ქრისტიანული ეკლესია არც ისეთი კონსერვატორულია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. თევისი 2000 წლიანი არსებობის მანძილზე, რელიგიურმა ტრადიციებმა და რწმენამ არაერთი ცვლილება განიცადა და ზოგიერთ მათგანზე, რომელიც დღეს, შეიძლება, მსუბუქად რომ ვთქვათ, უცნაურად მოგვეჩვენოს, ეკლესიამ დიდი ხნის წინ თქვა უარი. აქ თქვენს ყურადღებას 7 მათგანზე გავამახვილებთ.
- ბიბლიაზე წვდომა
ბიბლია ყოველთვის ისეთი ხელმისაწვდომი არ იყო, როგორც ახლა არის. მაგ., შუა საუკუნეებში მას ჯაჭვით აბავდნენ, რომ მისი მოპარვა აღეკვეთათ. ეს სიტუაცია იმით იყო გამოწვეული, რომ ბერების მიერ გადაწერილი ბიბლია, ძალიან ძვირი ღირდა. ხოლო, მას შემდეგ, რაც საღვთო წერილის ბეჭვდვა დაიწყეს, ასობით წლის მანძილზე იმაზე კამათობდნენ, თუ ვის შეეძლო, მისი წაკითხვის უფლება ჰქონოდა.
- ოკულტიზმი
დღეს ეკლესია ოკულტიზმს გმობს. მაგრამ, იყო დრო, როდესაც ოკულტური მოძღვრება უვნებლად და გარკვეულწილად, სასარგებლოდაც კი ითვლებოდა. XIX საუკუნის ბოლოს კი, ოკულტური მეცნიერებები გასართობად იქცა და სპირიტული სეანსების ჩატარება ბოროტებად არ ითვლებოდა.
XX საუკუნის დასაწყისში, ეკლესიამ ამ მიმდინარეობას ბრძოლა გამოუცხადა და აკრძალა.
- სხვა ღმერთები
თავდაპირველად, საღვთო წერილი სხვა ღმერთების არსებობას არ გამორიცხავდა. მაგ., ისეთის, როგორიც ვაალი (უზენაესი ღმერთი, რომელსაც ძველ ქანაანში და ფინიკიაში ეთაყვანებოდნენ) იყო. მაგრამ, მას შემდეგ, რაც კანონიკური ბიბლიის წერა დასრულდა, სხვა ღმერთების აღიარება აიკრძალა.
- თეთრი იესო
ყოველთვის ითვლებოდა, რომ ქრისტე ევროპული გარეგნობის მამაკაცი იყო. თუმცა, სხვა გამოსახულებებიც არსებობდა, რომელიც კანონიკურად არასდროს ითვლებოდა.
არაერთი წყარო არსებობს, რომელშიც ნათქვამია, რომ იესოს აღმოსავლური გარეგნობა ჰქონდა და რომ ქრისტეს საეკლესიო გამოსახულებები, მისი ჭეშმარიტი გარეგნობისგან, ძალიან განსხვავდება. გარდა ამისა, არსებობს თეორიაც, რომლის მიხედვით, იესო ეთიოპიელი იყო.
- თვითგვემა
XII საუკუნეში გაჩნდა ასკეტი-ფანატების რადიკალური ქრისტიანული მოძრაობა, რომელიც ცნობილი «ფლაგელარების» (ლათ. flagellare — «მათრახი, ცემა, წამება») სახელით გახდა. მისი მიმდევრები თვლიდნენ, რომ ცოდვების მონანიების საუკეთესო საშუალება თვითწამება იყო.
ისინი საკუთარ თავს ამათრახებდნენ, რითაც ქრისტეს ცემის იმიტირებას ახდენდნენ. მიუხედავად იმისა, რომ რომის პაპმა მალევე გაკიცხა ცოდვების მონანიების აღნიშნული პრაქტიკა, სექტა არსებობას მაინც აგრძელებდა.
თვითგვემის პრაქტიკა კათოლიკურ მიმდინარეობაში დღემე არსებობს. ის ასევე გვხვდება სხვადასხვა რელიგიურ ორდენში და სამხ. ამერიკის ხალხების ზოგიერთ კულტურაში.
- ინდულგენციის გაყიდვა
ინდულგენცია — რომის პაპის მიერ, ცოდვების მისატევებლად გაცემული სიგელი იყო. შუა საუკუნეებში ზოგიერთმა ხარბმა ეპისლოპოსმა, ინდულგენციების გაყიდვით, ხელის მოთბობა გადაწყვიტა.
თანხის გადახდით, «კარმის გასუფთავების» პრაქტიკა 1567 წლამდე გრძელდებოდა, ვიდრე რომის პაპმა პიუს V ის არ აკრძალა.
- ლილითი
ადრეულ ეკლესიაში (ძირითადად, გნოსტიკურ სექტაში) ითვლებოდა, რომ ადამის მეუღლე, ევამდე, ლილითი იყო. ის ადამთან ერთად შეიქმნა, მაგრამ მასზე უარი თქვა და სიკვდილის ანგელოზის სამაელის ცოლი გახდა. ამის შემდეგ ის ედემის ბაღიდან გააძევეს.
ებრაული და ქრისტიანული მითოლოგიის მიხედვით, სწორედ ლილითი გახდა დემონების დედა, სხვა წყაროების მიხედვით კი, ლილითის შვილები ნახევრად ადამიანები, — კენტავრი და მინოტავრი იყვნენ.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია, ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..