• home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page
Friday, May 9, 2025
  • Login
INew.ge
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
INew.ge
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ბოლო პერიოდში მამაჩემი ძალიან დატკბა.. დავეჭვდი, უჩუმრად გავყევი უკან და ფაქტზეც წავასწარი: ჩემი მორალისტი მამიკო ვარდებით ხელში საკმაოდ ახალგაზრდა ქალს შეხვდა.. შემდეგ კი ეს გავაკეთე..

by inew
15 March 2023
in საზოგადოება
0
ბოლო პერიოდში მამაჩემი ძალიან დატკბა.. დავეჭვდი, უჩუმრად გავყევი უკან და ფაქტზეც წავასწარი: ჩემი მორალისტი მამიკო ვარდებით ხელში საკმაოდ ახალგაზრდა ქალს შეხვდა.. შემდეგ კი ეს გავაკეთე..
0
SHARES
26.5k
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter
რემონტის შემდგომი დალაგება

ძალიან მიყვარს ქალები. 16 წლიდან მოყოლებული, იმდენი ქალი მყავდა, სათვალავი ამერია. არ გეგონოთ, რომ ამით ვტრაბახობ, უბრალოდ, იმიტომ გიყვებით, რომ მერე მთავარი სათქმელი გიამბოთ. ჩემი ამ დონჟუანობით თუ კაზანოვობით შეწუხებული მყავდა მშობლები.

სულ ამაზე მეჩხუბებოდნენ, განსაკუთრებით – მამაჩემი. პირველ ცოლს რომ გავშორდი (რა თქმა უნდა, სხვა ქალის გამო), ჩემმა მშობლებმა რძლის მხარე დაიჭირეს და, შეიძლება ითქვას, ჩამქოლეს, ისეთი დღე მაყარეს.

განსაკუთრებით მამაჩემი მამტყუნებდა და რას არ მიწოდებდა. ერთხელ ისიც კი მითხრა, მე მგონი, სამკურნალო ხარ და ექიმთან უნდა წაგიყვანოო. მეორე ცოლის შერთვამდეც არაერთი რომანი მქონდა.

მანანა რომ შევირთე, თითქოს დავწყნარდი, მაგრამ რამდენიმე ხნის შემდეგ ისევ გამოჩნდა ქალი, რომელმაც თავიც დამავიწყა და ცოლ-შვილიც. მამაჩემმა მაშინვე შემატყო და მკაცრად გამაფრთხილა, თუ გონზე არ მოხვალ, სახლიდან გაგაგდებ და შენს მამობაზეც ხელს ავიღებო.

ამჟამად არ ვმუშაობ, ჩემი ცოლშვილიანად მამის კმაყოფაზე ვარ და არანაირად არ მაწყობს მისი განაწყენება, რადგან ვიცი, თუ გაბრაზდა, თავის მუქარას აუცილებლად შეასრულებს და, ცოლზე რომ აღარაფერი ვთქვა, შვილებს როგორ შევხედო თვალებში, ამხელა კაცი მართლა სახლიდან რომ გამაგდონ მშობლებმა.

ამის გამო თავი მოვიკატუნე და შეძლებისდაგვარგად ვცდილობდი, „ჭკვიანად“ მოვქცეულიყავი, თან სულ მამაჩემს ვუყურებდი თვალებში. სიბრაზემ გაუარა თუ არა-მეთქი. რამდენიმე ხანში ჩემდა გასაოცრად აღმოვაჩინე, რომ მამა ძალიან დამიტკბა, აღარაფერზე აღარ მეჩხუბებოდა, ძალიან გვიანაც რომ მივსულიყავი სახლში, ერთ საყვედურსაც აღარ მეუბნებოდა.

საერთოდ, ძალიან მკაცრი კაცია, ოჯახის წევრები, როგორც იტყვიან, „ჩესტზე“ ჰყავს, ყველა თვალებში შესციცინებს, რომ მისი გული მოიგონ და მრისხანება არ დაიმსახურონ. ბოლო ხანებში კი ისეთი მომბალი იყო, ბავშვებმაც კი შეამჩნიეს. ყველას გვეფერებოდა, საჩუქრებით გვანებივრებდა, განსაკუთრებით კი დედაჩემს ჰყვებოდა თან.

საწყალი ქალი ისეთი გულაჩვილებული იყო, სულ ცრემლი ჰქონდა თვალზე. ისიც კი მითხრა, ამ კაცს ვეღარ ვცნობ, ისევ ისეთი გახდა, შეყვარებულობის პერიოდში რომ იყოო. ამ სიტყვებმა რაღაცნაირად დამადარაჯა.

უცებ მივხვდი, რომ მისი ასეთი ცვლილების უკან რაღაც ძალიან სერიოზული იმალებოდა და გადავწყვიტე, თვალყური მედევნებინა მისი ყოველი ნაბიჯისთვის. სინდისზე ხელი ავიღე და ჯერ მობილური „გავუჩითე“, შემდეგ კი რამდენჯერმე უჩუმრად გავყევი უკან და ფაქტზეც წავასწარი:

ჩემი მორალისტი მამიკო საკმაოდ ახალგაზრდა ქალს შეხვდა (სხვათა შორის, ვარდების თაიგულით ხელში), მერე რესტორანშიც წაიყვანა და ისეთი აღფრთოვანებული და ბედნიერი სახით შესციცინებდა, მივხვდი, ყურებამდე იყო შეყვარებული, მისი „დათბობა“ კი, მართალია, უნიჭო, მაგრამ, ერთგვარი შირმა იყო. იმას კი ვერ მიხვდა, რომ ასეთი შეცვლით უფრო მეტ ეჭვს გამოიწვევდა.

„მასალები“ რომ შევაგროვე, გადავწყვიტე, კაცურად დავლაპარაკებოდი, რადგან დედაჩემის ბედნიერ სახეს ვეღარ ვუძლებდი. მხოლოდ ახლა მივხვდი, რა ტკივილს ვაყენებდი ჩემს ცოლ-შვილს ჩემი აღვირახსნილობით.

ერთ დღესაც, მარტო რომ ვიყავით სახლში, ვუთხარი, შენთან სერიოზული სალაპარაკო მაქვს-მეთქი. მაშინვე მიხვდა, რა საქმეც მქონდა და თვითონვე გადამიხსნა გული: შენც კაცი ხარ და უნდა გამიგო, ახლა, ამ ასაკში მეწვია ნამდვილი სიყვარული.

მთელი ცხოვრება თქვენზე ვარ გადაყოლილი, საკუთარ თავზე არასდროს მიზრუნია და, ბოლოს და ბოლოს, მეც ხომ მაქვს უფლება, პირადი ცხოვრება მოვიწყოო. მიუხედავად ჩემი ცხოვრების სტილისა, მამაჩემს მაინც ვერ გავუგე.

რა თქმა უნდა, შეიძლება, დაოჯახებულ, ასაკოვან კაცსაც შეუყვარდეს ნამდვილი სიყვარულით, მაგრამ 60 წლის ასაკში ვიღაც საეჭვო წარსულის მქონე ქალის გამო ამხელა ოჯახის მიტოვებას რომ გადაწყვეტ, მე მგონი, მთლად ჯანმრთელად არ უნდა იყო.

არ დავუმალე ჩემი აზრი და ყველაფერი პირდაპირ ვუთხარი. არ მოელოდა ჩემგან ასეთ შეტევას და ჩემი ცოდვები გამახსენა. მეც არ დავინდე და ვუთხარი, ეტყობა, გენეტიკურად შენგან გადმომეცა-მეთქი.

მერე ისიც დავამატე, დარწმუნებული ხარ, რომ იმ შენს „ტურფას“ მართლა უყვარხარ ამხელა ოჯახის მქონე ამ ხნის კაცი-მეთქი? აშკარად ეწყინა – არც ისეთი ბებერი ვარ, როგორც შენ გგონია, თანაც, ნამდვილად ვიცი, რომ ვუყვარვარო.

მაშინ ვუთხარი, შეირთავ, მაგრამ მთელ ჩემს ქონებას ჩემს ოჯახს დაუტოვებ და შენთან ვიცხოვრებ-მეთქი, – შევთავაზე მამაჩემს. ამაზე ცოტა შეიჭმუხნა – რა, ჩემი ნაგროვები ქონებიდან არაფერი მეკუთვნისო?

მე კი ასე მითხრა, მაგრამ როგორც ჩანს, გულზე ცუდად მოხვდა და მართლა უთქვამს, რაც მე ვუთხარი. მეორე დღეს თვითონ გამიყვანა ცალკე ოთახში და ყურებჩამოყრილი გამომიტყდა, მართალი ყოფილხარ, იმას მხოლოდ ჩემი ქონება სდომებიაო. რა გითხრა-მეთქი, – დავინტერესდი.

მამაჩემმა თავი ჩაღუნა და, ისე, რომ თვალი ვერ გამისწორა, აღიარა: ასე მითხრა, აბა, ცარიელ-ტარიელი შენისთანა ბეხრეკი რაში მჭირდება, თან ერთი მატარებელი შთამომავლებითო.

მამა ძალიან დიდხანს იყო განცდებში, მაგრამ მერე ნელ-ნელა გაუარა. სხვათა შორის, უნდა ვაღიარო, რომ მამაჩემის ამ მაგალითმა გონზე მომიყვანა. ამჟამად ჩემზე ერთგული, მზრუნველი და მეოჯახე ქმარი მეორე არ მეგულება.

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..

ყურადღება: ფოტო პირობითია

ლაშა, 35 წლის.

გენერალური დალაგება ქიმწმენდა
Previous Post

დედინაცვალმა გათხოვებაში ხელი შემიშალა.. ხლა 70 წელს გადაშორებული მარტოხელა ქალი ვარ.. სახლში როცა მტოვებენ გარედან კარს მიკეტავენ, მიკრძალავენ გაზის ან გამათბობლის ანთებას და მათი მოსვლამდე ვზივარ გაყინული… იქნებ სჯობდა..

Next Post

შარშანდლამდე უბედნიერესი კაცი ვიყავი.. თუმცა ჩემი ოჯახის უბედურება მაშინ დაიწყო, როცა ჩემმა მეუღლემ ჩვენი შვილისთვის საცოლის შერჩევა დაიწყო.. – 58 წლის კაცის მძიმე წერილი

Next Post
შარშანდლამდე უბედნიერესი კაცი ვიყავი.. თუმცა ჩემი ოჯახის უბედურება მაშინ დაიწყო, როცა ჩემმა მეუღლემ ჩვენი შვილისთვის საცოლის შერჩევა დაიწყო.. – 58 წლის კაცის მძიმე წერილი

შარშანდლამდე უბედნიერესი კაცი ვიყავი.. თუმცა ჩემი ოჯახის უბედურება მაშინ დაიწყო, როცა ჩემმა მეუღლემ ჩვენი შვილისთვის საცოლის შერჩევა დაიწყო.. – 58 წლის კაცის მძიმე წერილი

  • „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • გოგონა გარდაიცვალა და ოჯახმა ის დაკრძალა, იმავე დღეს სრულიად მოულოდნელად გოგონას ოჯახში კარზე კაკუნის ხმა გაისმა

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ნანუკა ჟორჟოლიანი შეყვარებულია სიგიჟემდე – ნახეთ ნანუკამ რჩეულის ვინაობა გაამხილა და ვერც კი დაიჯერებთ ვინ აღმოჩნდა ის

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ხუთი ადგილი სახლში, სადაც ფულის არასდროს არ უნდა შეინახოთ

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ბანკეტის დღეს ცოლად მამაჩემის მძღოლს გავყევი.. დედაჩემი წლები ვერ ინელებდა ამბავს, რომ მისი მდიდარი გოგო ღარიბ მძღოლს გაჰყვა ცოლად, თუმცა ჩემი და მაინც ყველაზე დიდი პრობლემა აღმოჩნდა..

    0 shares
    Share 0 Tweet 0
mitargmne.ge mitargmne.ge mitargmne.ge
მინების წმენდა
სახლის დალაგება
დასუფთავების კომპანია
ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ
შუშების წმენდა
ვიტრაჟების წმენდა
სახლის აშენება
სახლის მშენებლობა
კერძო სახლების მშენებლობა
შავი კარკასის აშენება ფასი
ინტერიერის დიზაინი
aviabiletebi avia.ge
ავტომობილის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა ფარების პოლირება ძრავის ქიმწმენდა რა ღირს მანქანის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა დიდი დიღომი მანქანის ქიმწმენდა ფასები მანქანის ქიმწმენდა საბურთალო მანქანის ქიმწმენდა ფასდაკლებით რა ჯდება მანქანის ქიმწმენდა
ქიმწმენდა
სადარბაზოების დალაგება ფანჯრების წმენდა ვიტრაჟების წმენდა ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ რემონტის შემდგომი დალაგება დალაგება დღიურად ინტერიერის დიზაინი ბიზნეს ობიექტების დასუფთავება
  • ფილმები ქართულად
  • ქართულად გახმოვანებული ფილმები
  • ფილმები ქართულად
მანქანის ქიმწმენდა
რემონტის შემდგომი დალაგება
რემონტის შემდგომი დალაგება
ფილმები ქართულად
  • home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In