• home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page
Thursday, July 3, 2025
  • Login
INew.ge
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
INew.ge
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ილია II-ს დარიგებები ბავშვებს – მშობლებო, აუცილებლად მიიტანეთ პატრიარქის სიტყვები შვილებამდე

by inew
2 December 2022
in საზოგადოება
0
ილია II-ს დარიგებები ბავშვებს – მშობლებო, აუცილებლად მიიტანეთ პატრიარქის სიტყვები შვილებამდე
0
SHARES
2.4k
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter
დასუფთავების კომპანია

სიკეთეზე, გაჭირვებაზე, ნამდვილ სიმდიდრესა და სულიერ საუნჯეზე ილია მეორე, ქადაგებები ბავშვებისთვის:

დიდი მადლია მოწყალება. ყველა ადამიანს შეუძლია სიკეთის ქმნა. მათხოვარსაც შეუძლია თავისზე მეტად გაჭირვებული ადამიანი ნახოს და მას დაეხმაროს.

ქართველი ადამიანი არასოდეს ყოფილა ხარბი… უნდა გვახსოვდეს, რომ დღე, როდესაც სიკეთეს არ გავაკეთებთ, როდესაც უძლურს, გაჭირვებულს არ დავეხმარებით, როდესაც დავხუჭავთ თვალს ადამიანის გასაჭირზე – ის დღე ჩვენთვის დაკარგულია.

ხშირად ამბობენ, ახლა თითქმის ყველა გაჭირვებულია, სხვებს როგორ დავეხმაროთო. მართალია, ყველას გვიჭირს, მაგრამ ამის გამო ჩვენში სიყვარული არ უნდა დაიშრიტოს…

ყოველდღე, ყოველწამს სიკეთე უნდა ვაკეთოთ. და თუ არ გვაქვს საშუალება, მატერიალური დახმარება გავუწიოთ გაჭირვებულ ადამიანს, – შეგვიძლია, თბილი სიტყვა ვუთხრათ, იმედი მივცეთ, ვანუგეშოთ.

ჩვენ უპირველესად იმ გაჭირვებულებს უნდა დავეხმაროთ, რომლებიც შორს არიან ღვთისა და ეკლესიისაგან. მიმაჩნია, რომ ყველაზე გაჭირვებული სწორედ ისაა, ვინც ურწმუნოა, გზასაცდენილი და სხვასაც აცდენს.

რა არის ზეციური საუნჯე ხშირად ფიქრობს ადამიანი, თუ რა არის საუნჯე და რომელ საუნჯეს უნდა ეძიებდეს იგი ცხოვრებაში. ყოველი ადამიანი სხვადასხვაგვარად აფასებს სიმდიდრეს. ზოგი ეძიებს სულიერ საუნჯეს.

ცდილობს, სარწმუნოება განამტკიცოს, ბევრი სიკეთე აკეთოს, სიყვარყლი გამოავლინოს და სასოება ჰქონდეს. ზოგს კი სულ არ ადარდებს სულიერი სიმდიდრის მოხვეჭა და მატერიალურზე ფიქრობს: სურს ჰქონდეს ბევრი სახლი, მანქანა, ფული…

მახსენდება ერთი ამბავი. უცხოეთში ასეთი შემთხვევა მოხდა: ძალიან მდიდარ ოჯახში ქალი განუკურნებელი სენით დაავადდა. იცოდა, რომ მოკვდებოდა და ძლიერ განიცდიდა, მაგრამ ისე არაფერი ადარდებდა, როგორც ის, თუ ვის დარჩებოდა ოჯახის სიმდიდრე.

მას ჰქონდა უძვურფასესი თვალმარგალიტებით შემკული არაჩვეულებრივი ლამაზი კაბა. სიკვდილის წინ ეს კაბა მოატანინა, შეხედა მას და დიდი მწუხარება დაეუფლა, რადგან ვერ იმეტებდა სხვისთვის დასატოვებლად.

კაბას ხელი მაგრად ჩაავლო და ისე გარდაიცვალა! მისმა მეუღლემ მაკრატლით შემოაჭრა კაბის ის ნაწილი, რომელიც ხელში ეჭირა და მხოლოდ ის ჩაატანეს კუბოში. აი რა წაიღო! და სად წაიღო? – მხოლოდ მიწაში! მას მაინც არაფერი შერჩა. აი, რაზე უნდა ვიფიქროთ და რომელი საუნჯე შევკრიბოთ ჩვენს ცხოვრებაში!

მინდა მოგიყვანოთ მაგალითი იმისა, თუ რა არის ნამდვილი საუნჯე. სასულიერო სასწავლებელში სწავლისას ზაგორსკში ვცხოვრობდი და ხშირად მოსკოვში ჩავდიოდი. იქ იყო ერთი სამონაზვნე ირინე, რომელმაც ცხოვრებაში მრავალი განსაცდელი გამოიარა.

ბავშვთა სახლში უდედმამოდ აღიზარდა, შემდეგ კი მონასტერში წავიდა. მოგეხსენებათ, საბჭოთა პერიოდი იყო – მონასტერი დახურეს. მონაზვნები იქიდან გამოყარეს. განსაცდელი არ ილეოდა დედა ირინეს ჰქონდა პატარა ოთახი სარდაფის სართულზე.

დადიოდა მოსკოვის ერთ-ერთ ტაძარში და მოსკოვის “ნოვოდევიჩის” მონასტერში. მისი ოთახი პატარა იყო, მაგრამ თავს ყველაზე მდიდარ ადამიანად მიიჩნევდა. თითქმის ყოველდღე სახლში ვინმე უპატრონო, უსახლკარო ადამიანი მიჰყავდა და ღამეს თავის ოთახში ათენებინებდა.

იქ ჰქონდა ორი საწოლი და შუაში ედგა პატარა მაგიდა. როდესაც სტუდენტები მოსკოვში ჩავდიოდით, დედა ირინასთან ვჩერდებოდით. მას ამ პატარა ოთახში ჩვენი ჩასვლა ძალიან უხაროდა. მეტად მცირე პენსია ჰქონდა და ამ თანხას თითქმის მთლიანად ქველმოქმედებაში ხარჯავდა.

ხშირად ეკლესიიდან ვიღაც უპატრონოს მიიყვანდა და იმ ღამეს სახლიდან რაღაც ეკარგებოდა. იმ უსახლკაროს მიჰქონდა ხან თეთრეული ან სხვა რამე. სიმდიდრე არაფერი ჰქონდა, მაგრამ მაინც პარავდნენ ნივთებს. ყოველივე ამის მიუხედავად, ის მაინც აგრძელებდა ქველმოქმედებას.

მახსოვს, მასთან რომ მივდიოდი გვეტყოდა: ახლა თქვენ დაღლილები იქნებით, ცოტა ხანს მოისვენეთ, დაიძინეთ, მე კი სადილს მოვამზადებო. და სწრაფად მოიტანდა სხვადასხვა საჭმელებს და დიდი სიხარულით გვიმასპინძლდებოდა.

მაშინ სულ 19 წლის ჭაბუკი ვიყავი, მაგრამ ის აუცილებლად სახელით და მამის სახელით მომმართავდა – ეს რუსეთში მიღებულია. თუკი მოსკოვში ჩასვლას ვაყოვნებდით, თვითონ ჩამოდიოდა ჩვენთან და აკადემიის ეზოში გველოდებოდა, როდის დაგვიმთავრდებოდა ლექციები.

ჩამოჰქონდა ხოლმე ჩვენთვის სურსათი: კარაქი, ყველი, ძეხვი და სხვა… აი, ასეთი საოცარი პიროვნება იყო, პირდაპირ ანგელოზი!

ქველმოქმედება იყო მისი საუნჯე! ბოლოს, როდესაც მოხუცდა, უფალმა არ დატოვა იგი უნუგეშოდ და როცა ავად გახდა, მის მეზობლად გამოჩნდა ერთი კეთილი ქალი, რომელიც მას საკუთარი დედასავით უვლიდა, ყოველდღე 2-3-ჯერ აკითხავდა და მისთვის ცხელი კერძები მიჰქონდა.

მახსოვს, კედელზე ჩემი, ჯერ კიდევ დიაკვნობისას გადაღებული დიდი სურათი ეკიდა. გავიდა წლები… მე უკბე ეპისკოპოსი ვიყავი და ერთხელ უწმინდესსა და უნეტარეს ეფრემ II-ს მოსკოვში ვახლდი ვიზიტისას. მაშინ ვთხოვე პატრიარქს, თუ შეიძლება, ვინახულებ, აქ ერთუ ევქლმოქმედი ქალბატონი მეგულება-მეთქი.

მან სიამოვნებით გამიშვა და დედა ირინეს ვესტუმრე. როცა შევედი, იგი თავის საწოლზე იჯდა. მოულოდნელად მითხრა: მე დღეს თქვენ გელოდებოდითო. რატომ-მეთქი? – გავიკვირვე. ძილში ჩამესმა, ვიღაცამ მითხრა, დღეს შენთან მეუფე ილია მოვაო. მეც გელოდებოდით და მართლაც მოხვედითო.

მერე დიდხანს ვისხედით ერთად და ვსაუბრობდით. გავიხსენეთ ჩვენი სტუდენტობის წლები, რასაც ჩვენთვის აკეთებდა. მაშინ გაიხსენა ერთხელ ჩემს მშობლებთან რომ ჩავიყვანე და წმიდა ადგილები მოვალოცინე, მერე რაღაცეები დავუტოვე და წამოვედი. მაშინ მითხრა, ჩემი მეზობელი ისე მივლის, როგორც საკუთარ დედასო.

მას შემდეგ გავიდა სულ ორი თუ სამი დღე და მომივიდა დეპეშა, რომ იგი გარდაიცვალა. აი, მან ქველმოქმედების საუნჯე წაიღო იმქვეყნად! ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული. მინდა ყველას გთხოვოთ, რომ თქვენს ლოცვებში მოიხსენიეთ სამონაზვნე ირინე.

როცა ადამიანი აგროვებს სულიერ საუნჯეს, ის უძლეველია. დიდი ადამიანები მუდამ ფიქრობდნენ ამის შეძენაზე. გავიხსენოთ თუნდაც ალექსანდრე მაკედონელი. იგი ქრისტეს შობამდე მოღვაწეობდა. იცოცხლა სულ 33 წელი და დაიპყრო ნახევარ მსოფლიოზე მეტი, მაგრამ მისი გული მიწიერ სიმდიდრეს და დიდებას არ დაუმონებია.

როცა იგი რომელიმე ქვეყანას დაიპყრობდა და მისი ჯარის მხედართმთავრები იმ ქვეყნის უთვალავ სიმდიდრეს მიართმევდნენ, იგი ყველაფერს გასცემდა. ეკითხებოდნენ: “შენ რა დაგრჩა, შენთვის რას იტოვებ, მეფეო?” ის კი პასუხობდა: “მე იმედი მრჩება და სხვა არაფერი მჭირდებაო!”

ყოველი ადამიანი თავისი სიცოცხლის მანძილზე რაღაცას იუნჯებს (აგროვებს) – ზოგი სიკეთეს, ზოგი ბოროტებას, ზოგი დროებითს, ზოგიც მარადიულს. ისიც შესაძლებელია, რომ მატერიალურმა სიმდიდრემ, რაც დროებითი და წარმავალია, მარადიულისა და წარუვალის მნიშვნელობა შეიძინოს, თუკი იგი კეთილი საქმისათვის იქნება გამოყენებული.

ჩვენი წინაპრები, ჩვენგან განსხვავებით, სწორედ ამ მიზნით იყენებდნენ, თუკი რამ გააჩნდათ. ჩემს მშობლებს რამდენიმე უპატრონო ბავშვი ჰყავდათ გაზრდილი.

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია..

გენერალური დალაგება ქიმწმენდა
Previous Post

ერთ საღამოს ბიჭი დედასთან შევიდა სამზარეულოში, სადაც ის ვახშამს ამზადებდა, და ქაღალდის ფურცელი გადასცა… ფურცელზე დაწერილი იყო თანხა, რომელსაც ითხოვდა მის მიერ გაკეთებული საქმისთვის.. ცოტა ხნის ფიქრის შემდეგ კალამი აიღო და იმავე ფურცლის მეორე მხარეს წარმოუდგენელი რამ მიაწერა..

Next Post

მიკვირდა, როცა ვთხოვდი მეგობრები გამაცანი-მეთქი და მუდმივად უარს მეუბნებოდა.. თუმცა ერთ დღეს გავიგე, რომ ცოლად მოვიყვანე ქალი, რომელიც გაუთხოვარი მეგონა, ის კი 3 შვილის დედა ყოფილა..

Next Post
მიკვირდა, როცა ვთხოვდი მეგობრები გამაცანი-მეთქი და მუდმივად უარს მეუბნებოდა.. თუმცა ერთ დღეს გავიგე, რომ ცოლად მოვიყვანე ქალი, რომელიც გაუთხოვარი მეგონა, ის კი 3 შვილის დედა ყოფილა..

მიკვირდა, როცა ვთხოვდი მეგობრები გამაცანი-მეთქი და მუდმივად უარს მეუბნებოდა.. თუმცა ერთ დღეს გავიგე, რომ ცოლად მოვიყვანე ქალი, რომელიც გაუთხოვარი მეგონა, ის კი 3 შვილის დედა ყოფილა..

  • „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • გოგონა გარდაიცვალა და ოჯახმა ის დაკრძალა, იმავე დღეს სრულიად მოულოდნელად გოგონას ოჯახში კარზე კაკუნის ხმა გაისმა

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ნანუკა ჟორჟოლიანი შეყვარებულია სიგიჟემდე – ნახეთ ნანუკამ რჩეულის ვინაობა გაამხილა და ვერც კი დაიჯერებთ ვინ აღმოჩნდა ის

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ხუთი ადგილი სახლში, სადაც ფულის არასდროს არ უნდა შეინახოთ

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ბანკეტის დღეს ცოლად მამაჩემის მძღოლს გავყევი.. დედაჩემი წლები ვერ ინელებდა ამბავს, რომ მისი მდიდარი გოგო ღარიბ მძღოლს გაჰყვა ცოლად, თუმცა ჩემი და მაინც ყველაზე დიდი პრობლემა აღმოჩნდა..

    0 shares
    Share 0 Tweet 0
mitargmne.ge mitargmne.ge mitargmne.ge
მინების წმენდა
სახლის დალაგება
დასუფთავების კომპანია
ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ
შუშების წმენდა
ვიტრაჟების წმენდა
სახლის აშენება
სახლის მშენებლობა
კერძო სახლების მშენებლობა
შავი კარკასის აშენება ფასი
ინტერიერის დიზაინი
aviabiletebi avia.ge
ავტომობილის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა ფარების პოლირება ძრავის ქიმწმენდა რა ღირს მანქანის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა დიდი დიღომი მანქანის ქიმწმენდა ფასები მანქანის ქიმწმენდა საბურთალო მანქანის ქიმწმენდა ფასდაკლებით რა ჯდება მანქანის ქიმწმენდა
ქიმწმენდა
მომსახურება
სადარბაზოების დალაგება ფანჯრების წმენდა ვიტრაჟების წმენდა ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ რემონტის შემდგომი დალაგება დალაგება დღიურად ინტერიერის დიზაინი ბიზნეს ობიექტების დასუფთავება
  • ფილმები ქართულად
  • ქართულად გახმოვანებული ფილმები
  • ფილმები ქართულად
მანქანის ქიმწმენდა
რემონტის შემდგომი დალაგება
რემონტის შემდგომი დალაგება
ფილმები ქართულად
  • home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In