დღევანდელ ისტორიაში მოგიყვებით ქალის შესახებ, რომელიც 60 წელია, საკუთარ შვილს ზურგით დაატარებს. თუ ამ ამბავს თქვენამდე ჯერ არ მოუღწევია, აუცილებლად უნდა იცოდეთ ამ ქალის გმირობის შესახებ:
ამ ისტორიის გმირი ოლგა ერთ პატარა დასახლებაში ცხოვრობს. ის 77 წლისაა და მთელი ცხოვრებაა, შვილს ზურგით დაატარებს.
ამ ქალის შვილი ცერებრალური დამბლით დაიბადა. თითქმის 60 წელია, დედის ფეხები მას საკუთარი კიდურების მაგივრობას უწევენ.
როგორც ის ამბობს, დედამისმა ორი ადამიანის ცხოვრებით იცხოვრა – საკუთარი და მისი ცხობრებით. სწორედ მისი ზურგით დადიოდა ის სკოლაში, სახლსა თუ ეზოში.
ქალი, რომელიც საკმაოდ მომცრო ზომისაა, შვილს დღემდე ასე დაატარებს. როგორც ოლგა ყვება, მისი შვილი ყველა სტუმარს გაღიმებული ხვდება. ისინი დიდ, ხის სახლში ცხოვრობენ.
ცოტა ხნის წინ კი, ამ ოჯახმა საჩუქრად ინვალიდის ეტლი მიიღო, რომელიც არც მეტი არც ნაკლები, პარიზიდან გაუგზავნეს…
ალბათ, დაინტერესდებით, ვინ აჩუქა ამ ოჯახს ასეთი ძვირადღირებული ეტლი? ეს საიდუმლოებით მოცული პიროვნება ქალია, რომელმაც საკუთარი ვინაობის გამჟღავნებაზე უარი განაცხადა.
მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ უკვე 22 წელია, ის პარიზში ცხოვრობს და მუსულმანია, თუმცა ამბობს, რომ მისთვის მნიშვბელობა არ აქვს, რა აღმსარებლობის არიან ის ადამიანები, რომლებსაც დახმარება სჭირდებათ.
როცა ქალმა ამ ოჯახის შესახებ შეიტყო, მაშინვე მედიასაშუალებას დაუკავშირდა და მათთვის ეტლის ჩუქების სურვილი გამოთქვა. ეს ეტლი ოჯახს პარიზიფან ჩაუტანეს, დედა-შვილი ძალიან მადლიერი იყო ამ ქალის.
ოლგა და მისი შვილი ძალიან უბრალო ხალხია და ისინი მიჩვეული არ არიან იმას, რომ მათზე ყველა ლაპარაკობს.
მანამდე, ასობით ადამიანმა მიმართა ოჯახს, ყველას მათი დახმარება სურდა, მაგრამ ოლგა თვლის, რომ ის და მისი შვილი კარგად უმკლავდებიან დახლის საქმეებს და არაფერი სჭირდებათ. აქამდე, ისინი თავისთვის ცხოვრობდნენ მშვიდად.
სრულად სანახავად გთხოვთ უყურეთ ვიდეოს:
ყურადღება: ფოტო პირობითია
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..