დიმიტრი და იუნა ზაფხულობით სოფელში ისვენებდნენ, ბებიასთან და ბაბუასთან.
ზაფხულის ერთ-ერთ ასეთ დღეს, მაშინ, როცა ბავშვები ჭის სიახლოვეს თამაშობდნენ, გაახსენდათ, როგორ მოყვა მათზე უფროსი მეზობელი ბავშვებიდან რომელიღაცამ – თუ დღისით ჭაში ჩაიხედავ, ვარსკვლავებს დაინახავო. იუნამ ამის შემოწმება გადაწყვიტა.
ამისთვის შესაფერისი დრო იყო – ბაბუა ტელევიზორში ახალ ამბებს უყურებდა და მათ ხელს არავინ შეუშლიდა, მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის, იუნამ დიმიტრის სთხოვა ედარაჯა, რომ თუ ვინმე უფროსი გამოჩნდებოდა, მისი გაფრთხილება მოესწრო ბავშვებს სასტიკად ჰქონდათ აკრძალული ამ ჭასთან მიახლოება და მით უმეტეს, მასში გადახედვა.
იუნამ ჭაში ჩაიხედა და თქვა, რომ არანაირი ვარსკვლავები არ მოჩანდა – მხოლოდ წყალი ირხევაო. დიმიტრიმ ჭასთან მიირბინა, რომ მასაც შეემოწმებინა და მართლაც, ჭაში არაფერი დაუნახავს განსაკუთრებული.
იუნამ ძმას გამოჯავრება დაუწყო, ყველაფრის გჯერაო, ამ დროს, ბიჭმა ხელი ჰკრა, გოგონამ კი პასუხის დასაბრუნებლად, მკვეთრი მოძრაობა გააკეთა, წონასწორობა დაკარგა და ჭაში ჩავარდა.
ბიჭი თავიდან დაიბნა, მაგრამ იმწამსვე ბაბუის სიტყვები გაახსენდა – რომ ის უფროსია და ყველაფერზე ისაა პასუხისმგებელი.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..