• home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page
Friday, May 9, 2025
  • Login
INew.ge
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
INew.ge
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ღამეებს თეთრად ვათენებ ფიქრში: რა შემეშალა ჩემი გოგონების აღზრდაში, სად დავუშვი შეცდომა, რატომ გამოვიდნენ ასეთი გულცივები და ანგარიშიანები და რატომ მიაგდეს მოხუცი დედა და თვეში ერთხელაც არ უნდათ რომ ნახონ..

by inew
17 December 2022
in საზოგადოება
0
ღამეებს თეთრად ვათენებ ფიქრში: რა შემეშალა ჩემი გოგონების აღზრდაში, სად დავუშვი შეცდომა, რატომ გამოვიდნენ ასეთი გულცივები და ანგარიშიანები და რატომ მიაგდეს მოხუცი დედა და თვეში ერთხელაც არ უნდათ რომ ნახონ..
0
SHARES
718
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter
რემონტის შემდგომი დალაგება

ამ წერილს ჩუმად გწერთ, ისე, რომ ჩემმა შვილებმა არ იციან. შეიძლება, რომ წაიკითხონ, მიხვდნენ, ვინც არის ავტორი და შავი დღეც მაყარონ, მაგრამ სახელებს შეგნებულად ვცვლი და, არც ის არის გამორიცხული, საკუთარი ისტორია თავისად ვერც კი აღიქვან.

უფრო მეტიც, შესაძლოა, იმ „ვიღაცეების“ საქციელი განსჯის საგნად აქციონ, გაამტყუნონ და დაგმონ კიდეც.

ქმარი ადრე გარდამეცვალა და ტყუპი ქალიშვილი მარტომ გავზარდე. მართალია, ცოტ-ცოტას დედაც მეხმარებოდა და დედამთილიც, მაგრამ ორივე რაიონში ცხოვრობდა (ერთი – რაჭაში, მეორე – სამეგრელოში), მაგრამ ფიზიკურად დამხმარე არავინ მყავდა.

თან, იმათი გამოგზავნილი ცოტაოდენი პროდუქტი ორ ბავშვს როგორ ეყოფოდა. გარდა ამისა, მარტო ჭამა ხომ არ არის საქმე, ბავშვებს რამდენი ხარჯი სჭირდებათ, თქვენც კარგად მოგეხსენებათ.

ამიტომ, სანამ გოგოები ბაღში დამყავდა, ორ ადგილას ვმუშაობდი, სკოლაში რომ წავიდნენ, ძალაუნებურად ერთ-ერთ სამსახურს თავი დავანებე, ბავშვები მარტო რომ არ ყოფილიყვნენ სახლში და ნამცხვრების ცხობა დავიწყე.

ერთი სიტყვით, არანაირ სამუშაოს არ ვარიდებდი თავს, რომ ჩემს შვილებს არაფერი მოჰკლებოდათ. გათხოვებაზე არც მიფიქრია. შეიძლება, არც დაიჯეროთ, მაგრამ მეგობარიც კი არ მყოლია – პირადი ცხოვრება მთლიანად უარვყავი და მხოლოდ ბავშვები იყვნენ ჩემი საზრუნავი.

შეძლებისდაგვარად არაფერი დამიკლია. ობლობა რომ არ ეგრძნოთ, ყველაფერში ვუგებდი, ყველაფერში ხელს ვუწყობდი. ოჯახის საქმეც ვისწავლე, კარგი განათლებაც მივეცი, ახლობლები თუ შორებლებიც შევაწუხე და კარგ სამსახურებშიც მოვაწყვე. რომ გათხოვდნენ, ორივე კარგად გავამზითვე.

ჩემმა ქმარმა დიდი ბინა დაგვიტოვა. მართალია, ქალაქის ცენტრში არ იყო, მაგრამ არც გადასაკარგავში ვცხოვრობდით. გოგოები რომ გათხოვდნენ, სანამ ფეხზე ვიდექი და საქმის გაკეთება შემეძლო, ხშირად მოდიოდნენ ჩემთან და რჩებოდნენ კიდეც.

მერე გადამეკიდნენ, ამხელა ბინაში მარტო რომ ხარ, ხომ ხედავ, წესიერად ვერც კი უვლი (არადა, გადასარევად ვუვლიდი), გაყიდე, ჩვენ-ჩვენი წილი მოგვეცი და შენთვის პატარა ბინას ვიყიდით. ერთ მოხუც ადამიანს ერთოთახიანზე მეტი რაში გჭირდებაო.

არ იყო გაყიდვის აუცილებლობა, არც ერთს არ უჭირდა ისე, რომ ბინა გამეყიდა, მაგრამ, ვიფიქრე, რამე რომ მომივიდეს, დებს შორის უსიამოვნება არ მოხდეს ბინის გაყოფის გამო-მეთქი და ამაზეც დავთანხმდი. ბინა გავყიდე, ერთოთახიანი ბინის ფული ჩემთვის გადავდე, დანარჩენი თანხა კი შუაზე გავუყავი.

ბინა მიყიდეს, მაგრამ იმას სორო უფრო ერქვა,ვიდრე ბინა, თუმცა, არც ამაზე ამომიღია ხმა. თან ისე შორს ვიყავი ტერიტორიულად ორივესგან, რომ თვეში ერთხელ ძლივს მოდიოდნენ, მაგრამ, რაღაცნაირად ვახერხებდი, რომ სხვისი ხელის შემყურე და მოსავლელი არ გავმხდარიყავი.

ამასობაში წლები გავიდა, მეც მოვხუცდი. ფიზიკურად არა მიშავდა რა, მაგრამ მხედველობა ისე დამიქვეითდა, პურზეც კი ვეღარ გავდიოდი მარტო. ძალიან რომ გამიჭირდა, ჩემს შვილებს დავურეკე და ვთხოვე, მომხედეთ-მეთქი.

დარეკვიდან ორი კვირის შემდეგ იკადრეს მოსვლა და ისეთი ამბავი ატეხეს, მეზობლების შემრცხვა. ერთმანეთს დაუწყეს ჩხუბი, შენზე უფრო მეტი აქვს დედას დახარჯული და შენ უნდა წაიყვანო შენთანო, – ყველა კაბის და ფეხსაცმლის ფული დაუთვალეს ერთმანეთს და ბოლოს ისე წავიდნენ, ჩემთვის არც ერთს არ უთქვამს, მე წაგიყვანო. ან ამის შემდეგ რომელთან უნდა ვიცხოვრო, ხომ ყოველ ლუკმას ყელში ამომადენენ!

არადა, ჩემი მარტო დატოვება აღარ შეიძლება. საკუთარი თავის დარდი აღარ მაქვს, რამე რომ დამემართოს უპატრონობით, ისევ მაგათ არ მოეჭრებათ თავი?! ბევრი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე, მოხუცთა თავშესაფარში წავსულიყავი, მაგრამ თუ მთლად უპატრონო არ ხარ, თურმე, კარგა გვარიანი თანხა უნდა იხადოს პატრონმა.

ჩემი შვილები კი ფულის გადამხდელები არიან?! აღარ ვიცოდი, რა მექნა. ჩემი გასაჭირი ჩემს უახლოეს მეზობელს გავანდე. მან ორი გზა მასწავლა და მითხრა, თუ ჭკუაში დაგიჯდება, რომელიც გინდა ამოირჩიე და მე დაგეხმარებიო. ისე, ყველა კარგი ეშმაკია, ყველა გამორჩენაზეა, მაგრამ ეს ჩემი შვილები სხვა არჩევანს რომ არ მიტოვებენ?!

მოკლედ, ამ ჩემმა მეზობელმა მითხრა, თუ შენს ოთახს მე გადმომიფორმებ, სიკვდილამდე საკუთარი დედასავით მოგივლიო. რომ შემატყო, ეს აზრი დიდად არ მომეწონა, მეორე გზა მირჩია: შენი ოთახი მომყიდე და იმ თანხით კი მოხუცთა თავშესაფარში ოცი წელი შეინახავ თავსო. მოვიფიქრებ და რამდენიმე დღეში გეტყვი პასუხს-მეთქი.

ვფიქრობ და ვერ გადამიწყვეტია, როგორ მოვიქცე. შვილების ჩუმად ასეთი ნაბიჯის გადადგმა მაინც არ მინდა; რომ ვუთხრა, შეიძლება, ისეთი ამბავი ამიტეხონ, სიკვდილი მანატრებინონ, არადა, ჩემი მარტო ცხოვრებაც აღარ შეიძლება – მოხუცმა და დაბრმავებულმა ქალმა რა გავაკეთო? ეს სიკვდილიც რომ აღარ მოდის?

ღამეებს თეთრად ვათენებ ფიქრში: რა შემეშალა შვილების აღზრდაში, სად დავუშვი შეცდომა, რატომ გამოვიდნენ ასეთი გულცივები და ანგარიშიანები?

რა ვიცი, ძალიან ხშირად გამიგია, როცა ადამიანი იგებს, რომ აყვანილი შვილია, ყველა ღონეს ხმარობს, რომ თავისი ბიოლოგიური დედა იპოვოს და, უკანასკნელი ლოთი ან ქუჩის ქალიც რომ აღმოჩნდეს, მაინც უვლის და პატრონობს.

ამ ჩემს შვილებს რა დაემართათ, რა ყინულის ლოდი უდევთ გულში, რომ მოხუც დედასთან სანახავად მისვლაც არ უნდათ?! ღმერთო, შეუნდე ორივეს!

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..

ყურადღება: ფოტო პირობითია

ნათელა, 84 წლის.

გენერალური დალაგება ქიმწმენდა
Previous Post

უკვე შუა ხანს მიღწეული კაცი ვარ და ჩემი უჭკუობის გამო ცხოვრებაში მარტო დავრჩი.. ერთადერთი გოგო, რომელიც მიყვარდა ჩემს ძმაკაცებს „მივაბარა“, მის ყველა ნაბიჯს დეტალურად მიყვებოდნენ.. თუმცა..

Next Post

დედინაცვალმა გათხოვებაში ხელი შემიშალა.. ხლა 70 წელს გადაშორებული მარტოხელა ქალი ვარ.. სახლში როცა მტოვებენ გარედან კარს მიკეტავენ, მიკრძალავენ გაზის ან გამათბობლის ანთებას და მათი მოსვლამდე ვზივარ გაყინული… იქნებ სჯობდა..

Next Post
დედინაცვალმა გათხოვებაში ხელი შემიშალა.. ხლა 70 წელს გადაშორებული მარტოხელა ქალი ვარ.. სახლში როცა მტოვებენ გარედან კარს მიკეტავენ, მიკრძალავენ გაზის ან გამათბობლის ანთებას და მათი მოსვლამდე ვზივარ გაყინული… იქნებ სჯობდა..

დედინაცვალმა გათხოვებაში ხელი შემიშალა.. ხლა 70 წელს გადაშორებული მარტოხელა ქალი ვარ.. სახლში როცა მტოვებენ გარედან კარს მიკეტავენ, მიკრძალავენ გაზის ან გამათბობლის ანთებას და მათი მოსვლამდე ვზივარ გაყინული... იქნებ სჯობდა..

  • „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • გოგონა გარდაიცვალა და ოჯახმა ის დაკრძალა, იმავე დღეს სრულიად მოულოდნელად გოგონას ოჯახში კარზე კაკუნის ხმა გაისმა

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ნანუკა ჟორჟოლიანი შეყვარებულია სიგიჟემდე – ნახეთ ნანუკამ რჩეულის ვინაობა გაამხილა და ვერც კი დაიჯერებთ ვინ აღმოჩნდა ის

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ხუთი ადგილი სახლში, სადაც ფულის არასდროს არ უნდა შეინახოთ

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ბანკეტის დღეს ცოლად მამაჩემის მძღოლს გავყევი.. დედაჩემი წლები ვერ ინელებდა ამბავს, რომ მისი მდიდარი გოგო ღარიბ მძღოლს გაჰყვა ცოლად, თუმცა ჩემი და მაინც ყველაზე დიდი პრობლემა აღმოჩნდა..

    0 shares
    Share 0 Tweet 0
mitargmne.ge mitargmne.ge mitargmne.ge
მინების წმენდა
სახლის დალაგება
დასუფთავების კომპანია
ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ
შუშების წმენდა
ვიტრაჟების წმენდა
სახლის აშენება
სახლის მშენებლობა
კერძო სახლების მშენებლობა
შავი კარკასის აშენება ფასი
ინტერიერის დიზაინი
aviabiletebi avia.ge
ავტომობილის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა ფარების პოლირება ძრავის ქიმწმენდა რა ღირს მანქანის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა დიდი დიღომი მანქანის ქიმწმენდა ფასები მანქანის ქიმწმენდა საბურთალო მანქანის ქიმწმენდა ფასდაკლებით რა ჯდება მანქანის ქიმწმენდა
ქიმწმენდა
სადარბაზოების დალაგება ფანჯრების წმენდა ვიტრაჟების წმენდა ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ რემონტის შემდგომი დალაგება დალაგება დღიურად ინტერიერის დიზაინი ბიზნეს ობიექტების დასუფთავება
  • ფილმები ქართულად
  • ქართულად გახმოვანებული ფილმები
  • ფილმები ქართულად
მანქანის ქიმწმენდა
რემონტის შემდგომი დალაგება
რემონტის შემდგომი დალაგება
ფილმები ქართულად
  • home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In