობილური ტელეფონი.
“12 წლის ბავშვი, ჩემი დის შვილიშვილი… დავიღუპეთ… გუშინ საღამოს გამოვიდა მეორე ნათესავთან ერთად და ისეირნეს, არ ვიცი, ახლა კრიმინალისტები მეუბნებიან, რომ რაღაც ვერსიები არისო. ერთი ვერსია არის, რომ მოწამვლა ხომ არ იყო…
აღარ აქვს ცხოვრებას აზრი. სხვადასხვა გამომრიცხავ ვარიანტებს ამბობენ, ყელზეც ჰქონდაო, კრიმინალისტები მეუბნებიან, რომ არ ჩანს ისე, რომ თითქოს ვინმემ იძალადაო.
ერთ-ერთი ჩემი დის შვილიშვილი სახლში წამოვიდა, ეს საწყალი ანუშკი მარტო წამოვიდა ამ მიდამოებში, როგორც ჩანს, აქედან მიდიოდა სახლში. რომ მოვედი, თბილი იყო… ვერაფერი ვერ ვუშველეთ…,” – ამბობს გარდაცვლილის ბაბუა
ანის პედაგოგი:
– არ ვიცი, რა უნდა ვთქვა, შოკირებული ვარ, სიტყვებს ვერ ვპოულობ. ანი ჩემი მოსწავლე იყო, გამხდარი, სიფრიფანა და საყვარელი გოგონა. ინგლისურში ვამეცადინებდი. ჩემთან სახლში დადიოდა, გუშინ, 6 საათზე, ჩემთან უნდა მოსულიყო გაკვეთილზე, მაგრამ არ მოვიდა, მანამდეც რამდენჯერმე გამიცდინა გაკვეთილი და დედამისს ვუთხარი, როცა არ მოვა, წინასწარ მაცნობე-მეთქი.
გუშინ აღარ დამირეკავს, ვიფიქრე, დაავიწყდა, გაკვეთილი რომ ჰქონდა-მეთქი. კვირაში ორჯერ მოდიოდა და ზოგჯერ ერეოდა დღეები. რომ არ მოვიდა, 19:20-ზე ჩემი შვილი ეზოში ჩავიყვანე სასეირნოდ და ვიფიქრე, ანიც შემხვდება ქუჩაში და ვკითხავ, რატომ არ მოვიდა-მეთქი. ჩემთან ახლოს ცხოვრობდა, მერვე კორპუსში. ხშირად, ძაღლს ასეირნებდა ეზოში და ვხვდებოდით ხოლმე ერთმანეთს.
ანის მამა ლიეტუველი ჰყავს, დედა – ქართველია. ნახევრად ლიეტუველი რომ არის, უცხო გარეგნობა ჰქონდა. ძალიან ნაზი, ფერია გოგონა იყო. გაკვეთილიდან სახლში რომ მიდიოდა, რამდენჯერმე გავაფრთხილე, სადარბაზოში უცხოებს არ შეჰყვე-მეთქი, რატომღაც სულ ვაფრთხილებდი და როცა სახლიდან ვუშვებდი, სანამ ლიფტში არ შევიდოდა და ეზოში არ გავიდოდა, სულ ვუყურებდი ხოლმე. უცხო გარეგნობის იყო და ვფიქრობდი, ამ ბავშვს ვინმემ თვალი არ დაადგას-მეთქი.
სამწუხაროდ, უსაფრთხო გარემო არ არის და ადამიანს ყველაფრის გეშინია.
– 186-ე სკოლის მოსწავლეა, პანდემიის დროს, ერთი წელი ლიეტუვაში იყო ოჯახი, მაგრამ დედამისს უნდოდა, შვილები საქართველოში გაზრდილიყვნენ და დაბრუნდნენ. დედას პირველი ქორწინებიდან ქალიშვილი ჰყავს და დებს საოცრად უყვარდათ ერთმანეთი. საქართველო უყვარდათ…
მამამისი როცა ვარჯიშობდა, როგორც ჩანს, მაშინ მშვიდობა იყო სახლში, ამის მერე დაიკარგა ბავშვი. როგორც გავიგე, გუშინ ეზოში დეიდაშვილთან ერთად ყოფილა, გასასეირნებლად წასულან, დეიდაშვილთან უკამათია, ხშირად კამათობდნენ ბავშვურად, რატომ ჩხუბობდნენ, არ ვიცი. დედას ეგონა, თავის დისშვილთან ერთად იყო, მაგრამ დეიდაშვილი სახლში ასულა