მახსოვს, 5 წლის ვიყავი, როცა დედამ სახლში შუა ხნის მამაკაცი მოიყვანა და მე და ჩემს დას გვითხრა, რომ ამიერიდან ნიკო ძია ჩვენთან იცხოვრებდა.
ნიკო ძალიან კარგი ადამიანი იყო. მეზღვაური გახლდათ და სახლში წელიწადში სულ რამდენიმე თვე იყო ხოლმე. როდესაც ზღვაოსნობიდან ბრუნდებოდა, ჩვენთვის უამრავი საჩუქარი ჩამოჰქონდა.
ერთხელ კი შინიდან სულ 4 დღის წასული იყო, უკან რომ დაბრუნდა და თქვა – ასაკის გამო სამსახურიდან გამომიშვეს, უკვე პენსია მეკუთვნისო. მაშინ 17 წლის ვიყავი და ყველაფერი მშვენივრად მესმოდა. როდესაც დედამ მისი პენსიის რაოდენობა გაიგო, მეორე დღესვე შინიდან გაუძახა. მახსოვს იმ დილით კამათის ხმამ გამაღვიძა.
მესმოდა, ნიკო როგორ ეუბნებოდა – შენს გოგონებსაც გააფუჭებ და შენნაირ გველებად გაზრდიო. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ოჯახის მოწყობაში დიდი წვლილი მიუძღოდა და ბინაც მისი ნაყიდი იყო, შინიდან მხოლოდ საბუთები წაიღო და წავიდა.
აი, ასეთი მაგალითი მომცა დედამ და ნუ გამკიცხავთ, თუ მისი “საქმენი საგმირონი” თქვენს სამსჯავროზე გამოვიტანე.
ასეთმა საქციელმა მეც აზროვნების გარკვეული ტიპი ჩამომიყალიბა. აბიტურიენტი ვიყავი, როცა ერთი ფულიანი ტიპი გავიცანი გავიცანი. 32 წლის, უცოლო ლაშას თავისი ფირმა ჰქონდა და “ლექსუსით” დადიდოდა.
დაქალმა გამაცნო და რადგან ჩემი შესანიშნავი გარეგნობის იმედი მქონდა, უცებ გადავწყვიტე რომ “დამეთრია”. დავურეკე და რამდენჯერმე ერთმანეთს შევხვდით. შევნიშნე, რომ რესტორანში შეკვეთის მიცემის დროს მენიუში ფასებს არ უყურებდა და საუკეთესო კერძებსა და სასმელს არჩევდა.
ნელ-ნელა ერთმანეთს დავუახლოვდით. ლაშა დროდადრო გარკვეულ თანხას მაძლევდა, რომელსაც ჩემი სურვილისამებრ ვხარჯავდი.
ამასობაში ჩავაბარე, მაგრამ უნივერსიტეტში საერთოდ აღარ დავდიოდი. სწავლის გაგრძელება აღარ მინდოდა, რადგან მიმაჩნდა, რომ სწავლა იმ უიღბლოების ხვედრი იყო, ვისაც ცხოვრებაში არ გაუმართლა და ლაშასნაირი მამაკაცი ვერ იპოვა..
ერთადერთი, რაზეც გული მწყდებოდა და მეგობრებსაც არ ვუმხელდი, ის იყო, რომ ლაშა დაქორწინებაზე ხმას არ იღებდა… გულს იმით ვიმშვიდებდი, რომ ფულს ძველებურად მაძლევდა და ხელგაშლით ვცხოვრობდი.
განებივრებულმა გვიან შევნიშნე, რომ ლაშამ ჩემთან შეხვედრებს მოუკლო. ერთ დღეს კი ისევ მეგობარმა წამჩურჩულა – ვიღაც გოგოსთან ერთად ვნახეო.
პანიკაში ჩავვარდი, მისი ხელიდან გაშვება არ მინდოდა და გადავწყვიტე, დავფეხმძიმებულიყავი. ერთ საღამოს ბარში დამპატიჟა. სასმელი დავაძალე და დავათვრე. ეს იმისთვის მჭირდებოდა, რომ ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალება არ გამოეყენებინა.
ჩემმა გეგმამ გაამართლა. ერთი თვის შემდეგ მის მშობლებს დავურეკე და ვაუწყე, რომ ლაშასგან შვილს ველოდი. მშობლებმა შინ მიმიწვიეს. უცოდველი კრავის სახით მივედი და უბრალოდ, ვუთხარი, რომ მათგან რჩევა მჭირდებოდა. – თუ მეტყვით, რომ ბავშვი უნდა მოვიშორო, დაგიჯერებთ-მეთქი. მამამისმა ლაშას დაურეკა და მოსვლა სთხოვა.
ჩემი იქ დანახვა ძალიან გაუკვირდა. როდესაც ყველაფერი შეიტყო, ცოტა ხანს დაფიქრდა და თქვა, – კარგი, გააჩინე და ერთად გავზარდოთო. – ქორწილი როდის გადავიხადოთ? – ჰკითხა დედამისმა. – არასოდესო – გამოაცხადა ლაშამ და დაამატა – ცოლად არ მოვიყვან, მაგრამ ბავშვს არ მივატოვებო!
მართალია, მისი სიტყვები გულზე მომხვდა, მაგრამ დიდხანს არ მინერვიულია. ლაშა ხელგაშლილია, ბავშვს ცუდ პირობებში არ ამყოფებს და ჯანდაბას, თუ ოფიციალურად ცოლად არ მითხოვს-მეთქი. ბიჭი შემეძინა, რომელიც წყლის წვეთივით ჰგავდა მამამისს.
როგორც ლაშა დამპირდა, ბავშვს ყურადღებას აქცევდა და იმდენ ფულს მაძლევდა, რომ ყველა მოთხოვნილებას ვიკმაყოფილებდი. როცა ბავშვი წამოიზარდა, ლაშას მშობლებს ზოგჯერ შინ მიჰყავთ ხოლმე – გიჟდებოდნენ შვილიშვილზე და ანებივრებდნენ – საჭმელ-სასმელსაც ყიდულობდნენ და სეზონურად – ბლომად ტანისამოსსაც.
როდესაც გუგა სახლში ბრუნდებოდა, უზარმაზარი ჩანთებით მომადგებოდნენ ხოლმე კარზე.
მთელი 2-3 კვირის სამყოფი პროდუქტი მოჰქონდათ. მე კი ეს სულაც არ მომწონდა, მათ ნაყიდს ვიწუნებდი და ვეუბნებოდი, ფული მომეცით და მე თვითონ ვიყიდი ყველაფერს-მეთქი.
რომ ვერაფერი შევასმინე, მერე მოთხოვნაზე გადავედი. ვემუქრებოდი, ბავშვს აღარ გაჩვენებთ, თუ ისე არ მოიქცევით, როგორც მე გეუბნებით-მეთქი..
ასე გავიდა ერთი წელი. შემდეგ ლაშამ გაიგო, მის მშობლებს რომ ვაშანტაჟებდი და საერთოდ შემიწყვიტა დაფინანსება. ბევრი ვიბრძოლე, მაგრამ ვერაფერს გავხდი. ამის შემდეგ ჩემს ცხოვრებაში გაჭირვების ხანა დაიწყო.
მაღაზიაში დავიწყე მუშაობა გამყიდველად და ძალიან ვნანობდი, რომ უნივერსიტეტში სწავლა მივატოვე, მაგრამ მგონი უკვე გვიანაა. ახლა ძალიან ვნანობ ჩემს საქციელს.
ბევრი რამ გადავაფასე და მივხვდი ყველა შეცდომას, რომელიც დავუშვი. იმედი მაქვს მომავალში მსგავსს აღარასოდეს გავიმეორებ. პატივისცემით, ელზა.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..