ანგელოზები დიდი ძალაუფლების მქონე არსებები არიან, რომლებიც ყველა რელიგიურ სწავლებაში არსებობს ამა თუ იმ ფორმით, წერს Beliefnet. ისინი განსხვავებული განზომილებით არსებობს, რომელიც სცდება ფიზიკურს, რომელშიც ადამიანები არსებობენ. ანგელოზები შემოქმედის იარაღები არიან და მათ შეუძლიათ მოციქულებად იმოქმედონ ადამიანებსა და ღმერთს შორის.
ანგელოზების ზუსტი რაოდენობა უცნობია, თუმცა, თეოლოგების შეფასებით, ისინი “ასობით მილიონია”. ეს მოსაზრება ემყარება მოციქულ იოანეს ხილვას, რომელიც აღწერილია გამოცხადების 5:11 -ში.
ანგელოზებს ყველაფრის კონტროლი როდი შეუძლიათ, ახლა კი შემოგთავაზებთ იმ კანონებს, რომელთა დარღვევაც მათ არ შეუძლიათ.
- ანგელოზებს არ შეუძლიათ შეცვალონ უნივერსალური კანონები.
მაგალითად, ანგელოზებს არ შეუძლიათ შეცვალონ კარმის კანონი. ზოგიერთ ტრადიციაში ამ კანონს ეწოდება მიზეზ-შედეგობრივი კანონი. ეს არის პლიუსებისა და მინუსების კანონი. ეს არის სულის ბალანსი.
თუ ადამიანს არ აქვს უფლება მიიღოს გარკვეული საჩუქარი, რადგან მას არ დაუგროვებია საკმარისი დადებითი კარმა თავის “კარმულ ბანკში”, ანგელოზებს არ შეუძლიათ უარყონ კარმის კანონი და თუნცაც ავადმყოფი ადამიანი განკურნონ.
- ანგელოზებს არ შეუძლიათ შეცვალონ საღვთო გეგმა.
ღმერთს აქვს გეგმა თითოეული ჩვენგანისთვის და ყველა ეს გეგმა ღვთიურად და სრულყოფილად არის გაწერილი, ჩვენი შეზღუდული ადამიანური შესაძლებლობებით ვერ ვხვდებით ღვთის გეგმის ყველა სინატიფეს. მიუხედავად იმისა, რომ ანგელოზებმა იციან და ესმით ღვთის დიდი მიზანი, ჩვენს ბედს იცინი ვერ შეცვლიან.
- ანგელოზებს არ შეუძლიათ შეცვალონ საღვთო დრო.
ზოგჯერ დახმარების თხოვნაზე პასუხი ასე ჟღერს: ”დიახ, მაგრამ ახლა არა”. ღვთიურ გეგმასთან ერთად ყველაფერი უნდა მოხდეს ღვთიური დროის შესაბამისად. მოვლენები, რაც ყოველდღიურად ხდება თავის დროზე უნდა აღსრულდეს რათა ყველაფერი სწორად წარიმართოს, ამ ყველაფერს კი ზოგჯერ დრო სჭირდება.
- ანგელოზები არ განსჯიან.
სასჯელი არის ადამიანის კონსტრუქცია. ანგელოზები არ განგვსჯიან იმის მიხედვით რაც ოდესმე გვითქვამს, ვფიქრობდით, ვგრძნობდით ან ვმოქმედებდით. როგორც ღმერთის შვილები, ანგელოზებს უპირობოდ ვუყვარვართ და მხარს გვიჭერენ.
ანგელოზებს შეუძლიათ ჩვენი ნების თავისუფლებით მიგვიყვანონ ჩვენს არჩევანთან, შეცვალონ ყველაფერი უკეთესობისკენ, თუკი ჩვენ არ ვიცავთ როგორ მოვიქცეთ ისინი ამის გამო არ დაგვისჯიან.
- ანგელოზები არ გვეხმარებიან მტკივნეული გაკვეთილების თავიდან აცილებაში.
ანგელოზებს არ შეუძლიათ ჩვენს ცხოვრებაში ჩარევა, ცხოვრების მტკივნეული გაკვეთილებისგან დაცვა. გარკვეული გაკვეთილები ჩვენი სულის გეგმის ნაწილია და ის უნდა ვისწავლოთ. ამის თავიდან აცილება შეუძლებელია, რაც არ უნდა ვეცადოთ.
ანგელოზები დაგვეხმარებიან რაც შეიძლება სწრაფად ვისწავლოთ გაკვეთილი, რათა წინსვლა შევძლოთ.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.