ყველა ადამიანს თავისი ადგილი აქვს ამ ქვეყანაზე. ზოგი პატიოსანი შრომით ჭამს პურს, ზოგიც – არაპატიოსანი.
მეძავობა არავის უნდა. დაბადებით “ბოზები” არ იბადებიან, ისევე როგორც: ყაჩაღები, ქურდები, მკვლელები ან მანიაკები. ცხოვრება, გარემოებები და ადამიანები აიძულებენ რომ ასეთები გახდნენ.
თორემ, ვის უნდა ლუკმა პურის სანაცვლოდ თავისი სხეული გაყიდოს ათასგვარ ცხოველზე და არადამიანზე!? არც არავის!
ზოგი სახლში მშვიდად, თბილად ზის, დანაყრებული და კილომეტრიანი ენებით სხვების ცხოვრებას განიკითხავენ. ქმრები მონებივით მუშაობენ, ან პირიქით, ცოლები მუშაობენ და კაცები პარაზიტობენ.
არც მე ამირჩევია ეს პროფესია. არც მე დავბადებულვარ სულით მეძავი. ცხოვრებამ და გარემოებებმა მიმიყვანა აქამდე.
მაგრამ, ჩემი ნაშრომი ფულით იმდენს ვაკეთებ, რასაც ცოტა თუ გააკეთებს საკუთარი “პატიოსანი” შრომით ნაშოვი ფულით. ჩემი საქმის პროფესიონალი ვარ, შესაბამისად ანაზღაურებაც საკმაოდ კარგი მაქვს.
ჩემი შემოსავლიდან თანხას ბავშვთა სახლში და მოხუცთა თავშესაფარში ვრიცხავ.
დანარჩენს კი ვაგროვებ, რათა როცა ამ ყველაფერს თავს გავანებებ იმდენი მქონდეს რომ “პატიოსან” ცხოვრებას რომ დავიწყებ შიმშილით სული არ გამძვრეს
30 წლამდე მოვაგროვებ ფულს მეძავობით, შემდეგ ვინმე პატიოსან კაცს გავყვები ცოლად და ბედნიერად ვიცხოვრებ.
პატიოსანი კაცების მეტი რა არის ამ ქვეყანაზე? შევიყვარებ, მთელს ჩემს გულს და სულს მივუძღვნი, მისი ერთგული ვიქნები, ბევრი შვილებიც მეყოლება და ბედნიერი სიბერეც მექნება.
ერთი შეხედვით მეძავობა დასაძრახისია, მაგრამ მოპარვაზე, წართმევაზე, გამოძალვაზე, ადამიანის დამონებაზე და მოკვლაზე კი ბევრად ჰუმანური…
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..
პს. სიყვარულით Monici