• ჩვენს შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
Wednesday, March 4, 2026
inew.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
No Result
View All Result
inew.ge
No Result
View All Result
Home საზოგადოება

40 წლის წინ მიღებულმა ერთმა არასწორმა გადაწყვეტილებამ ჩემი ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა.. მთელი ეს დრო ყოველდღე იმაზე ვფიქრობდი შემეძლო თუ არა რამე შემეცვალა..

by inew
1 December 2022
in საზოგადოება
0
40 წლის წინ მიღებულმა ერთმა არასწორმა გადაწყვეტილებამ ჩემი ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა.. მთელი ეს დრო ყოველდღე იმაზე ვფიქრობდი შემეძლო თუ არა რამე შემეცვალა..
0
SHARES
545
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

ღმერთი სიყვარულიაო, ამბობენ. არავისი არაფერი შემშურებია. რაც წლები მომემატა, შემშურდა იმ ქალებისა, რომლებსაც შვილები და შვილიშვილები გარს ეხვია. მერე თავს ვაჯობე და ბედს შევეგუე.

ამ რამდენიმე ხნის წინ, პირველად ჩემს ცხოვრებაში ვინატრე, – ნეტავ, უქმროდ გამეჩინა შვილი, ხალხს კი რაც უნდოდა, ელაპარაკა-მეთქი…

ახალგაზრდობაში მეც მყავდა შეყვარებული. სტუდენტობა თბილისში გავატარე და სწორედ აქ ვეზიარე ამ გრძნობას. მის დანახვაზე სახეზე ალმური გადამკრავდა ხოლმე.

ვატყობდი, ისიც ჩუმჩუმად მითვალთვალებდა. მორიდებული ბიჭი იყო, ვერ მიბედავდა გრძნობის გამხელას, თორემ დარწმუნბული ვიყავი, რომ მასაც გულში ვყავდი ჩავარდნილი.

ერთხელ ახალი წლის წინა დღეებში მეგობრები შევიკრიბეთ და ქრიფი გადავწყვიტეთ. ვინაიდან ქირით ვცოვრობდი და სახლში მარტო ვიყავი, ჩემთან გადავწყვიტეთ შეკრება. კარგად მოვილხინეთ. გვიან ღამით დავიშალეთ.

შოთაც ჩვენთან ერთად იყო. კარგ გუნებაზე გახლდათ, უჩვეულოდ მხიარულობდა. სტუმრები გავაცილე, შინ შევბრუნდი და ის იყო, მაგდის ალაგება დავიწყე, რომ კარზე კაკუნი გავიგონე. შოთა იდგა თავხრილი. – სალაპარაკო მაქვს, ცოტა ხნით გარეთ გამოდიო, – მითხრა. შინ შევიპატიჟე.

– გარეთ ცივა და ჯობია, შენ შემოხვიდე-მეთქი. მას ყავა მოვუდუღე, მე კი მაგიდის ალაგება გავაგრძელე და თან ვსაუბრობდით. მერე ადგა და მომეხმარა კიდეც. ჭუჭყიანი თეფშები გამოჰქონდა სამზარეულოში და კარადაზე ალაგებდა.

ისეთი შინაურული სიტუაცია შეიქმნა, უდიდესი სითბო ვიგრძენი გულში. წარმოვიდგინე, რომ ცოლ-ქმარი ვიყავით, სტუმრები გვყავდა და ახლა სახლს ერთად ვალაგებდით.

უზომოდ მომინდა, რომ ეს სინამდვილეში ასე ყოფილიყო. ამიტომ, როდესაც სამზარეულოში თეფშების მორიგი პარტია შემოიტანა, ხელები გაითავისუფლა და მოულოდნლად მომეხვია, წინაღმდეგობა არ გამიწევია…

2 დღე დაჰყო ჩემთან. ძალიან ბედნიერი ვიყავი, როცა მეჩურჩულებოდა, რომ ვუყვარდი. მესამე დღეს სოფელში უნდა წავსულიყავი. მეხვეწებოდა, ნუ წახვალ, ცოლად გამომყევი, ჩემთან წავიდეთო. ნეტავ მაშინ დავთანხმებოდი.

ვუთხარი – ახალ წელს მშობლებთან გავატარებ, თან ვეტყვი, რომ გათხოვებას ვაპირებ და რომ დავბრუნდებით, არდადეგების მერე დავქორწინდეთ-მეთქი. – ძველით ახალ წელს ჩამოვალ შენთან და შენს მშობლებს გავიცნობ, თუ წინააღმდეგი არ იქნებიო.

სიხარულით დავთანხმდი. შევთანხმდით, მშობლებს საქმის კურსში ჩავაყენებდი და მერე შოთაც ჩამოვიდოდა.

თითქოს ჩემს ბედნიერებას წინ არაფერი ედგა. მოულოდნელად ველოდი ძველი ახალი წლის დადგომას. მამაჩემმა ღორი დაკლა, საგანგებო პურმარილი მოვამზადეთ, – ხუმრობა ხომ არ იყო, სასიძო უნდა ჩამოსულიყო.

ჩემი მშობლები ჩემს გადაწყვეტილებას პატივს სცემდნენ და წარბიც არ შეუხრიათ, როცა ვუთხარი, – ვთხოვდები-მეთქი. მოკლედ, 14 იანვარი ისე დაღამდა, რომ შოთა არ გამოჩნდა. მაშინ მობილური ტელეფონები არ იყო, რომ ამბავი გაგეგო.

არც სწრაფი კავშირის სხვა საშუალება არსებობდა, მითუმეტეს – სოფელში. ძალიან დავდარდიანდი, მაგრამ სანამ თბილისში არ ჩავიდოდი, ამბავს ვერ გავიგებდი. როგორც იქნა, დასრულდა არდადეგები და სწავლა დაიწყო. შოთა კიდევ არ გამოჩნდა. თვალები დამაწყდა კარისკენ ყურებით.

მხოლოდ პირველი ლექციის მერე გავიგე, რომ ის დაღუპულა. ლამის გავგიჟდი. თურმე სანადიროდ წასულა და თავისივე თოფის ტყვიას უმსხვერპლია (ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ასე გავიგეთ). მთელი ცხოვრება თავზე დამემხო.

თავს დამნაშავედ ვგრძნობდი. მე რომ მას გავყოლოდი, სანადიროდ აღარ წავიდოდა… თან ჩემი სადარდებელიც მქონდა – რა უნდა მექნა? იმ დროს ასე იოლი არ იყო ქალწულობის დაკარგვა და შემდეგ ცხოვრების აწყობა.

რამდენიმე ხნის მერე უარესი უბედურება დამატყდა თავს – მივხვდი, რომ ორსულად ვიყავი. ბავშვის გაჩენა ჩემთვის სიკვდილს ნიშნავდა. მივიღე გადაწყვეტილება და აბორტი გავიკეთე. არავისთვის გამიმხელია ეს ამბავი.

მარტომ მოვაბი თავი, რადგან გავარდნილი ტყვიასავით მეშინოდა, ჩემი ამბავი არ გახმაურებულიყო. თუნდაც კიდევ ერთ ადამიანს სცოდნოდა, მუდამ შიში მექნებოდა. რუსთავი თბილისიდან რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს. ეს ქალაქი ცემთვის სრულიად უცხო იყო, ერთი ნცნობიც კი არ მყავდა. რუსთავში წავედი ბავშვის მოსაშორებლად.

ახლა, ამას რომ ვწერ, ცხარე ცრემლით ვტირი. საშინელ დღეში ვარ. ახლა ვერ წარმომიდგენია, როგორ მივიღე ეს გადაწყვეტილება.

საყვარელი ადამიანის შვილი მოვკალი. – გარდაცვლილი ადამიანის, რომლის გენსაც გაგრძელება შეეძლო. ჩემი თავი მძულს, ამაზე რომ ვფიქრობ, მაგრამ მაშინ მიმაჩნდა, რომ სხვა გამოსავალი არ მქონდა. ნეტავ, სამყაროს დავპირისპირებოდი და შვილი შემენარჩუნებინა.

ამის მერე გათხოვებაზე აღარც მიფიქრია. ჩემი საიდუმლოს  გამჟღავნებას ვერ გადავიტანდი. კაცებს გავურბოდი. სოფელში დავბრუნდი და წლების განმავლობაში სკოლაში, მასწავლებლად ვმუშაობდი და ახლაც ვმუშაობ.

შოთასთან გატარებული 2 დღის მოგონებებით ვცხოვრობ. ქვეყნად არ არსებობს ადამიანი, ვინც ჩემ გარდა ეს ამბავი იცის. ახლა კი მთელი საქართველო გაიგებს და იქნებ ჩემს წამებასაც ბოლო მოეღოს. თავის მოკვლაზეც ხშირად მიფიქრია, მაგრამ გამბედაობა არ მყოფნის. რამხელა ცოდვით მაქვს სული დამძიმებული…

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..

ყურადღება: ფოტო პირობითია

გენერალური დალაგება ქიმწმენდა
Previous Post

არ მესმის როგორ შეიძლება, 20 წელი ქრონიკულად იტანდე ქმრის უხეშობას, ალაგ-ალაგ მუშაობას, არასტაბილურობას, საშინელ სიმთვრალეს, უსაქციელობას და ღირსების დაკარგვას.. ხოდა მეც ეს გავაკეთე..

Next Post

ვცდილობ, შევეგუო ჩემს მდგომარეობას და ქმარი შევიყვარო, მაგრამ არაფერი გამომდის.. არვიცი როგორ მოვიქცე..

Next Post
ვცდილობ, შევეგუო ჩემს მდგომარეობას და ქმარი შევიყვარო, მაგრამ არაფერი გამომდის.. არვიცი როგორ მოვიქცე..

ვცდილობ, შევეგუო ჩემს მდგომარეობას და ქმარი შევიყვარო, მაგრამ არაფერი გამომდის.. არვიცი როგორ მოვიქცე..

  • „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • გოგონა გარდაიცვალა და ოჯახმა ის დაკრძალა, იმავე დღეს სრულიად მოულოდნელად გოგონას ოჯახში კარზე კაკუნის ხმა გაისმა

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • “ჩემი ერთადერთი შვილის სიკვდილი არც მიდარდია და არც ცრემლი ჩამომვარდნია, რძლის მამამ და ბიძამ მომიკლეს და იმ ხალხს არ ვუჩივლე, რაც დაიმსახურა ის მიიღო.. ერთხელ მის საძინებელში შევედი და..”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ხუთი ადგილი სახლში, სადაც ფულის არასდროს არ უნდა შეინახოთ

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ბანკეტის დღეს ცოლად მამაჩემის მძღოლს გავყევი.. დედაჩემი წლები ვერ ინელებდა ამბავს, რომ მისი მდიდარი გოგო ღარიბ მძღოლს გაჰყვა ცოლად, თუმცა ჩემი და მაინც ყველაზე დიდი პრობლემა აღმოჩნდა..

    0 shares
    Share 0 Tweet 0
mitargmne.ge mitargmne.ge mitargmne.ge
aviabiletebi avia.ge

შემოგვიერთდი Facebook-ზე

პარტნიორი კომპანია:

OfficeCare – ოფისების რეგულარული დალაგება

დასუფთავების კომპლექსური სერვისები:

ხალიჩის რეცხვა

ხალიჩების ქიმწმენდა - რბილი ავეჯის ქიმწმენდა
ხალიჩების ქიმწმენდა ოფისებისთვის – OfficeCare
რემონტის შემდგომი დალაგება
ზოომაღაზია – ძაღლის საკვები, აქსესუარები და მოვლა
  • ჩვენს შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

© 2026 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ

© 2026 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.