• ჩვენს შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
Thursday, March 12, 2026
inew.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
No Result
View All Result
inew.ge
No Result
View All Result
Home საზოგადოება

დედინაცვალმა გათხოვებაში ხელი შემიშალა.. ხლა 70 წელს გადაშორებული მარტოხელა ქალი ვარ.. სახლში როცა მტოვებენ გარედან კარს მიკეტავენ, მიკრძალავენ გაზის ან გამათბობლის ანთებას და მათი მოსვლამდე ვზივარ გაყინული… იქნებ სჯობდა..

by inew
19 March 2023
in საზოგადოება
0
დედინაცვალმა გათხოვებაში ხელი შემიშალა.. ხლა 70 წელს გადაშორებული მარტოხელა ქალი ვარ.. სახლში როცა მტოვებენ გარედან კარს მიკეტავენ, მიკრძალავენ გაზის ან გამათბობლის ანთებას და მათი მოსვლამდე ვზივარ გაყინული… იქნებ სჯობდა..
0
SHARES
1.6k
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

უკვე ხანდაზმული ქალი ვარ. ისე წამივიდა ცხოვრება, რომ ოჯახი ვერ შევქმენი. საკმაოდ კარგი გოგო ვიყავი და მომწონებელიც ბევრი მყავდა და მთხოვნელიც, მაგრამ ჩემი დედინაცვლის მოსაწონი არც ერთი არ აღმოჩნდა.

ყველას რაღაცას უწუნებდა და უარით ისტუმრებდა. საკმარისი იყო, გაეგო, რომ ვინმეს მოვწონდი, რომ მაშინვე ჩაშლიდა ხოლმე. ისე იყო ჩემზე გადაფოფრილი, მთელ სამეზობლოსა და საახლობლოს სალაპარაკოდ ჰქონდა, ასეთი მზრუნველი დედინაცვალი კი არა, დედაც არ იქნებაო.

თავიდან მეც მეგონა, კარგი ბედი უნდა ჩემთვის-მეთქი, მაგრამ მერე, ერთმა ახლობელმა ამიხილა თვალი: თავისი შვილების ძიძად და შინამოსამსახურედ სჭირდები და იმიტომ არ გაძლევს გათხოვების საშუალებასო.

რომ დავაკვირდი სიტუაციას, მივხვდი, რომ მართალი იყო – ჩემნაირ უენო და მუქთა ვირის მუშას (უკაცრავად უხეში გამოთქმის გამო) ვის ნახავდა.

ისეთ იზოლაციაში მომაქცია, მისი შიშით კაცი აღარ მეკარებოდა. მამაჩემიც დაარწმუნა თავის მზრუნველობაში და დამტოვეს გაუთხოვარი. მეც შევეგუე ბედს და მთელი ჩემი ცხოვრება ჩემი ნახევარი და-ძმის აღზრდას შევალიე.

მერე, იმათ რომ შექმნეს ოჯახები, მათი შვილებიც მე გავზარდე. ცოდვას ვერ ვიტყვი, პირადად მე ცუდად არ მექცეოდნენ, მაგრამ ახლა, როცა უკვე მოვხუცდი და აქეთ მჭირდება მოვლა და მკურნალობა, ჩემთვის აღარავის არ სცალია.

წლების განმავლობაში დარწმუნებული ვიყავი, ამაგს დამიფასებდნენ და უპატრონოდ არ დამტოვებდნენ, მაგრამ დეიდა და მამიდა კი არა, მოხუცებული და საპატრონო დედა აღარ უნდათ ახალგაზრდებს, თითქოს თვითონ არასდროს დაბერდებიან.

არც ისეთი დავრდომილი ვარ, მაღაზიაში მაინც რომ ვერ შევძლო ჩასვლა, არც სკლეროზი მაქვს, მაგრამ დილით, სახლიდან რომ გაიკრიფებიან, გარედან მიკეტავენ კარს, მიკრძალავენ გაზის ან გამათბობლის ანთებას და მათი მოსვლამდე ვზივარ გაყინული. და თუ მომშივდა, გაბლიკულ საჭმელს ვჭამ.

არ ჯობდა, თუნდაც უიღბლოდ გავთხოვილიყავი? მართალია, შეიძლება, შვილი უარესად მომქცეოდა, მაგრამ მისთვის საყვედურის თქმის უფლება მაინც მექნებოდა.

ამათ კი, ერთხელ ვუსაყვედურე, თანაც ძალიან მსუბუქად და, ისე დამიბაკუნეს ფეხი, ისე დამაყვედრეს ყოველი ლუკმა, თითქოს არანაირი ამაგი არ მქონდეს გაწეული.

მაგრამ, რას ვიზამ, ასეთი ყოფილა მოხუცი შინაბერის ბედი.

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..

ყურადღება: ფოტო პირობითია

თამარი, 74 წლის.

გენერალური დალაგება ქიმწმენდა
Previous Post

ღამეებს თეთრად ვათენებ ფიქრში: რა შემეშალა ჩემი გოგონების აღზრდაში, სად დავუშვი შეცდომა, რატომ გამოვიდნენ ასეთი გულცივები და ანგარიშიანები და რატომ მიაგდეს მოხუცი დედა და თვეში ერთხელაც არ უნდათ რომ ნახონ..

Next Post

ბოლო პერიოდში მამაჩემი ძალიან დატკბა.. დავეჭვდი, უჩუმრად გავყევი უკან და ფაქტზეც წავასწარი: ჩემი მორალისტი მამიკო ვარდებით ხელში საკმაოდ ახალგაზრდა ქალს შეხვდა.. შემდეგ კი ეს გავაკეთე..

Next Post
ბოლო პერიოდში მამაჩემი ძალიან დატკბა.. დავეჭვდი, უჩუმრად გავყევი უკან და ფაქტზეც წავასწარი: ჩემი მორალისტი მამიკო ვარდებით ხელში საკმაოდ ახალგაზრდა ქალს შეხვდა.. შემდეგ კი ეს გავაკეთე..

ბოლო პერიოდში მამაჩემი ძალიან დატკბა.. დავეჭვდი, უჩუმრად გავყევი უკან და ფაქტზეც წავასწარი: ჩემი მორალისტი მამიკო ვარდებით ხელში საკმაოდ ახალგაზრდა ქალს შეხვდა.. შემდეგ კი ეს გავაკეთე..

  • „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • გოგონა გარდაიცვალა და ოჯახმა ის დაკრძალა, იმავე დღეს სრულიად მოულოდნელად გოგონას ოჯახში კარზე კაკუნის ხმა გაისმა

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • “ჩემი ერთადერთი შვილის სიკვდილი არც მიდარდია და არც ცრემლი ჩამომვარდნია, რძლის მამამ და ბიძამ მომიკლეს და იმ ხალხს არ ვუჩივლე, რაც დაიმსახურა ის მიიღო.. ერთხელ მის საძინებელში შევედი და..”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ხუთი ადგილი სახლში, სადაც ფულის არასდროს არ უნდა შეინახოთ

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ბანკეტის დღეს ცოლად მამაჩემის მძღოლს გავყევი.. დედაჩემი წლები ვერ ინელებდა ამბავს, რომ მისი მდიდარი გოგო ღარიბ მძღოლს გაჰყვა ცოლად, თუმცა ჩემი და მაინც ყველაზე დიდი პრობლემა აღმოჩნდა..

    0 shares
    Share 0 Tweet 0
mitargmne.ge mitargmne.ge mitargmne.ge
aviabiletebi avia.ge

შემოგვიერთდი Facebook-ზე

პარტნიორი კომპანია:

OfficeCare – ოფისების რეგულარული დალაგება

დასუფთავების კომპლექსური სერვისები:

ხალიჩის რეცხვა

ხალიჩების ქიმწმენდა - რბილი ავეჯის ქიმწმენდა
ხალიჩების ქიმწმენდა ოფისებისთვის – OfficeCare
რემონტის შემდგომი დალაგება
ზოომაღაზია – ძაღლის საკვები, აქსესუარები და მოვლა
ამანათები ჩინეთიდან
  • ჩვენს შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

© 2026 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ

© 2026 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.