ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი „დილა მშვიდობისა საქართველოს“ ესტუმრა და რუსეთ-უკრაინის ომზე და სერიოზული მოლაპარაკებების დაწყების თარიღზეც ისაუბრა:
„ზელენსკის კოსმიური მისია არის ის, რომ იყოს მშვიდობის მტრედი, შექმნას სილამაზე, შეუქმნას ყველას კომფორტული ცხოვრება, ყველა პრობლემა გადაწყვიტოს კომპრომისის გზით, მშვიდობიანად და დიპლომატიურად.. პუტინმაც და ზელენსკიმაც დაარღვიეს თავიანთი მისიები, პუტინმა უფრო მეტად, ამიტომ რუსეთს ძალიან მოხვდება..
მინიმუმ მარტამდე იქნება საბრძოლო შეტევები. აპრილი ძალიან მნიშვნელოვანი და გარდამტეხი იქნება ამ პროცესისთვის, მოხდება მნიშვნელოვანი ცვლილებები, პლანეტა მერკური, რომელიც ვერძისა და თევზების ზოდიაქოების გზაგასაყარზეა და ურევს სიტუაციას, რადგან ვერძი აგრესიულია, გადავა ყველაზე მშვიდობიან ნიშანში, კუროში, დაახლოებით 10 აპრილიდან დამშვიდდება ადამიანთა ტვინები, აღარ ექნებათ ცხელი თავები, ყველას მოუნდება მოლაპარაკებები სერიოზულ დონეზე.
მოლაპარაკება მიიღებს პრაგმატულ იერსახეს. ვენერა, სიყვარულისა და ხელოვნების მმართველი პლანეტა 5 აპრილიდან გადაინაცვლებს ისეთ მშვიდობიან ნიშანში, როგორიც თევზებია, ამიტომ ესეც დაამშვიდებს სიტუაციას. არ არის გამორიცხული, რუსებმა რომ აიღონ დიდი ქალაქები, უკრაინა ასე ადვილად არ დანებდება და იქნება პარტიზანული ომები, მაგრამ არა ასეთი ინტენსივობით.
30 აპრილი კი იქნება გადამწყვეტი. ეს არის მზის დაბნელება უკრაინის ზოდიაქოს ნიშანში და საბოლოოდ გადაწყდება უკრაინის ბედი. აქ ერთვებიან აშშ, ევროპის წამყვანი ქვეყნები. სერიოზული მოლაპარაკებები შედგება და გადაწყდება, რა ბედი ეწევა უკრაინას…“
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია, ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..