ზოგადად საკმეველი ძალიან ფართოდ გამოიყენება ქრისტიანულ ღვთისმსახურებაში. ის აქტიურად გამოიყენებოდა თითქმის ყველა უძველესი ერის – როგორც ებრაელების, ასევე კერპთაყვანისმცემლების მხრიდან.
გავრცელებული მოსაზრებით, საკმევლის კმევა წარმოადგენდა ღვთის, როგორც უზენაესი არსების აღიარებასა და ამასთან, მისდამი მორჩილებისა და ერთგულების სიმბოლოს.
რაც შეეხება საკმევლის სულიერ სიმბოლიზმებს, ქრისტიანულ რელიგიაში ის შემდეგია:
– საკმეველი, სულთმოფენობის “ცეცხლოვან ენებს” განასახიერებს, როდესაც უფალმა მოწაფეებს სულიწმინდა გარდამოუვლინა.
– საკმეველი მიემსგავსება ლოცვას, რომელიც ღვთის საყდრამდე აღწევს.
– საკმევლის წვა ნიშნავს ღვთისადმი დიდებისმეტყველებასა და პატიების თხოვნას.
ფაქტი, რომ საკმეველის არომატი კურნავს სულიერ ტკივილს, ანიჭებს ადამიანს სიმშვიდისა და დაცულობის შეგრძნებას, ბევრისთვის არის ცნობილი. თუმცა ბევრმა არ იცის, რომ ამას გარდა იგი ხელს უშლის მიკრობების გამრავლებას ჰაერში, წყალსა, და, რაც მთავარია, ორგანიზმში! მაინც რა არის ამ სასწაულმოქმედი ნივთიერების საიდუმლო?
აქვე გეტყვით, ბიბლიაში ნათქვამია, რომ საკმეველის დამზადების რეცეპტი თავად უფალმა უკარნახა მოსეს: “უთხრა უფალმა მოსეს: აიღე სურნელებანი: შტახსი, ონიქსი, სურნელოვანი ხელბანა და სუფთა ლებონა, თანაბრად. დაამზადე მისგან სასაკმევლე ნაზავი მენელსაცხებელთა ხელოვნებით აზელილი, სუფთა, წმიდა.”
სუფთა ლებონა – სწორედ ეს არის გუნდუკი, ფისი ძალიან იშვიათი ხის, Boswellia-სი, რომელიც არაბეთში იზრდება. შტახსი მურის ხის სურნელოვანი ნივთიერებაა.
სურნელოვანი ხელბანა – ქოლგისებრთა ოჯახის მცენარის რძისებრი წვენის შედედებული გრანულებია, რომელსაც გააჩნია ტკივილგამაყუჩებელი, სპაზმოლიტური და შარდმდენი თვისებები. ონიქსი – წითელ ზღვაში ბინადარი, განსაკუთრებული ტიპის მოლუსკის ნიჟარის სარქველია, რომელიც დაფქვილ მდგომარეობაში უძველესი დროიდან გამოიყენებოდა მედიცინაში.
აღნიშნული კომპონენტების ერთად შეზვების შემდეგ, მეცნიერები შეეცადნენ დაედგინათ, ჭეშმარიტი ბიბლიური საკმეველის სამკურალო თვისებები.
შედეგმა ყველა გააოცა: საკმეველი აღმოჩნდა უძლიერესი იმუნოსტიმულატორი.
აქედან გამომდინარე, როცა ღვთისმსახურები ავადმყოფ ადამიანებს საკმეველს უკმევდნენ, კვამლი, რომელიც რელიგიის მიხედვით, წმინდა ძალებს განასახიერებს, ოთახს ავსებდა. მედიცინის ენაზე კი – ვირუსებსა და მავნე ბაქტერიებს კლავდა.
უმცირესი ნაწილაკები ფილტვებიდან ორგანიზმში შეღწევისას, ახდენს წარმოუდგენელ გამაჯანსაღებელ ეფექტს! საკმეველის კვამლი შეიცავს ნივთიერებებს, რომლებიც ამარცხებს სტრესს, ნევროზს, პანიკურ შეტევებსა და უძილობას.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია..