ცნობილია, რომ შავი ზღვის ფსკერზე არის დიდი რაოდენობით ფეთქებადი აირი, რომელიც, შესაძლოა, ერთ მშვენიერ დღეს ცეცხლის სახით ამოიფრქვეს.
როგორც ჩანს, შავი ზღვა ჯერ კიდევ არ არის ბოლომდეა შესწავლილი. სწორედ ბოლო კვლევების შედეგად გააჟღერეს მეცნიერებმა შემაშფოთებელი ფაქტი იმის შესახებ, რომ შავი ზღვა შესაძლოა დიდ სიურპრიზს გვიმზადებს.
როგორც მეცნიერები ამბობენ, წყლის 100-მეტრიანი ფენის ქვეშ დიდი რაოდენობით გოგირდწყალბადია დაგროვებული და მისი მოცულობა მუდმივად იზრდება. ეს გახლავთ ფეთქებადი აირი, რომელიც, შესაძლოა, ერთ მშვენიერ დღეს ცეცხლის სახით ამოიფრქვეს.
რეალურად შავ ზღას სახელი სწორედ მასში გოგირდწყალბადის ჭარბი რაოდენობის არსებობის გამო შეერქვა – ხშირი იყო შემთხვევები, როდესაც გემების ღუზები ამ ნივთიერების მოქმედების შედეგად შავდებოდა.
რეალურად გოგირდწაყლბადი ორგანული ნივთიერებების ლპობის შედეგად გამოიყოფა.
მეცნიერები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა დაგროვილი აირი ამოიფრქვეს და ამას შესაძლოა ზღვის ზედაპირზე ცუნამი და შტორმი გამოიწვიოს და შესაძლოა, დიდი ზარალი მიაყენოს სანაპიროზე გაშენებულ სოფლებსა და ქალაქებს.
მკვლევარები შეშფოთებულნი არიან და განგაშის ზარებს შემოკრეს, თუმცა, ამოფრქვევის ზუსტ კი არა, სავარაუდო თარიღსაც ვერ ასახელებენ.
- კვლევის შედეგები:
რამდენი წლის წინ ცნობილი გახდა შავი ზღვის ყველაზე მასშტაბური კვლევის პირველადი შედეგები. ზღვის მონიტორინგი EMBLAS-ის ფარგლებში საქართველოს, უკრაინისა და ევროკავშირის ქვეყნების 40-მდე მეცნიერით დაკომპლექტებულმა ჯგუფმა ჩაატარა. პროექტს გაეროს განვითარების პროგრამა და ევროკავშირი ახორციელებს.
პროექტ EMBLAS-ის ანგარიშის მიხედვით, ერთ-ერთი ნეგატიური ტენდენცია, რაც კვლევამ დაადასტურა, შავ ზღვაში ჟანგბადის სფეროს კიდევ უფრო შემცირებაა. შავ ზღვაში ჟანგბადით მდიდარი ზედა ფენის ქვემოთ, სიღრმისეულ ფენებში ზღვის წყალი უჟანგბადოა, რომელიც გაჯერებულია წყალში გახსნილი გოგირდწყალბადით.
ზღვის უმეტესი და უმთავრესი ბინადრები (დელფინები, თევზები და სხვა) ზემო, ჟანგბადით მდიდარ ზღვის წყალში ბინადრობენ და თუ ეს ფენა მცირდება – მცირდება მათი საარსებო სივრცეც.
“უჟანგბადო წყლის ზონა იწყება 90-160 მეტრი სიღრმიდან და შეადგენს ზღვის სრული მოცულობის დაახლოებით 87%-ს. ბოლო 20 წლის განმავლობაში გოგირდწყალბადის ფენა 20-25 მეტრით აიწია”, – წერია ანგარიშში.
კვლევის პროცესში მეცნიერებმა შავი ზღვის უჟანგბადო სიღრმისეულ ფენებში 2 კმ სიღრმიდან მოიპოვეს მიკრობების ახალი სახეობები. აღმოჩნდა, რომ შავი ზღვის ფსკერზე ბინადრობს ათობით სახელობის ბაქტერია და არქე, რომლებიც მსოფლიო ოკეანის ფსკერზე გვხვდებიან, ისიც მხოლოდ წერტილოვნად”. ეს ნიშნავს იმას, რომ შავი ზღვის სიღრმეების უჟანგბადო ზონა არ არის “მკვდარი უდაბნო”.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია..