აღტაცება და პატივისცემა: ფილიპე და ჯესიკა ურცი ცხოვრობენ რომში,. ფილიპმა ცოტა ხნის წინ ფეისბუქის პოსტი დაწერა და მეუღლეზე ისაუბრა.
“ჯესიკა მედდაა. ის ზრუნავს ადამიანებზე, რომლებსაც დაავადება ან ტრავმა აქვთ. 14 – საათიანი სამუშაო დღეები მას ემოციურად და ფიზიკურად ძალას აცლიან, მაგრამ ის არასდროს წუწუნებს.
ასეთ-ერთი დღის შემდეგ ღამით ჯესიკა სახლში მოვიდა, სადილად ერთი სენდვიჩი გაიკეთა და დასაძინებლად დაიწვა, რომ მეორე დღეს სამსახურში დაბრუნებულიყო. ყოველდღე ის დგება პირველი, ამზადებს ლანჩს და ღიმილით მიდის სამსახურში.
მიუხედავად იმისა, რომ ჯესიკა გადატვირთულია და დაღლილი, მან იცის, რომ მას მნიშვნელოვანი საქმე აქვს გასაკეთებელი და ეს ამად ღირს. ეს არის ჩემი მეუღლე. ერთ საათში ის გაიღვიძებს, ჩაიცვამს კოსტიუმს და მოემზადება სამუშაოსთვის.
ის სწრაფად აგროვებს და აწესრიგებს იმ ნივთებს, რომელბიც სჭირდება საქმისთვის, ხოლო თმას და მაკიაჟს ძალიან სწრაფად გაიკეთებს, ის სულ წუწუნებს , რომ სააინლად გამოიყურება, მე კატეგორიულად არ ვეთანხმები და ყავის ფინჯანს ვაწოდებ.
ის დაჯდება დივანზე და შეეცდება დალიოს ყავა, სიამოვნებით ეთამაშება მასზე მცოცავი ბავშვი.
ის კოცნის ბავშვს, მაკოცებს და მიდის სამსახურში, რომ იზრუნოს იმ ადამიანებზე, რომლებიც ცხოვრების ყველაზე ცუდ დღეს ატარებენ. ავტოსაგზაო შემთხვევები, ცეცხლსასროლი იარაღის ჭრილობები, აფეთქებები, დამწვრობა და ავარია – პროფესიონალები, ღარიბი პირები, პასტორები, ნარკომანები – დედები, მამები, ვაჟები, ქალიშვილები და ოჯახები – არ აქვს მნიშვნელობა ვინ ხართ ან რა დაგემართათ.
ის შენზე იზრუნებს.
14 საათში ის მოვა სახლში და გაიხდის ფეხსაცმელებს, და დატოვებს მათ გარეთ. ზოგჯერ მას არ სურს ამაზე საუბარი. ზოგჯერ ის იცინის მანამ, სანამ არ იტირებს ზოგჯერ კი უბრალოდ ტირის – მაგრამ მიუხედავად ამისა, ის დროულად იქნება თავის შემდეგ ცვლაზე.
ჩემი ცოლი მედდაა. ჩემი ცოლი გმირია ”.