• home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page
Friday, May 9, 2025
  • Login
INew.ge
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
INew.ge
No Result
View All Result
Home საზოგადოება

50 წელს გადავაბიჯე და ახლა ვხვდები რატომ დავრჩი სრულიად მარტო.. ალბათ შანსი, რომ მქონდეს ცოლ-შვილსაც სხვანაირად მოვექცეოდი..

by inew
12 March 2023
in საზოგადოება
0
50 წელს გადავაბიჯე და ახლა ვხვდები რატომ დავრჩი სრულიად მარტო.. ალბათ შანსი, რომ მქონდეს ცოლ-შვილსაც სხვანაირად მოვექცეოდი..
0
SHARES
1.8k
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter
რემონტის შემდგომი დალაგება

უკვე 50 წელს გადავაბიჯე. ეს ის ასაკია, როცა, შენდაუნებურად, იძულებული ხდები, თვალი გადაავლო საკუთარ წარსულს და შეძლებისდაგვარად ობიექტურად შეაფასო ყოველი შენი სიტყვა თუ ქმედება და ამის მიხედვით დაასკვნა, ვისთან მართალი ხარ და ვისთან – მტყუანი.

ახლა, ამ გადასახედიდან სულ სხვანაირად ვაფასებ ყველაფერს და უმრავლეს შემთხვევაში საკუთარ თავს ვადანაშაულებ. ძალიან ხშირად არ ვიქცეოდი სწორად არც ცოლის, არც შვილების, არც ძმის წინაშე, მაგრამ ახალგაზრდობაში ასე არ ვფიქრობდი.

მაშინ მეგონა, რომ ყოველთვის და ყველასთან მე ვიყავი მართალი, რომ ყველას ჩემს სურვილებსა და ხუშტურებზე უნდა ერბინა, მაგრამ ის ვეღარ განვსაზღვრე, რომ რასაც დათესავ, იმას მოიმკი.

მხოლოდ ახლა აღმოვაჩინე, რომ წლების განმავლობაში უყურადღებო და უხეში ვიყავი ცოლ-შვილის მიმართ, რომ ძმაკაცები და ტაშ-ფანდური იყო ჩემთვის მთავარი, ოჯახის წევრები კი თავისი პრობლემებიანად – მეასეხარისხოვანი.

ახლაც ყურში ჩამესმის ცოლის მიერ ნათქვამი ტკივილით სავსე სიტყვები: ხანდახან მაინც გაგახსენდეს, რომ ვარსებობ, რომ მეც ქალი ვარ.

ნუ მკრავ ხელს, ნუ მიშორებ თავიდან, თორემ, დადგება დრო, როცა შენ მოხვალ ჩემთან, როცა მეც დაგჭირდები, როცა უჩემოდ გაგიჭირდება, მაგრამ შენი აღარ ვიქნები. შეიძლება, არ გაგეყარო, მაგრამ, დამკარგავ და ვეღარასოდეს დამიბრუნდები.

კარგად მახსოვს, მისი თვალები ამ სიტყვების წარმოთქმისას: მიყურებდა და პასუხად თუნდაც სულ მცირე სითბოს გამოხატვას ელოდა ჩემგან. მე კი, იმის ნაცვლად, დავფიქრებულიყავი მის სიტყვებზე და ჩემს საქციელზე, დამცინავად შევხედე და, როგორც უკანასკნელმა ნაძირალამ, ბოდიში მომითხოვია თქვენთან და, „სამ ასოზე” გავაგზავნე (ცხადია, რუსულად).

თან კარგა გვარიანი „ლოცვა-კურთხევაც” მივაყოლე. ცოლს აღარაფერი უთქვამს, ისე გავიდა ოთახიდან. იმ დღის მერე თითქმის აღარ ვეკონტაქტებოდით ერთმანეთს, მხოლოდ აუცილებელ საქმეზე თუ მეტყოდა ორიოდე სიტყვას.

არც მე ვცდილობდი მასთან განსაკუთრებულ სიახლოვეს. იმიტომაც თვეში ერთხელ თუ გვქონდა სიახლოვე, ისიც ძალიან უღიმღამო, ბოლო ხანებში კი, ვატყობდი, იმ თვეში ერთხელაც ცდილობდა, ხელიდან დამძრომოდა, ბოლოს კი პირდაპირ უარს მეუბნებოდა, რაც მე ძალიან მაღიზიანებდა (იმაზე ვგიჟდებოდი, უარს როგორ მიბედავს-მეთქი).

შვილებიც გამინაპირდნენ. ერთხელ, როცა საყვედური ვუთხარი, რატომ არ შეასრულეთ ჩემი თხოვნა, ბოლოს და ბოლოს, მამა ვარ თუ არა-მეთქი, ორივე მომიბრუნდა და მითხრა: ახლა ხარ მამა, რომ დაგჭირდით? ჩვენ რომ გვჭირდებოდი, მაშინ ვინ იყავი?

ხომ გაფრთხილებდა დედა, იცოდე, მარტო დარჩები და მერე ჩვენ ნუღარ მოგვაკითხავო? მაშინ შენ არ გეცალა ჩვენთვის, ახლა კი ჩვენ არ გვცალიაო. ხმა ვეღარ ამოვიღე. ამ ყველაფრის გარდა, ისე შემიყოლია „გზებზე სუფრის გადაფენამ”, რომ სასმლის გარეშე ერთ დღესაც ვეღარ ვძლებდი და ყოველდღე ნასვამი ვბრუნდებოდი სახლში, რაც კიდევ უფრო მაშორებდა ოჯახის წევრებთან.

სმასთან დაკავშირებით პრობლემები შემექმნა ძმასთანაც. ერთ დღეს რაღაცაზე მოვიდა ჩვენთან და ჩემი სიმთვრალით გამოწვეულ უსიამოვნო სცენას შეესწრო, რამაც ძალიან გააბრაზა და გამომიცხადა, ან არაყზე იტყვი უარს, ან ჩემზეო.

მეც ავდექი და ვუპასუხე, არაყი ყველა თქვენგანს მირჩევნია-მეთქი. ჩემმა ძმამ კი პირდაპირ მომახალა, – მაშინ, დამივიწყეო, – გაიხურა კარი და მას შემდეგ არც დაურეკავს, არც მოსულა ჩემთან. მე კი, რამდენჯერაც დავურეკე, ცოლს ათქმევინა, სახლში არ არისო.

ერთხელ, მაინც გავბედე და მივედი მასთან, მაგრამ, რომ დამინახა, ისევ ნასვამი ვიყავი, წადი, შენთვის არ მცალიაო, მითხრა და ოთახიდან გავიდა.

იძულებული გავხდი, წამოვსულიყავი. ძმას ვერაფერი გავუბედე და სახლში რომ მივედი, ცოლ-შვილი დავაწიოკე, უკანასკნელი სიტყვებით ვაგინე, დავემუქრე, მოკლედ, უკანასკნელი ნაძირალასავით მოვიქეცი, მივლეწ-მოვლეწე იქაურობა, მერე წავედი და კიდევ დავლიე.

ასე გავიდა რამდენიმე წელი. თანდათან მომემატა ასაკიც და თრობით გამოწვეული აგრესიაც, რამაც თანამეინახეებიც ჩამომაშორა – აღარავის უნდოდა ჩემი სულელური საქციელის ყურება. ოჯახიც გამინაპირდა, ძმა ხომ საერთოდ დავკარგე და დავრჩი სრულიად მარტო.

მართალია, ცოლი არ გამეყარა და შვილებიც ისევ ჩემთან ცხოვრობენ, არც ლუკმას მაყვედრიან (თუ არ ჩავთვლი ჩემი ქალიშვილის ირონიულ მზერას სადილობის დროს, როცა ხმამაღლა აღვნიშნავ ხოლმე, რა გემრიელია-მეთქი, ისიც იმიტომ, რომ რაღაც ვთქვა და სადილობამ „მუნჯურად” არ ჩაიაროს.

ვხვდები, რასაც გულისხმობს: მუქთა ლუკმა ყოველთვის გემრიელიაო), მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე წელია, აღარ ვმუშაობ და, უნდა გამოგიტყდეთ, არც მიცდია თუნდაც რაიმე სიმბოლური სამსახურის შოვნა. ისე, რადგან გულახდილად გიყვებით ყველაფერს, ბოლომდე ვიტყვი სათქმელს:

როცა ვმუშაობდი და კარგი ხელფასიც მქონდა, არც მაშინ ვხარჯავდი ფულს ოჯახში. ათასში ერთხელ თუ მივიტანდი რამეს და მერე ყვედრებით ვიკლებდი ყველას – კისერზე მასხედხართ-მეთქი. სინამდვილეში კი იმის მეშინოდა, ვაითუ ძმაბიჭებში ან მარტო დასალევად დამაკლდეს-მეთქი.

ერთი სიტყვით, მართლაც ის მოვიმკე, რაც დავთესე. ვარ ახლა მარტო. თუმცა ოჯახში ოთხნი ვცხოვრობთ, მაგრამ კვირა ისე გავა, კაცი არ დამელაპარაკება, არ მკითხავენ, რა მიჭირს, რა მილხინს.

ერთხელ ფრთხილად ვუსაყვედურე შვილს, მან კი მკვახედ მომიგდო: შენგან ვისწავლეთ. შენ კი ოდესმე რომელიმე ჩვენგანისთვის დაგისვამს მსგავსი კითხვაო?! ძალიან მეტკინა გული. ამ ხნის კაცმა კინაღამ ტირილი დავიწყე, მაგრამ, რომ დავფიქრდი, ვეღარ გავამტყუნე.

რომ შეიძლებოდეს ყველაფრის თავიდან დაწყება, სულ სხვანაირად მოვექცეოდი ცოლ-შვილს, საერთოდ სხვა წესით ვიცხოვრებდი, მაგრამ, რაღა დროს! ძალიან ვნანობ, რომ ქეიფს, ძმაკაცებთან კარგ ბიჭად გამოჩენას და ლოთობას შევწირე ჩემი ოჯახის კეთილდღეობა.

ფიქრის დრო იმდენი მაქვს, სად წავიღო, არ ვიცი. ამიტომაც ვზივარ ოთახში, ვფიქრობ და, საბოლოოდ ერთ დასკვნამდე მივედი:

რა თქმა უნდა, მეგობრები აუცილებელია (მით უმეტეს, ქართველი კაცისთვის), მაგრამ ის, ვინც თავის ოჯახს ყველასა და ყველაფერზე უკან დააყენებს, საბოლოოდ მეგობრებსაც დაკარგავს, ოჯახის წევრებსაც და ჩემსავით მარტოსული დარჩება.

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..

ყურადღება: ფოტო პირობითია

ზაალი, 54 წლის.

გენერალური დალაგება ქიმწმენდა
Previous Post

რძალი არ გამომადგა.. ქმარსაც, მეზობლებსაც და ნათესავებსაც ნამდვილი ანგელოზი ჰგონიათ, თუმცა მე კარგად ვიცი ვინც არის.. თვითონაც გახდება დედამთილი და ღმერთს ვევედრები, ზუსტად ისეთი რძალი შეახვედროს, როგორიც თვითონ იყო ჩემ მიმართ..

Next Post

მოღალატე ქმარზე ღალატითვე ვერ ვიძიე შური და მისი „გულაობისა“ და ორგულობის საქვეყნოდ აფიშირებით გადავწყვიტე,.

Next Post
მოღალატე ქმარზე ღალატითვე ვერ ვიძიე შური და მისი „გულაობისა“ და ორგულობის საქვეყნოდ აფიშირებით გადავწყვიტე,.

მოღალატე ქმარზე ღალატითვე ვერ ვიძიე შური და მისი „გულაობისა“ და ორგულობის საქვეყნოდ აფიშირებით გადავწყვიტე,.

  • „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • გოგონა გარდაიცვალა და ოჯახმა ის დაკრძალა, იმავე დღეს სრულიად მოულოდნელად გოგონას ოჯახში კარზე კაკუნის ხმა გაისმა

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ნანუკა ჟორჟოლიანი შეყვარებულია სიგიჟემდე – ნახეთ ნანუკამ რჩეულის ვინაობა გაამხილა და ვერც კი დაიჯერებთ ვინ აღმოჩნდა ის

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ხუთი ადგილი სახლში, სადაც ფულის არასდროს არ უნდა შეინახოთ

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ბანკეტის დღეს ცოლად მამაჩემის მძღოლს გავყევი.. დედაჩემი წლები ვერ ინელებდა ამბავს, რომ მისი მდიდარი გოგო ღარიბ მძღოლს გაჰყვა ცოლად, თუმცა ჩემი და მაინც ყველაზე დიდი პრობლემა აღმოჩნდა..

    0 shares
    Share 0 Tweet 0
mitargmne.ge mitargmne.ge mitargmne.ge
მინების წმენდა
სახლის დალაგება
დასუფთავების კომპანია
ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ
შუშების წმენდა
ვიტრაჟების წმენდა
სახლის აშენება
სახლის მშენებლობა
კერძო სახლების მშენებლობა
შავი კარკასის აშენება ფასი
ინტერიერის დიზაინი
aviabiletebi avia.ge
ავტომობილის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა ფარების პოლირება ძრავის ქიმწმენდა რა ღირს მანქანის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა დიდი დიღომი მანქანის ქიმწმენდა ფასები მანქანის ქიმწმენდა საბურთალო მანქანის ქიმწმენდა ფასდაკლებით რა ჯდება მანქანის ქიმწმენდა
ქიმწმენდა
სადარბაზოების დალაგება ფანჯრების წმენდა ვიტრაჟების წმენდა ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ რემონტის შემდგომი დალაგება დალაგება დღიურად ინტერიერის დიზაინი ბიზნეს ობიექტების დასუფთავება
  • ფილმები ქართულად
  • ქართულად გახმოვანებული ფილმები
  • ფილმები ქართულად
მანქანის ქიმწმენდა
რემონტის შემდგომი დალაგება
რემონტის შემდგომი დალაგება
ფილმები ქართულად
  • home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In