როდესაც მამამ 16 წლის ქალიშვილის გამოსამშვიდობებელი წერილი აღმოაჩინა, მას თვალებს არ დაუჯერა. რაც მისმა გოგონამ დაწერა, მშობელს ნამდვილი შოკი მოუტანა. მან მხოლოდ მაშინ გაიგონა, თუ რას ნიშნავდა ეს შეტყობინება, როდესაც ტექსტი ბოლომდე წაიკითხა.
ყველა მშობელი ოცნებობს შვილებმა ბედნიერი ცხოვრებით იცხოვრონ. ისინი ცდილობენ ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ ბავშვი საუკეთესოდ აღიზარდოს. მაგრამ ჩვილები სწრაფად იზრდებიან, შემდეგ კი აღმოჩნდება, რომ ისინი თავიანთ ცხოვრებას განსხვავებულად ხედავენ.
ჩვენი შემდეგი მოთხრობის გმირის ქალიშვილი სწორედ იმ რთულ ასაკში იყო, როდესაც მას სურდა დაეცვა თავისი საზღვრები და ყველაფერი გაეკეთებინა იმის საპირისპიროდ, როგორც ეუბნებოდენ. მიუხედავად იმისა, რომ იგი თავის თანატოლებთან შედარებით ბევრად უკეთესად იქცეოდა.
ერთ დღეს, როდესაც მამაკაცის საყვარელმა გუნდმა წააგო, ის საშინლად აღშფოთებული იყო. საბოლოოდ, მას შემდეგ რაც ოდნავ დამშვიდდა, მან მოინდომა, რომ ქალიშვილთან ერთად ახლომდებარე კაფეში წასულიყო.
მაგრამ ანა არსად იყო, მთელ სახლში ეძება მაგრამ არსად ჩანდა. ბოლოს მან გოგონას საწოლზე წერილი შეამჩნია. მასში გოგონა მშობლებს მიმართავდა და პატიებას ითხოვდა, რომ მათ ეს ამბავი წერილობით უნდა შეატყობინოს. გოგონა წერდა, რომ სახლიდან გაიქცა ახალ საყვარელთან, სახელად მუჰამედთან ერთად.
ანამ დაარწმუნა, რომ იგი ნამდვილ სიყვარულს შეხვდა. ის დეტალურად აღწერდა თუ როგორ უხდებოდა მუჰამედს ტატუები და საყურეები და ასევე როგორი ლამაზი მოტოციკლი ჰყავდა.
ის კიდევ ერთ შოკისმომგვრელ ამბავს წერდა – ამბობდა, რომ ის ორსულობის მესამე თვეში იყო. ის აპირებდა მუჰამედთან მის ტრეილერში ცხოვრებას და აპირებდა მისთვის მრავალი შვილის გაჩენას. ასევე აღნიშნავდა, რომ მუჰამეს არ ჰქონდა სახლი.
ხოლო ქორწინება ახალგაზრდა კაცთან შემდეგი კვირისთვის იყო დაგეგმილი. გოგონა აღნიშნავდა, რომ მის მოსამზადებლად, ახალგაზრდებმა 17 ბუჩქი მარიხუანა დარგეს ტრაილერის მიღმა გაზონზე და მისი გაყიდვით მიღებული თანხა საკმარისი იქნებოდა მცირე ქორწილის მოსაწყობად.
გარდა ამისა, მამამისისთვის კიდევ ერთი შოკი იყო წინადადება, რომელშიც ქალიშვილი წერდა, რომ მუჰამედი შიდსით იყო დაავადებული, მაგრამ იმედოვნებდა, რომ ექიმები მისი დაავადების მკურნალობის გზას მალე იპოვიდნენ.
შემდეგ ჯერზე, 16 წლის გოგონა დაჰპირდა, რომ შვილიშვილთან ერთად მივიდოდა მშობლების მოსანახულებლად. ამ დროს მამა უკვე გონების დაკარგვის პირას იყო, მაგრამ მან მიაღწია წერილის ბოლო ნაწილს, რომელშიც ნათქვამი იყო:
”მამა, ყველაფერი, რაც ზემოთ დავწერე, ტყუილია. ფაქტობრივად, მეგობრის სახლში წავედი ტელევიზორის საყურებლად. უბრალოდ იფიქრე იმაზე, რომ შენი საყვარელი გუნდის წაგებაზე ბევრად უარესი რამ შეიძლება მოხდეს“.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში.
ყურადღება: ფოტო პირობითია