მხოლოდ ერთგულებამ და მეუღლის წინაშე პასუხისმგებლობამ შეიძლება აგვარიდოს ღალატს, თუ არა და, ოჯახს ან დანგრევის საფრთხე დაემუქრება, ან მთელი ცხოვრება სიცრუესა და სიყალბეში მოგვიწევს ყოფნა.
მაკო, 25 წლის:
– ყოველთვის ბევრ მამაკაცს მოვწონდი; ბევრი “ჩალიჩობდა”, რომ მისი ცოლი გავმხდარიყავი, მაგრამ მე მხოლოდ ერთი მიყვარდა და მის გარდა, ვერავის ვამჩნევდი.
ერთ დღეს შეყვარებული ღალატზე წავიჭირე: ჩემს ახლობელ გოგოს ეალერსებოდა. გაბრაზებულმა, მის ჯიბრზე გათხოვება გადავწყვიტე და ისეთ კაცს გავყევი ცოლად, რომელიც ჩემ გამო “ვენებს იჭრიდა”.
სიყვარულზე ლაპარაკი ზედმეტია, მომავალი მეუღლე არც მომწონდა.
სამაგიეროდ, მდიდარი ოჯახის შვილი იყო და ვიფიქრე, – მაინც უსიყვარულოდ ვთხოვდები და ცოლად ფულიანს მაინც გავყვები, იქნებ ფუფუნებამ გამაბედნიეროს-მეთქი.
სულ რაღაც 2 წელიწადში მივხვდი, რომ დიდი შეცდომა დავუშვი. თავიდან მეგონა, მეუღლის შეყვარებას როგორმე შევძლებდი.
ვცდილობდი, გამებედნიერებინა ადამიანი, რომელიც დიდ პატივს მცემდა, მაგრამ ერთხელაც, ყოფილ შეყვარებულს შემთხვევით, ქუჩაში გადავეყარე და ჩემს გულსა და გონებაში ყველაფერი უკუღმა დატრიალდა.
გიგას დანახვამ ძველი, მაგრამ ძალიან ძლიერი სიყვარული შემახსენა. მითხრა: შენი გათხოვება ძალიან განვიცადე და იცოდე, ცოლს არასდროს მოვიყვანო.
ბოდიში მომიხადა იმ ღალატის გამო, რომელიც მისთვის წამიერი სიამოვნება იყო.
მითხრა, რომ ისევ ვუყვარდი და ძლიერად ჩამიხუტა. მისი ჩახუტებისას ვიგრძენი, რომ თურმე, ბედნიერი არასდროს ვყოფილვარ. მერე ჩემი ტელეფონის ნომერი ჩაიწერა და ხშირად მეკონტაქტებოდა.
ერთხელაც, ჩემს მეუღლეს საზღვარგარეთ მოუხდა გამგზავრება. ჰოდა, სწორედ ამ პერიოდში დავუახლოვდი ისევ გიგას, მას ყოველდღე ვხვდებოდი და მოღალატედ ვიქეცი კიდეც.
მიყვარს და სწორედ ამ სიყვარულმა დამაკარგვინა თავმოყვარეობა. შემიძლია, ყოფილ შეყვარებულს ცოლადაც გავყვე, მაგრამ მეუღლესთან განშორებაც არ მსურს…
გთხოვთ გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..
ყურადღება: ფოტო პირობითია, ჟურნალი გზა