თურმე ქუჩაში დაკარგვის შემთხვევაში, 50-დან მხოლოდ ერთი ბავშვი არ წაჰყვება გაურკვეველი მიმართულებით უცნობ ადამიანს. ასეთი შედეგები აჩვენა ექსპერიმენტმა, რომელიც მოხალისეებმა ჩაატარეს. 2015 წელს მათ უამრავი ბავშვის სამძებრო ღონისძიება ჩაატარეს. აქედან რამდენიმე გარდაცვლილი იპოვეს, ბევრი კი ამ დრომდე არ არის ნაპოვნი. რა უნდა მოიმოქმედოთ, რომ ამ ჩამონათვალში არ მოხვდეს თქვენი შვილი – გაეცანით შემდეგ ინსტრუქციებს ბვშვებთან ერთად.
მოცემული რეკომენდაციები შედგენილია იმის გათვალისწინებით, როდესაც ბავშვს არ აქვს თან მობილური ტელეფონი, რის მეშვეობითაც მას შეუძლია დაუკავშირდეს მშობლებს ან „112“-ის სამაშველო სამსახურს.
- 1) შეჩერდი
პირველ რიგში,
თუ დაიკარგე – მინიმუმამდე დაიყვანე გადაადგილება. შეჩერდი, როდესაც მიხვდები, რომ უფროსი აღარ მოგყვება გვერდით.
- 2) გაიხედე
მიმოიხედე მშობლები (გამცილებელი) ხომ არ არიან ახლომახლო.
- 3) იყვირე
ნუ მოგერიდება ხმამაღლა დაუძახო დედას ან მამას. შესაძლოა გაიგონონ შენი ხმა.
- 4) მიმართე პოლიციას ან დაცვის სამსახურს.
თუ ქალაქში ხარ და ახლომახლო ხედავ პოლიციის ან მარკეტის დაცვის თანამშრომელს, მიდი და უთხარი, რომ დაიკარგე.
მნიშვნელოვანია: არ წახვიდე შორს, თუ ვერ შეამჩნიე პოლიციელი ან დაცვის თანამშრომელი. თუ იმყოფები სავაჭრო ცენტრის მეორე სართულზე და დაცვის თანამშრომელი პირველ სართულზეა, არ ჩამოხვიდე დაბლა თუნდაც ამ მიზნით.
- 5) სთხოვე დახმარება ბავშვიან ქალს
თუ მოზრდილი ადამიანი შემოგთავაზებს წაყვანას დედასთან და მამასთან, კატეგორიულად უთხარი, რომ აქ დაელოდები მშობლებს.
მიმართე ბავშვიან ქალს და სთხოვე ტელეფონზე დარეკვა მშობლებთან, აუხსენი, თუ სად იმყოფები (ასეთი შემთხვევებისთვის, ბავშვმა აუცილებლად უნდა იცოდეს თავისი მისამართი, მშობლების სახელები და გვარები, მათი ტელეფონის ნომრები).
- 6) ჩამოდი უახლოს სადგურზე
თუ შეხვედი მეტროს ვაგონში ან ავტობუსში, აღმოაჩინე, რომ მარტო ხარ და მშობელი ვაგონს გარეთ დარჩა, ჩამოდი უახლოეს სადგურზე და იდექი იქ.
მნიშვნელოვანია: მეტროპოლიტენში დარბაზის ცენტრში მიუახლოვდი SOS-ის კოლონას და ითხოვეთ დახმარება. ასევე შეიძლება მიმართო პოლიციის თანამშრომელს. არსად არ წახვიდე უახლოესი სადგურიდან. თუ მშობლები შევიდნენ ვაგონში და ვერ მოასწარი შიგნით შესვლა, დარჩი იმავე სადგურში, სადაც ხარ. მშობლები თავად მოგაკითხავენ.
- აგარაკზე და ტყეში
1) თან წაიღეთ ბოლომდე დატენილი ტელეფონი.
2) წაიღეთ სასტვენი, შოკოლადი და ბოთლი წყლით.
თუ ტყეში დაიკარგა და დაიწყო ყვირილი, ბავშვს ხმა მალე წაუვა. ადვილია ამ დროს სასტვენის გამოყენება, რათა გააგონოს ხმა. შოკოლადი პატარა ადგილს იკავებს და ადვილად ანაყრებს. წყლით შეიძლება მოიბანოს ჭრილობა, დაიკმაყოფილოს წყურვილი.
მნიშვნელოვანია: არ მიუახლოვდეს ღია წყალსაცავებს უფროსების გარეშე.
3) დარჩი ადგილზე.
4) მიმოიხედე და ხმამაღლა დაუძახეთ უფროსებს; ჩაყვირე სასატვენში.
რჩევები მშობლებს
- ავარჯიშეთ ბავშვები თამაშის ფორმით, მოიზიდეთ მეგობრები და ნათესავები თამაშში “როგორ მოვიქცევი, თუ დავიკარგები“.
- ასწავლეთ ბავშვს, უთხრას უფროსს – „არა“.
- დედის (მამის) ნებართვის გარეშე ბავშვი არ უნდა წავიდეს ოჯახის მეგობართანაც კი.
- მოიგონეთ პაროლი, რომელიც მხოლოდ თქვენ და ბავშვს გეცოდინებათ.
- არ გაუშვათ ბავშვი ტყეში ხანშიშესულ ნათესავებთან ერთად.
- თუ ბავშვი აგარაკზე ყოფნისას დაიკარგა, გადაკეტეთ ახლომახლო მდებარე ყველა არხი, დაიხმარეთ მეზობლები.
- ნუ მისცემთ უფლებას ბავშვებს, ისხდნენ სოციალურ ქსელებში, მიეცით ნება ჰქონდეთ მხოლოდ ერთი გვერდი, რომელსაც გააკონტროლებთ. მაღალი საშიშროების ზონაში ყოფნის დროს ბავშვმა უნდა გააკეთოს საკონტროლო ზარები: “გამოვედი სახლიდან“, “გამოვედი სადარბაზოდან“. ასე გააკონტროლებთ იმას, რომ არაფერი შეემთხვას ლიფტით მგზავრობისას.