“სალამი. ამ “ესემესს” ვწერ და მერწმუნეთ, თან ვტირი. საშინლად შეურაცხყოფილი, დამცირებული, გულმოკლული ვარ.
ჩემი ტკივილის სიტყვებით გადმოცემა ძალიან მიჭირს, მაგრამ შევეცდები, ყველაფერი დალაგებით გიამბოთ.
ჩემო კარგებო, თქვენი რჩევა სწორი გადაწყვეტილების მიღებაში დამეხმარება, ეს ყველაფერი ჰაერივით მჭირდება.
მე და ლევანი 6 თვის განმავლობაში, “ლოვეები” ვიყავით. ერთად ვცხოვრობდით, ერთად ვაწყობდით მომავლის გეგმებს და ერთმანეთი უზომოდ გვიყვარდა, მაგრამ… ერთ გოგოზე ძალიან ვეჭვიანობდი.
საქმე ისაა, რომ საკმარისი იყო, ლევანს ის ენახა ან მის შესახებ რაიმე გაეგო, რომ
ჭკუიდან იშლებოდა, უმართავი, აგრესიული ხდებოდა. სიმართლე გითხრათ, მის გამო ძალიან არ ვნერვიულობდი, რადგანაც ოჯახი ჰყავდა და მეგონა, ზედმეტს ვერ გაბედავდა;
თან, მასზე ნორმალური შთაბეჭდილება მქონდა, მაგრამ ბრჭყალები მალევე გამოაჩინა.
ჯერ იყო და, თურმე ქმარს გაშორდა, ოქროულობაც თან წაიღო, მერე დედამთილს ბაითი აყიდვინა, ქმარი ხომ საერთოდ, დამონებული ჰყავდა… ამასობაში გავიგე, რომ ლევანისგან პატარას ველოდებოდი.
ამ ამბავმა მეც და ჩემი სიყვარულიც უზომოდ გაგვახარა და პატარის ხათრით, ჯვრისწერის დღეც დავთქვით, მაგრამ დაოჯახება არ გვეღირსა: ლევანმა ზუსტად ჯვრისწერის დღეს, უკვე ეკლესიაში მისული მიმატოვა.
როგორც მოგვიანებით გავიგე, ეს იმიტომ გააკეთა, რომ იმ გოგომ დაურეკა და უთხრა: ნანა მიატოვე, შენთან ერთად მინდა ვიცხოვროო… ვერაფრით ამიხსნია იმ გოგოს საქციელი.
ვიცი, ის ამ მესიჯს წაიკითხავს და (შეგნებულად არ ვწერ მის სახელსა და გვარს) მინდა იცოდეს: ეს ყველაფერი უფალმა რომ აპატიოს, მე ვერ ვაპატიებ! სხვათა შორის, ლევანი ახლა პატიებას მთხოვს და ვგრძნობ, ჩადენილს გულით ნანობს.
თქვენ რას მირჩევთ, უნდა შევურიგდე?
P.S. ჰო, მართლა, სულ რამდენიმე დღის წინ გავიგე, რომ იმ გოგოს ვიღაც იტალიელისგან შვილი ჰყოლია. ისე, ეს ამბავი მე კი არა, მისმა ყოფილმა ქმარმაც პირველად ახლახან გაიგო.
ჰო, ახლა თურმე, ვიღაც ბიზნესმენს ხვდება. მოკლედ, ეს გოგო ყველას ატუტუცებს, კაცები კი მაინც, მზად არიან, ფეხები დაუკოცნონ. მგონი, მამრებმა ღირსების გრძნობა სულ დაკარგეს!”
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..
ყურადღება: ფოტო პირობითია
სტატია მომზაბულია ჟურნალ გზაში გამოქვეყნებული წერილის მიხედვით..