იმ შემთხვევაში თუ ცხელ ზაფხულში არ გამოიყენებთ კონდიციონერს და შეეცდებით არჩევანი საჭირო მცენარეებზე გააკეთოთ, სახლის გაგრილებას მაქსიმალურად იაფად და ეკოლოგიურად უსაფრთხოდ შეძლებთ.
- ალოე ვერა
ალოე ვერა წარმოადგენს არა მხოლოდ უებარ სამკურნალო საშუალებას, არამედ არაჩვეულებრივად აგრილებს და წმენდს ჰაერს.
- არეკა
არეკა წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ოთახის პალმას, რომელიც ძალიან კარგია ოთახის დასატენიანებლად. არეკა ჰაერს არამხოლოდ აგრილებს, არამედ ბენზოლის, ფორმალდეგიდისა და ტრიქლორეთილენისგან წმენდს.
- ფიკუსი
ფიკუსი დაგეხმარებათ გააგრილოთ ოთახი და ამავე დროს გაწმინდოთ მტვრის ნაწილაკებისგან.
- ოთახის გვიმრა
ოთახის გვიმრა არამხოლოდ დაგეხმარებათ ჰაერია დატენიანებაში, არამედ როგორც ზემოთაღნიშნული ალო ფორმალდეგიდისგანაც გაწმენდს.
ნასას მკვლევარები დღემდე ამტკიცებენ, რომ გვიმრა წარმოადგენს ოთახის გაგრილებისთვის და ჰაერის გაწმენდისთვის ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ საშუალებას.
- ოქროსფერი ეპიპრემნუმი
ოქროსფერი ეპიპრემნუმი წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე ადვილად მოსავლელ მცენარეს. მას არ სჭირდება ბევრი სინათლე და არც ბევრ წყალს მოიხმარს, თუმცა ჰაერს არაჩვეულებრივად წმენდს ბენზოლისა და ნიკოტინისგან.
აქვე გეტყვით, რომ სასარგებლო მცენარეა ასევე მარადმწვანე, ბალახოვანი ქარიყლაპია, რომელიც ასევე ძალიან ეფექტური და ნატურალური საშუალებაა. ქარიყლაპია ღამღამობით გამოყოფს ჟანგბადს და წმენდს ტოქსინებისგან.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია, ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში.