24 წლის გავთხოვდი. ჩემი მეუღლე 25 წლის იყო. მთელი 3 წელი გვიყვარდა ერთმანეთი…
დათო გარეგნობით საკმაოდ მიმზიდველი მამაკაცია და მუდმივად ექცეოდა გოგონების ყურადღების ცენტრში. ამის გამო სულ ვეჭვიანობდი.
რასაც ჩემი თვალით ვხედავდი – ეს ერთი იყო და რასაც თვითონ მიამბობდა, სულ – სხვა. უყვარდა თავგადასავლების მოყოლა.
პაემანზე ერთმანეთს რომ შევხვდებოდით, გაიზმორებდა, დაამთქნარებდა და იტყოდა ხოლმე: – უჰ, მეძინება, წუხელ მთელი ღამე არ მიძინიაო…
მიზეზს რომ ვკითხავდი, თითქოს თქმა არ უნდოდა, მაგრამ მერე დაწვრილებით მიყვებოდა ხოლმე, როგორ გაატარა ღამე მაგარ ქალთან და ამას მოაყოლებდა ხოლმე სასიყვარულო სცენების დაწვრილებით აღწერას.
მე ვტიროდი, ვეჭვიანობდი, ვებუტებოდი, მაგრამ მამშვიდებდა: – ნუ ნერვიულობ, შენ მიყვარხარ, მათთან კი მხოლოდ ვერთობიო.
ხანდახან იმასაც კი მიამბობდა, როგორ გაატარა ღამე 2 ქალთან. კიდევ ათას საზიზღრობას მიყვებოდა და თითქოს ამით თავს მაწონებდა…
მოკლედ, ასე იყო თუ ისე, დავქორწინდით და პირველსავე ღამეს მივხვდი, რომ აბსოლუტურად გამოუცდელი გახლდათ. მთელი თვე ისე გავიდა, ძლივს მოახერხა ჩემთან ურთიერთობა დაემყარებინა…
კარგა ხნის მერე ნასვამი დავიმარტოხელე და რაც მაინტერესებდა, ყველაფერი გამოვკითხე. აღმოჩნდა, რომ მისთვის პირველი ქალი ვიყავი.
მის მიერ მოყოლილი სასიყვარულო ამბები კი წმინდაწყლის ფანტაზიის ნაყოფი იყო.
აი, რას მალავდა ჩემი ქმარი. ისე, მიკვირს, 25 წლის ბიჭს რატომ არ ჰქონდა სექსუალური გამოცდილება?
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..
ყურადღება: ფოტო პირობითია