• home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page
Friday, May 9, 2025
  • Login
INew.ge
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
INew.ge
No Result
View All Result
Home საზოგადოება

„ალბათ მე რომ ასე საშინლად არ მოვქცეულიყავი და აბსურდული მიზეზით სასიძო არ დამეწუნებინა, ჩემს ქალიშვილს დღეს ოჯახი ექნებოდა..”

by inew
15 December 2022
in საზოგადოება
0
„ალბათ მე რომ ასე საშინლად არ მოვქცეულიყავი და აბსურდული მიზეზით სასიძო არ დამეწუნებინა, ჩემს ქალიშვილს დღეს ოჯახი ექნებოდა..”
0
SHARES
278
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter
რემონტის შემდგომი დალაგება

”მართალია, ეს ამბავი ძალიან დიდი ხნის წინ მოხდა, მაგრამ დღემდე ვერ დავივიწყებ. შვილი ჩემ გამო უბედურია და ამიტომ საკუთარი თავისთვის ვერ მიპატიებია ჩემი საქციელი”, – გვითხრა ქალბატონმა ნაირამ, რომელიც რედაქციაში დაგვიკავშირდა.

– ჩვენი შვილებისთვის ყველას საუკეთესო პირობები გვინდა – კარგად სწავლობდნენ, კარგი სამსახური ჰქონდეთ, კარგი ოჯახი. რასაკვირველია, მეც ასე ვიყავი, მაგრამ აშკარად გადავამეტე.

ნათია ჩემი ერთადერთი ქალიშვილია. მასზე ორსულად რომ ვიყავი, ცხრა თვე ლოგინიდან არ ავმდგარვარ. ორსულობამდე მე და ჩემი მეუღლე სად არ ვმკურნალობდით. რამდენი

ექიმი მოვიარეთ, ვერ გეტყვით. ცხრაწლიანმა მკურნალობამ შედეგი გამოიღო და როგორც იქნა, დედობის ბედნიერება მეღირსა.

ნათია საოცრად სუსტი ბავშვი იყო, სულ ავადმყოფობდა. ჩემი მეუღლე არაჩვეულებრივი მამა გამოდგა. ბავშვს არაფერს ვაკლებდით. ზამთარში ბაკურიანში დაგვყავდა, ზაფხულში ათი დღე ზღვაზე და ათიც მთაში.

7-8 წლის ასაკში ცოტა მოყოჩაღდა, წონაშიც მოიმატა. ცეკვაზე შევიყვანეთ და ნელ-ნელა ეს მის აღნაგობასაც დაეტყო. წელში ისე გამართული დადიოდა, თვალს ვერ მოსწყვეტდით.

არაჩვეულებრივი ხარისხის გრძელი თმა ჰქონდა. მოკლედ, ნამდვილი დედოფალი იყო და რა გასაკვირია, რომ მისი შესაფერისი არავინ მეგონა. მეც და მამამისიც სულ კუდში დავდევდით. გვეშინოდა, ვიღაც ვიგინდარას არ მოეტაცა.

– ალბათ, ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავდა…

– რვა წლის იყო, როდესაც პირ­ველად ყვავილები მოართვეს. იმ დღიდან მოყოლებული, თვე ისე არ გავიდოდა, ბინის კართან ყვავილების თაიგული, სათამაშო ან რაიმე ტკბილეული არ დაგვხვედროდა.

მამამისმა ორჯერ დაამტვრია ბინის ტელეფონი. ხან ვინ რეკავდა და ნათიას კითხულობდა და ხან ვინ. საერთოდ, ჩემი ქმარი უზრდელი არ არის, მაგრამ იმ ლაწირაკებს სულ აგინებდა და უყვიროდა.

ერთხანს ვიფიქრე, რომ ნათია საზღვარგარეთ წაგვეყვანა და სკოლა იქ დაემთავრებინა, მაგრამ მაშინ მას მეც უნდა გავყოლოდი, ჩემი მეუღლე თბილისში მარტო უნდა დარჩენილიყო. არ მინდოდა ოჯახის ასე გახლეჩა.

– თავად ნათიას როგორი ხასიათი ჰქონდა, მოსწონდა მამაკაცების ყურადღება?

– ვერ გეტყვით. უთქმელი ბავშვი იყო და ბოლომდე ასეთად დარჩა. ვერ შეატყობდი, რა მოსწონდა და რა არა. თუ რამეს გავუკეთებდით ან ვუყიდიდით, მადლობას გვეუბნებოდა ისე, რომ ვერც დადებით ემოციას ვამჩნევდი და ვერც უარყოფითს. თაყვანისმცემლების მიმართაც ასე იყო. ვერ გაიგებდი, მოსწონდა თუ არა მათი ყურადღება, ან რომელიმე მათ შორის.

– ალბათ, პროფესიული არჩევანიც თქვენ გადაუწყვიტეთ…

– დიახ. ნათიამ სამი უცხო ენა იცოდა და ამიტომ საბუთები უცხო ენათა ინსტიტუტში შევატანინეთ. სტუდენტობისას შეხვდა გიორგის, რომელიც მე დავუწუნე. ის ღარიბი ოჯახის შვილი იყო, თვიდან თვემდე ძლივს გაჰქონდათ თავი.

დედ-მამა ერთმანეთს დაშორებული იყო. უფროსი და ჰყავდა და მასაც დაენგრა ოჯახი. ერთმანეთს საერთო მეგობრის ოჯახში შეხვდნენ და თურმე მათ შორის მაშინვე გაჩნდა სიმპათია. მერე რეკავდა, უმაღლესში აკითხავდა, რამდენჯერმე სახლშიც გვესტუმრა.

თითქოს ცუდი ბიჭი არ ჩანდა, მაგრამ არც გარეგნობით მომწონდა და არც წარმომავლობით. ნათიას ამ თემაზე პირისპირ ვესაუბრე, მითხრა, გიორგისთან ურთიერთობას თუ ამიკრძალავ, იცოდე, სხვა მამაკაცისკენ აღარასოდეს გავიხედავო.

გულში გამეღიმა, ვიფიქრე, ბავშვია და გადაუვლის-მეთქი. თურმე მწარედ ვცდებოდი. როცა მე და მამამისმა გიორგისთან შეხვედრა ავუკრძალეთ, ხმა არ ამოუღია – თავი ისე დაგვიქნია. მერე მითხრა, ეს რამდენიმე დღე ინსტიტუტში არ ვივლი, ცოტა დრო მჭირდება, ყველაფერი რომ გავითავისოო.

ერთი კვირა სახლიდან არ გასულა. თავის ოთახიდანაც არ გამოდიოდა. მერე ძველებურ რიტმს დაუბრუნდა. საუბედუროდ, ნათიამ სიტყვა აასრულა. ვის არ ვურიგებდით, ვის არ ვაცნობდით, მაგრამ არავინ აინტერესებდა. წლები კი მიფრინავდა და მე სულ უფრო ვშიშობდი, შვილი გასათხოვარი არ დამრჩენოდა.

– არ დაოჯახებულა?

– არა, მაგრამ ბავშვი აიყვანა და მას ზრდის. დღეს 48 წლისაა. 25 წლის იყო, როცა გამოგვიცხადა, მარტო ცხოვრება მინდაო და ჩვენგან წავიდა. სამოთახიანი ბინა იყიდა, გაარემონტა და გაალამაზა.

ნათიას თავისი განათლებისა და ნიჭის წყალობით ყოველთვის კარგი სამსახური ჰქონდა და დღემდე ასეა. ახლა მშობლები არ ვმუშაობთ და ის არჩენს მთელ ოჯახს. 32 წლის იყო, როცა ბავშვი იშვილა.

მართალია, დათუნა ძალიან მიყვარს და ჩვენ ბებია-შვილიშვილის ურთიერთობა გვაქვს, მაგრამ ჩემი ნათია მეცოდება, რომ გვერდით მამაკაცი არ ჰყავს. ყველაფერი ჩემი ბრალია. მე რომ გიორგი სასიძოდ არ დამეწუნებინა, ჩემს ქალიშვილს დღეს სრულყოფილი ოჯახი ექნებოდა.

– დარწმუნებული ვარ, დღესაც იქნებიან მისი ცოლად მოყვანის მსურველები…

– რასაკვირველია და თან ისეთი არაჩვეულებრივი მთხოვნელები ჰყავს, გული მწყდება, რომ დაოჯახებაზე არ თანხმდება.

– გსაყვედურობთ?

– მხოლოდ ერთხელ მისაყვედურა, მაგრამ ის სიტყვები არასოდეს დამავიწყდება. ორი დღე გადაბმულად ვტიროდი, მაგრამ ახლა ჩემს შეცდომას ვეღარ გამოვასწორებ.

საწყალი მამამისიც ძალიან განიცდის მომხდარს. ამბობს, ის ბიჭი შვილივით უნდა მიგვეღო და გვერდით დამეყენებინა; ერთადერთი შვილი დავღუპეთო. დათუნასთან მასაც კარგი ურთიერთობა აქვს და ძალიან გვიყვარს, მაგრამ შვილის ბედნიერება ჩვენთვის მაინც უპირველესი იყო.

– ბავშვმა იცის, რომ აყვანილია?

– რა თქმა უნდა. მეც და ნათიაც ვფიქრობდით, რომ უნდა სცოდნოდა და იცის კიდეც.

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..

ყურადღება: ფოტო პირობითია

ანა კალანდაძე; ჟურნალი ”რეიტინგი”

გენერალური დალაგება ქიმწმენდა
Previous Post

„მამაჩემის გამო შეიძლება ჩემი საყვარელი ადამიანი დავკარგო.. ვერაფრით გავაგებინე, რომ რელიგია არაფერ შუაშია..”

Next Post

რძალი ქმრის საფლავზე წასვლას მიკრძალავს.. ისეთი რამ მითხრა შოკში ჩავვარდი.. არვიცი როგორ მოვიქცე..

Next Post
რძალი ქმრის საფლავზე წასვლას მიკრძალავს.. ისეთი რამ მითხრა შოკში ჩავვარდი.. არვიცი როგორ მოვიქცე..

რძალი ქმრის საფლავზე წასვლას მიკრძალავს.. ისეთი რამ მითხრა შოკში ჩავვარდი.. არვიცი როგორ მოვიქცე..

  • „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • გოგონა გარდაიცვალა და ოჯახმა ის დაკრძალა, იმავე დღეს სრულიად მოულოდნელად გოგონას ოჯახში კარზე კაკუნის ხმა გაისმა

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ნანუკა ჟორჟოლიანი შეყვარებულია სიგიჟემდე – ნახეთ ნანუკამ რჩეულის ვინაობა გაამხილა და ვერც კი დაიჯერებთ ვინ აღმოჩნდა ის

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ხუთი ადგილი სახლში, სადაც ფულის არასდროს არ უნდა შეინახოთ

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ბანკეტის დღეს ცოლად მამაჩემის მძღოლს გავყევი.. დედაჩემი წლები ვერ ინელებდა ამბავს, რომ მისი მდიდარი გოგო ღარიბ მძღოლს გაჰყვა ცოლად, თუმცა ჩემი და მაინც ყველაზე დიდი პრობლემა აღმოჩნდა..

    0 shares
    Share 0 Tweet 0
mitargmne.ge mitargmne.ge mitargmne.ge
მინების წმენდა
სახლის დალაგება
დასუფთავების კომპანია
ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ
შუშების წმენდა
ვიტრაჟების წმენდა
სახლის აშენება
სახლის მშენებლობა
კერძო სახლების მშენებლობა
შავი კარკასის აშენება ფასი
ინტერიერის დიზაინი
aviabiletebi avia.ge
ავტომობილის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა ფარების პოლირება ძრავის ქიმწმენდა რა ღირს მანქანის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა დიდი დიღომი მანქანის ქიმწმენდა ფასები მანქანის ქიმწმენდა საბურთალო მანქანის ქიმწმენდა ფასდაკლებით რა ჯდება მანქანის ქიმწმენდა
ქიმწმენდა
სადარბაზოების დალაგება ფანჯრების წმენდა ვიტრაჟების წმენდა ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ რემონტის შემდგომი დალაგება დალაგება დღიურად ინტერიერის დიზაინი ბიზნეს ობიექტების დასუფთავება
  • ფილმები ქართულად
  • ქართულად გახმოვანებული ფილმები
  • ფილმები ქართულად
მანქანის ქიმწმენდა
რემონტის შემდგომი დალაგება
რემონტის შემდგომი დალაგება
ფილმები ქართულად
  • home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In