უკრაინელი ნატაშა გრეისის ამბავმა მსოფლიო პრესა მოიცვა. გოგონა საკუთარ აღმზრდელ ოჯახზე რამდენიმე წელი ახორციელებდა ტერორს და ამჯერად, ახალი შეთავაზება მიიღო. როგორც ჩანს, გოგონამ იპოვა სხვა ოჯახი და კმაყოფილია ახალი ცხოვრებით…
რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ისტორია, რომელიც ფილმის სიუჟეტისთვის შეიძლება გამოდგეს. პატარა, საყვარელი გოგონა, რომლის გარეგნობითაც თუ ვიმსჯელებთ, 6-7 წელზე მეტის არ გვეგონება, აღმოჩნდა, რომ ზრდასრულია, რომლის ასეთი მდგომარეობაც სახსრების დისპლაზიამ გამოიწვია.
ამ დაავადებამ გოგონა ჯუჯად აქცია, თუმცა მან ეს მდგომარეობა ერთგვარი თაღლითობისთვის გამოიყენა – “ბავშვი“ ადვილად ატყუებდა ინდიანაში მცხოვრებ ოჯახს და მათი ქალიშვილიც გახდა.
ეს ამბავი 2010 წელს დაიწყო, როცა მაიკლ და კრისტინა ბარნეტებმა ნატალია გრეისი იშვილეს და ეგონათ, რომ ის მაშინ 6 წლის იყო. გოგონა ბავშვთა სახლში იპოვეს. მანამდე ის მშვილებელ ოჯახთან ცხოვრობდა, რომელსაც უკრაინიდან წამოუყვანია.
ნატაშა ბარნეტების წყვილთან ერთად წყვილს ერთი შვილი ჰყავდა, აუტისტური სპექტრის აშლილობით და კრისტინამ წიგნიც დაწერა მისი აღზრდის შესახებ, რომელიც ბესტსელერად იქცა…
ნატაშასთან კი სულ სხვაგვარად მოხდა ყველაფერი. მალე დედობილმა ნატაშას უცნაური ქცევები შეამჩნია. გოგონას საკმაოდ მდიდარი სიტყვათა მარაგი ჰქონდა, ქცევებიც არაბავშვური.
გარდა ამისა, არ ინტერესდებოდა თოჯინებით და მის საცვლებზე ხანდახან პოულობდნენ სისხლის კვალს და მალე აღმოაჩინეს, რომ ციკლი ჰქონდა ჩვეულებრივ, როგორც ზრდასრულს.
წყვილმა ეჭვი შეიტანა ჯუჯა გოგონას ასაკში და ასაკის დასადგენ ტესტზე გაიყვანეს. ექიმმა გამოუცხადათ, რომ 14 წელზე უმცროსი ნამდვილად არ იყო. ამ ამბავმა შეაფიქრიანათ.
თუმცა ყველაზე მეტად შეაშინათ მისმა მცდელობებმა და მუქარებმა, მოეკლა დედობილ-მამობილი. იძულებული გახდნენ, სახლში ყველა ბასრი საგანი გადაემალათ.
ბოლოს და ბოლოს, კვლავ სპეციალისტებს მიმართეს და გაარკვიეს, რომ სინამდვილეში გოგონა 1989 წელს იყო დაბადებული, ანუ როცა ყველაფერს მიხვდნენ და “ბავშვი” დატოვეს, 2013 წელს, 23 წლის გახლდათ და 24 უსრულდებოდა მალე. თანაც, ფიზიკური პრობლემების გარდა, ფსიქიკური დარღვევებიც ჰქონდა.
ნატაშამ მშობლების ცხოვრება ნამდვილ კოშმარად აქცია და მათაც ბოლოს და ბოლოს უარი თქვეს გოგონაზე… ფაქტობრივად, მიატოვეს. თუმცა საქმე ისევ მათ წინააღმდეგ აღიძრა სასამართლოში შვილობილის მიტოვების და ვალდებულებებზე უარის თქმის ბრალდებით.
სასამართლოში კვლავაც ამტკიცებენ, რომ გოგონამ იცრუა და სინამდვილეში ბევრად მეტისაა, ვიდრე თავს ასაღებს და შესაძლოა, არც უკრაინიდან არ არის…
ამასობაში კი ნატალიამ ისევ იპოვა ახალი ოჯახი, თავს მშვენივრად გრძნობს და კმაყოფილია საკუთარი ცხოვრებით.
ერთ-ერთი გამოცემის თანახმად, ნატაშა ინდიანას შტატიდანაც კი არ წასულა. 39 წლის წყვილმა, ანტონ მანსმა და მისმა ცოლმა, სინტიამ, გოგონა აიყვანეს და ის მათი მეექვსე ბავშვი გახდა, თუ შეიძლება, 23 წლის გოგონაზე “ბავშვი” ითქვას.
მოგვიანებით წყვილმაც გაიგო გოგონას ნამდვილი ასაკი, თუმცა მას მაინც მისცეს თავშესაფარი. ოჯახი ეკლესიურია და თავისუფლად აძლევენ ნატალის საკუთარ შვილებთან ერთად თამაშის უფლებას. ამავე დროს, გოგონას ისე აცვია, როგორც პატარა ბავშვს.
ოჯახის მიერ გამოქვეყნებულ ყველა სურათში ნატაშა ბედნიერად იღიმის. მისი გამომეტყველებით ვერც კი წარმოიდგენთ, რომ პირველ მშვილებელ დედას, მისი მონათხრობის თანახმად, ყავაში მათეთრებელი ჩაუსხა. გარდა ამისა,”სასაცილოდ” ხატავდა ოჯახის გარდაცვლილ წევრებს.
ალბათ, ანტონსა და სინტიას სჯერათ, რომ ნატაშას აღზრდაში რელიგია და სიყვარული დაეხმარებათ. ან ცხოვრება ახალი გამოწვევებისა და რისკების გარეშე არ შეუძლიათ. სხვა არგუმენტს ვერ ასახელებენ გამოცემები, რომლებიც ამ გახმაურებულ საქმეს აშუქებენ.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..
წყარო: მშობლები.გე