ერთმა მდიდარმა მამაკაცმა გადაწყვიტა ცოლი მოეყვანა. ის დიდხანს არჩევდა თავის სამ თაყვანისმცემელ ქალთა შორის ერთ-ერთს და ვერ წყვეტდა რომელი მოეყვანა ცოლად.
და მაშინ მოიფიქრა ერთი საშუალება – თითოეულს მისცა 10 000 დოლარი და შესთავაზა დაეხარჯათ ისე, როგორც მათ სურდათ.
პირველმა გოგონამ მდიდარ ბუტიკში იყიდა უამრავი ტანსაცმელი, კოსმეტიკა, მოიარა სპა-სალონები, მოკლედ, მთელი თანხა საკუთარ თავს დაახარჯა.
როცა მოვიდა მამაკაცთან, უთხრა: „ძვირფასო, შენ იცი როგორ მიყვარხარ. მე მინდა, რომ შენ დატკბე ჩემი სილამაზით და ყველას შეშურდეს შენი“.
მეორე გოგონა წავიდა მაღაზიაში და ყველაფერი შეყვარებულს უყიდა – პერანგები, ჰალსტუხები, ძვირფასი კოსტიუმები, საუკეთესო ოდეკოლონი. როცა დაბრუნდა, უთხრა: „საყვარელო, შენ ყველაზე მნიშვნელოვანი ხარ ჩემს ცხოვრებაში, ბედნიერებას გისურვებ და შენთვის არაფერი არ მენანება“.
მესამე გოგონამ ჩადო მთელი თანხა რაღაც აქციებში, შემდეგ გაყიდა, დამატებით გამოიმუშავა კიდევ 10 000 დოლარი და ყველაფერი დაუბრუნა მამაკაცს:
„ძვირფასო, ძალიან მიყვარხარ და ყველაფერი გავაკეთე იმისათვის, რომ მიმხვდარიყავი რა ჭკვიანი ვარ და შემიძლია არა მხოლოდ ფულის ხარჯვა, არამედ შოვნაც“.
მამაკაცმა ყველას მოუსმინა, დაფიქრდა და მიიღო გადაწყვეტილება. მან ცოლად მოიყვანა ის გოგონა, ვისაც ყველაზე დიდი ძუძუები ჰქონდა..
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია, ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია, ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..
ყურადღება: ფოტო პირობითია