• home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page
Saturday, June 28, 2025
  • Login
INew.ge
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
INew.ge
No Result
View All Result
Home საზოგადოება

”ნიკა თითქოს ერთი ნახვით შემიყვარდა, ერთად ძალიან ბედნიერები ვიყავით, ერთ დღესაც კი მისმა ქცევებმა დამაეჭვა, ამიტომ წასვლისას ჩუმად, უკან გავყევი – ნანახმა დამშოკა…”

by inew
19 March 2023
in საზოგადოება
0
”ნიკა თითქოს ერთი ნახვით შემიყვარდა, ერთად ძალიან ბედნიერები ვიყავით, ერთ დღესაც კი მისმა ქცევებმა დამაეჭვა, ამიტომ წასვლისას ჩუმად, უკან გავყევი – ნანახმა დამშოკა…”
0
SHARES
11.9k
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter
დასუფთავების კომპანია

“არ ვიცი, რატომ გწერთ, ალბათ ძალიან მიჭირს, მარტომ გავიხსენო პირველი სიყვარული, იქნებ თქვენმა თანაგრძნობამ ეს ტვირთი ჩამომხსნას. ან იქნებ მითხრათ შეცდომას ახლა ვუშვებ თუ ეს 22 წლის წინ გავაკეთე..

კერასინკის ეპოქიდან ვარ. იმ 90-იანებში გავიზარდე ყოველ საღამოს მეზობლები რომ მთელი ეზოს ამბების განსახილველად იკრიბებოდნენ. “ჭორბიუროს” უყურადღებოდ ჩვენი ახალი მეზობლები არ დარჩენია და ერთხელ რამდენიმემ ოჯახთან სტუმრობა გადაწყვიტა. დედას მეც ხელი ჩავჭიდე და გავყევი.

ოჯახი 4 წევრისგან შედგებოდა – ნიკა, მისი მშობლები და ბებია. მასპინძლებმა თბილად მიგვიღეს, მხოლოდ ნიკამ აგვათვალიერე თითოჯერ და ოთახიდან გავიდა. სამეზობლო ჯერ სუფრას შემოუსხდა, მერე კერასინკას, საერთო ენა მალე იპოვეს. მე კი ვიჯექი და ხან რას ვაკვირდებოდი, ხან – ვის.

ამასობაში ოთახიდან ნიკა გამოვიდა და გამათბობელს ხელები მიაფიცხა. ლამაზი თითები ჰქონდა, გრძელი და წვრილი. თვალებიც ზღვისფერი, ლამფის შუქზე ალაგ-ალაგ ამოსული წვერიც დავლანდე, ნიკაპთან ხალიც შევამჩნიე. აქ მზერაში დამიჭირა და ისე შემომხედა თითქოს ქურდობაში წამიჭირა და გამიღიმა.

მაშინ ვერც ღიმილით ნათქვამ ჩანაფიქრს მივხვდი და ვერც მისი ასეთი მზერის მიზეზს. ნიკასთან დაახლოების შემდეგ ამ კითხვებსაც ვუპასუხე, თუმცა პასუხები უკვე აღარფერში გამომადგა.

დამეგობრება კი მეორე დღეს დაიწყო, როცა სკოლისკენ მიმავალს თავზე კაპიშონჩამოფხატული წამომეწია. არ მომსალმებია, არც ის უკითხავს, როგორ ვიყავი. გვერდით ამომიდგა და სიგარეტი გააბოლა. ცივაო ერთი ჩაიჩურჩულა.

არ მახსოვს რა ვუპასუხე, თუმცა მთელი გზა ვსაუბრობდით. არც ისეთი უცნაური აღმოჩნდა, როგორც წინა დღეს მეჩვენა. იმ დღის შემდეგ ერთად მივდიოდით სკოლაში და უკანაც ერთად ვბრუნდებოდით. ხან მე ველოდებოდი, ხან – ის.

მასთან ერთად ყოფნა ისე მომწონდა აღარც დილით ადრე ადგომა მეზარებოდა და აღარც სკოლაში წასვლა. მეტიც – ზაფხულის მოსვლა მაშინებდა. არ ვიცოდი ასე ინტენსიურად შევძლებდი თუ არა მის ნახვას.

სკოლის დამთავრებამდე უკვე ერთი კვირა რჩებოდა, რომ მითხრა საღამოობით ეზოში რატო არ გამოდიხარ, სკოლა რომ დამთვარდება, მერე სად უნდა გნახოო. არ ვიცოდი რა მეპასუხა. შეკითხვამ გამახარა, ინტონაციამ – შემაშინა. “უნდა გნახო” რას ნიშნავს-მეთქი. მერე აგიხსნიო თქვა და თავისი ძმაკაცისკენ გაიქცა.

იმ დღეს არ დაველოდე მასთან დალაპარაკებას და სახლში გამოვექეცი, თუმცა გამოპარვა მალევე ვინანე. მეორე დილით სახლთან დამხვდა. ზღვისფერ თვალებში წყენა ამოვიკითხე. მოდი დღეს სკოლაში არ წახვიდე და ქალაქში ვიხეტიალოთ თან ვისაუბროთო. დავთანხმდი. მთელი დღე ერთად გავატარეთ .ის დღე ჩემს ცხოვრებაში პირველი ყველაზე შთამბეჭდავი და მოკლე აღმოჩნდა…

სახლში უკვე “შეყვარებულიანი” დავბრუნდი, თუმცა გადავწყვიტე მშობლებისთვის არაფერი მეთქვა.

ზაფხულიც მალე დაიწყო და ყოველ საღამოს ვხვდებოდით ერთმანეთს. ჩემმა მეგობრებმა მის შესახებ იცოდნენ და იცნობდნენ კიდეც, თუმცა მე მისი წრიდან არავის ვიცნობდი. ეს რომ ვუთხარი, მიპასუხა საჭირო რომ იყოს გაგაცნობდიო. ვერ მივხვდი რა იგულისხმა, მაგრამ მივხვდი ანერვიულდა და აღარ ჩავძიებივარ.

ნიკასთან თავს კარგად ვგრძნობდი, მაგრამ ფაქტობრივად არ ვიცნობდი მას, არ ვიცოდი მისი ინტერესები, მისი სამომავლო გეგემები, მხოლოდ ვიცოდი, ის რომ ოცნებობდა ეგვიპტეში მოგზაურობაზე და მის გამო ეს ადგილი მეც შევიყვარე, არც თავგადასავლებზე მიყვებოდა რამეს.

ძირითადად მე ვუყვებოდი ჩემს ამბებს, ის კი მისმენდა რჩევებს მაძლევდა და მეფერებოდა. ეს რომ გავაანალიზე, მივხდი, ჩვენს ურთიერთობას სხვადასხვა მხრიდან ვუყურებდით, მაგრამ ისიც ვიცოდი, მიყვარდა ისეთი, როგორიც ჩემთან იყო, ისეთი იდუმალი და საინტერესო, ისეთი მხიარული და ზოგჯერ ახირებული.

იმ საღამოს შევხვდი, ვცდილობდი არაფერი შემემჩნია, ბოლოს კი, როცა მისი წასვლის დრო მოვიდა, გადავწყვიტე გავყოლოდი და გამეგო, რა საქმეებზე დადიოდა ყოველ საღამოს. ჩუმად ავედევნე ნაკვალევს და უცნაურ ადგილზე აღმოვჩნდი. ირგვლივ სულ შავებში ჩაცმული ახალგაზრდები იყვნენ, თავზე კაპიშონებით და წვერებით.

შემეშინდა. ნიკას მისვლას ემოციებით შეხვდნენ. მანაც, მისალმების ნიშნად, ყველას მუშტი მუშტზე მიარტყა. მერე რაღაც სახელი თქვა, ვიღაც მოიკითხა, როგორც აღმოჩნდა, იქ არ იყო. ნიკამ დაველოდებიო ჩაიბურტყუნა და ქვაზე ჩამოჯდა. მეც იქვე დამალული ველოდებოდი “უცნაურსახელიანს” და მოვლენების წარმართვას. ვხვდებოდი, რაღაც ისე არ იყო.

უცნობი ბანდას მალე შემოუერთდა. ნიკამ დაინახა თუ არა ადგა, მისკენ აჩქარებული ნაბიჯით წავიდა და მუშტი პირდაპირ ცხვირში დაარტყა. გაოცებისგან გავქვავდი, მე ასეთ ნიკას არ ვიცნობდი. მისი თვალები აღარ იყო ლურჯი. დაიწყო რაღაც საშინელი ჩხუბი და აურზაური. მე დრო ვიხელთე და გამოვიპარე.

მთელი ღამე არ მიძინია. ყველაფერი გავაანალიზე. ნიკა ტიპური 90-იანელი იყო… მე კი ასეთი შეყვარებული არ მჭირდებოდა. უკვე მეშინოდა კიდეც მისი, არ ვიცოდი რა რეაქცია ექნებოდა, როცა ვეტყოდი, რომ დაშორება მინდა.

გადავწყვიტე, ჯერ არაფერი მეთქვა და დავლოდებოდი, როდის შეეშლებოდა ჩემთან რამე საბაბად რომ გამომეყენებიდა. გამიმართლა და შეცდომა მალე დაუშვა, როცა თავისთან სოფელში წასვლა შემომთავაზა. არ ვიცი შეიძლება ცუდი განზრახვა არ ჰქონია, მაგრამ მე მას აღარ ვენდობოდი.

შანსი გამოვიყენე და ისტერიკები ავუტეხე. თავის მართლება სცადა, მაგრამ მე მისი მოსმენა კი არა დანახვაც აღარ მინდოდა. ასე განვუცხადე უნდა დავშორდეთ-მეთქი. აღარ ვნახულობდი, მარტო მასთან აღარ ვრჩებოდი. ეს ჩემთვის მძიმე იყო, ჩემი ნიკა მიყვარდა, მაგრამ გადაწყვეტილი მქონდა “კაი ბიჭი” ქმარი არ მინდოდა.

თვითონ კი არ მეშვებოდა, მე მოკარების საშუალებას არ ვაძლევდი. დიდი ხანი დამდევდა, მერე სასწავლებლად თბილისში წამოვედი, ოჯახმა ქუთაისის სახლი გაყიდა და ყველანი დედაქალაქში გადმოვედით. მეგობრებისგან გავიგე ჩემზე უკითხავს, თუმცა არავინ გამცა. მოკლედ მას შემდეგ საერთოდ აღარ მინახავს.

მხოლოდ ახლახან უცნობი კაცი მოვიდა სამსახურში, ტურისტულ სააგენტოში და ყველაფერი თავდაყირა დამიყენა. ..

უცნობს ვთხოვე, 5-10 წუთით დამლოდებოდა, საქმეს მოვრჩებოდი და შემდეგ მას დავეხმარებოდი ტურის შერჩევაში, მანამდე კი ბროშურების წაკითხვა შევთავაზე. ის კი არ ჩუმდებოდა, ლაპარაკობდა და ლაპარაკობდა.

ბოლოს მეც ჩამითრია, მომეწონა მისი საუბრის მანერა, ინტელექტი, იუმორი. კითხვებს ისე ვუსმევდი და ვპასუხობდი, კომპიუტერის ეკრანს თვალს არ ვაშორებდი და ერთდროულად ორ ფრონტზე ვიბრძოდი.

საქმეს რომ მოვრჩი, ვკითხე სად და როგორი ტური უნდოდა. რამდენიმე ვარიანტი შევთავაზე, ეგვიპტიდან ახალი დაბრუნებული ვიყავი და შთაბეჭდილებები გადმოვულაგე. ბოლოს მანაც ეგვიპტე აირჩია.

დოკუმენტების შესავსებად პირადობა ვთხოვე. ჯერ სახელი და გვარი მეცნო, ვიფიქრე უბრალოდ ემთხვევა-მეთქი და გამეღიმა, დაკვირვებით შევხედე და ამ კაცში ნიკას ლურჯი თვალები დავინახე, თუმცა კაპიშონიანი შავი მოსაცმელის ნაცვლად შარვალ-კოსტუმი ეცვა, აღარც სიგარეტის სუნი ასდიოდა.

ის ხალიც შევამჩნიე და მზერა ხელებზე გადავიტანე, თითები ისევ ისეთი გრძელი და სწორი, უკვე ნიშნობის ბეჭდით დამშვენებული ჰქონდა. ცრემლები თავისით წამომივიდა, ვერაფერს ვგრძნობდი. ვერ მიხვდა რა დამემართა, ვუთხარი ძველ ნაცნობს მიგამსაგვსე-მეთქი. ან რა უნდა მეთქვა სხვა…

იქნებ სპეციალურად მოვიდა ჩემთან, იქნებ თვითონ ყველაფერი წინასწარ დაგეგმა…”

გთხოვთ მოიწონეთ, გააზიარეთ და დააკომენტარეთ სტატია.

გენერალური დალაგება ქიმწმენდა
Previous Post

მოხუცი დედა შვილმა თავშესაფარში ჩააბარა და სულ დაივიწყა ის, გავიდა დრო და ექიმებმა დაურეკეს დედაშენი კვდებაო

Next Post

არ ვიცი ამის შემდეგ როგორ უნდა ვიცხოვრო, უკვე ისე ვარ თავის მოკვლაზეც კი ვფიქრობ – ქართველი ემიგრანტის წერილი

Next Post
არ ვიცი ამის შემდეგ როგორ უნდა ვიცხოვრო, უკვე ისე ვარ თავის მოკვლაზეც კი ვფიქრობ – ქართველი ემიგრანტის წერილი

არ ვიცი ამის შემდეგ როგორ უნდა ვიცხოვრო, უკვე ისე ვარ თავის მოკვლაზეც კი ვფიქრობ – ქართველი ემიგრანტის წერილი

  • „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • გოგონა გარდაიცვალა და ოჯახმა ის დაკრძალა, იმავე დღეს სრულიად მოულოდნელად გოგონას ოჯახში კარზე კაკუნის ხმა გაისმა

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ნანუკა ჟორჟოლიანი შეყვარებულია სიგიჟემდე – ნახეთ ნანუკამ რჩეულის ვინაობა გაამხილა და ვერც კი დაიჯერებთ ვინ აღმოჩნდა ის

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ხუთი ადგილი სახლში, სადაც ფულის არასდროს არ უნდა შეინახოთ

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ბანკეტის დღეს ცოლად მამაჩემის მძღოლს გავყევი.. დედაჩემი წლები ვერ ინელებდა ამბავს, რომ მისი მდიდარი გოგო ღარიბ მძღოლს გაჰყვა ცოლად, თუმცა ჩემი და მაინც ყველაზე დიდი პრობლემა აღმოჩნდა..

    0 shares
    Share 0 Tweet 0
mitargmne.ge mitargmne.ge mitargmne.ge
მინების წმენდა
სახლის დალაგება
დასუფთავების კომპანია
ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ
შუშების წმენდა
ვიტრაჟების წმენდა
სახლის აშენება
სახლის მშენებლობა
კერძო სახლების მშენებლობა
შავი კარკასის აშენება ფასი
ინტერიერის დიზაინი
aviabiletebi avia.ge
ავტომობილის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა ფარების პოლირება ძრავის ქიმწმენდა რა ღირს მანქანის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა დიდი დიღომი მანქანის ქიმწმენდა ფასები მანქანის ქიმწმენდა საბურთალო მანქანის ქიმწმენდა ფასდაკლებით რა ჯდება მანქანის ქიმწმენდა
ქიმწმენდა
მომსახურება
სადარბაზოების დალაგება ფანჯრების წმენდა ვიტრაჟების წმენდა ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ რემონტის შემდგომი დალაგება დალაგება დღიურად ინტერიერის დიზაინი ბიზნეს ობიექტების დასუფთავება
  • ფილმები ქართულად
  • ქართულად გახმოვანებული ფილმები
  • ფილმები ქართულად
მანქანის ქიმწმენდა
რემონტის შემდგომი დალაგება
რემონტის შემდგომი დალაგება
ფილმები ქართულად
  • home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In