• ჩვენს შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
Monday, March 23, 2026
inew.ge
Advertisement
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
No Result
View All Result
inew.ge
No Result
View All Result
Home საზოგადოება

„რა არ მინახავს, მაგრამ ამას თუ რეალურ ცხოვრებაში ვნახავდი, აღარ მეგონა…“ – რას წერს ბაია პატარაია?

by inew
23 January 2025
in საზოგადოება
0
„რა არ მინახავს, მაგრამ ამას თუ რეალურ ცხოვრებაში ვნახავდი, აღარ მეგონა…“ – რას წერს ბაია პატარაია?
0
SHARES
293
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

ქალთა უფლებადამცველის, ბაია პატარაია სოციალურ ქსელში წერდა:

„ერთი მძიმე ამბავი უნდა მოგიყვეთ: ავარიელების ერთ-ერთ სოფელში რომ მივედი, გავიგე, ქალი ჰყავთ, რომელიც წლები სექსუალური ექსპლუატაციის მსხვერპლი იყოო და მოგიყვანთო, თუ დაინტერესდებითო.

საინფორმაციო შეხვედრის შუაში ფანჯრიდან ვხედავ ორი ახალგაზრდა ქალი მხრებში ამსოდგომია ერთ 60 წლს ქალს და ნელა და გაჭირვებით მოჰყავთ. ქალს მკაფიოდ ეტყობოდა მარჯვენა ფეხისა და ხელის დეფორმაცია – მოტეხილობა რომ არასწორად შეხორცდება, ისე. ვერ ხედავსო მითხრეს და დივანზე ჩამოსვეს. მალე გავიგე, რომ ეს ქალი ვერც მეტყველებს. დაიწყეს მისი ამბის მოყოლა მისმა ახალგაზრდა მეურვეებმა: ეს ქალი 25 წლის წინ დედაჩვენის მეგობარი იყოო, ვერასოდეს ლაპარაკობდა, მაგრამ ხედავდაო. მერე სადღაც გაქრაო, დავკარგეთ კონტაქტიო. ამასობაში დედაჩვენიც გარდაიცვალაო. ერთი წლის წინ ტელევიზიით შევიტყვეთ, რომ მძიმე ძალადობის მსხვერპლი გამხდარიყო და უპატრონოდ იყოო. ჩავედით და წამოვიყვანეთო. მოქალაქეობის მიღებაში და პენსიის დანიშვნაში მაინც თუ წაგვეხმარებით, მადლობელი დაგრჩებითო. პოლიციის იმედი არა გვაქვსო. ადრე იყო ესა მისული, მაგრამ ვერ გაიგეს ამის მუნჯური, ბოზად და გიჟად მიიჩნიეს, დასცინეს და გამოუშვესო.

მიუხედავად იმისა, რომ არც მე ვიცი ნიშნების ენა და არც იმაში ვარ დარწმუნებული, რომ ამ ქალმა იცის კარგად, მაინც მოახერხა – მთელი სხეულით, გამომეტყველებით და ბგერების გამოცემით გაეგებინებინა ჩემთვის, როგორ ურტყამდნენ თავში და დააბრმავეს თავში ცემით, როგორ მოტეხეს ხელ-ფეხი, როგორ აუპატიურებდნენ ჯგუფურად და სისტემატურად, როგორ არ აძლევდნენ ფულს, როგორ ართმევდნენ შვილებს, რომ 10 შვილი ჰყავს გაჩენილი, როგორ გაუყიდეს და წაართვეს ის ბავშვები…

იცით სად ხდებოდა ეს ყველაფერი? წნორში… ამ ქალის მდგომარეობა არ შეიძლება არ სცოდნოდათ იქ, მინიმუმ იმ კაცებს, რომლებიც ამ ქალს აუპატიურებდნენ და მათი რიცხვი 3 და 4 არ არის…

მეთქი პოლიციამ თუ იცის? პოლიციამ კი არა მთელმა ქვეყანამ გავიგეთო, ჩვენ გავიგეთ ყვარელში, მაგრამ არაფერიო…

ვიჯექი გუშინ და ვფიქრობდი რა მექნა. ჯერ შინაგან საქმეთა სამინისტროში დავრეკე, მერე ტრეფიკინგის მსხერპლთა დაცვის ფონდს დავუკავშირდით, ომბუდსმენის წარმომადგენელი ისედაც გვახლდა თან და ეგრევე ჩაერთო.

დღეს მობილური ჯგუფი ჩავიდა, ნახეს, ჩაიწერეს ყველაფერი, ხვალ სხდომა გვექნებაო, მსხვერპლის სტატუს რომ მივანიჭებთ, ყველა მომსახურებას გავუწევთ და მოქალაქეობის მიღებაშიც დავეხმარებითო.

პოლიციას ადრე კი აღუძრია საქმე, მაგრამ არა ტრეფიკინგის მუხლითო… მე გულით მინდა რომ ყველა დასაჯონ, ვინც ამ ქალს აუპატიურებდა, სცემდა, შვილებს ართმევდა და უყიდდა. სულ რომ ნახევარი წნორი გახდეს დასაჭერი – დაე!

რა არ მინახავს, მაგრამ დოგვილს თუ რეალურ ცხოვრებაში ვნახავდი, აღარ მეგონა…

პ.ს. ამ ქალს ახლა ყურადღება არ აკლია ავარიელი ქალებისაგან, მისი ახალგაზრდობის დაქალის შვილებისაგან. ნანა ექიმმა დღეს ტანსაცმელი გაუგზავნა. ვფიქრობ, არც ფონდიდან მოაკლებენ ყურადღებას, იმედია სიბერე მაინც ექნება მშვიდი…

პ.პ.ს. ზოგიერთი შვილის ვინაობა და ადგილსამყოფელიც ვიცითო ქალებმა, მაგრამ დნმ-ის ფული და დავა ჩვენ არ შეგვიძლიაო. თუ პოლიციამ ინამუსა, ბავშვებიც უნდა ვიპოვნოთ, ნაწილი მაინც, ზოგი იქვე ჰყავთ – წნორში“, – წერს ბაია პატარაია.

გენერალური დალაგება ქიმწმენდა
Previous Post

„რა სიმპათიური მამა ჰყოლია ნუცას!“ – ნახეთ ,როგორ გამოიყურება ვალერი ბუზალაძე

Next Post

კატა კიბეზე ადის, თუ ქვემოთ ჩადის? – ოპტიკური ილუზია, რომელიც გეტყვით, ბუნებით ოპტიმისტი ხართ, თუ პესიმისტი

Next Post
კატა კიბეზე ადის, თუ ქვემოთ ჩადის? – ოპტიკური ილუზია, რომელიც გეტყვით, ბუნებით ოპტიმისტი ხართ, თუ პესიმისტი

კატა კიბეზე ადის, თუ ქვემოთ ჩადის? - ოპტიკური ილუზია, რომელიც გეტყვით, ბუნებით ოპტიმისტი ხართ, თუ პესიმისტი

  • „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • გოგონა გარდაიცვალა და ოჯახმა ის დაკრძალა, იმავე დღეს სრულიად მოულოდნელად გოგონას ოჯახში კარზე კაკუნის ხმა გაისმა

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • “ჩემი ერთადერთი შვილის სიკვდილი არც მიდარდია და არც ცრემლი ჩამომვარდნია, რძლის მამამ და ბიძამ მომიკლეს და იმ ხალხს არ ვუჩივლე, რაც დაიმსახურა ის მიიღო.. ერთხელ მის საძინებელში შევედი და..”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ხუთი ადგილი სახლში, სადაც ფულის არასდროს არ უნდა შეინახოთ

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ბანკეტის დღეს ცოლად მამაჩემის მძღოლს გავყევი.. დედაჩემი წლები ვერ ინელებდა ამბავს, რომ მისი მდიდარი გოგო ღარიბ მძღოლს გაჰყვა ცოლად, თუმცა ჩემი და მაინც ყველაზე დიდი პრობლემა აღმოჩნდა..

    0 shares
    Share 0 Tweet 0
mitargmne.ge mitargmne.ge mitargmne.ge
aviabiletebi avia.ge

შემოგვიერთდი Facebook-ზე

პარტნიორი კომპანია:

OfficeCare – ოფისების რეგულარული დალაგება

დასუფთავების კომპლექსური სერვისები:

ხალიჩის რეცხვა

S ქართული საიტების კატალოგი Saitebi.Space
H Home Problems & Fix Guides HomeProblemFix.space
ხალიჩების ქიმწმენდა - რბილი ავეჯის ქიმწმენდა
ხალიჩების ქიმწმენდა ოფისებისთვის – OfficeCare
რემონტის შემდგომი დალაგება
ზოომაღაზია – ძაღლის საკვები, აქსესუარები და მოვლა
ამანათები ჩინეთიდან
  • ჩვენს შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

© 2026 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ

© 2026 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.