• home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page
Monday, June 30, 2025
  • Login
INew.ge
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
INew.ge
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ქმრის ღალატს როგორმე გადავიტანდი, ამ საშინელ სიტუაციაში მეგობარი რომ არ ერიოს…”

by inew
20 March 2023
in საზოგადოება
0
“ქმრის ღალატს როგორმე გადავიტანდი, ამ საშინელ სიტუაციაში მეგობარი რომ არ ერიოს…”
0
SHARES
1.7k
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter
დასუფთავების კომპანია

ძალიან მიჭირს ამ თემაზე ლაპარაკი, მაგრამ მაინც თქმა სჯობს ართქმას; თანაც თქვენ ხომ არ დამაძალებთ ვინაობის გამხელას? – მეუბნება ჩემი რესპონდენტი, – ერთხანს საშინელი დეპრესია მქონდა. თავის მოკვლაც კი მინდოდა.

როცა ყველაფერი ავწონ-დავწონე, მივხვდი, ორი უღირსი ადამიანის გამო არ ღირდა სიცოცხლესთან გამოთხოვება, მით უფრო, რომ ორი შვილი მყავს გასაზრდელი. ნელ-ნელა დავდექი ფეხზე. ალბათ ქმრის ღალატს როგორმე გადავიტანდი, ამ საშინელებაში მეგობარი რომ არ ერიოს.

მე და ნანა ერთად ვიზრდებოდით. სკოლაშიც ერთად შევედით. უერთმანეთოდ ვერ ვძლებდით. სკოლის დამთავრების შემდეგ ნანა მალევე გათხოვდა.

ერთ ბიჭს მოსწონდა, სულ კუდში დასდევდა. ნანა არ თანაუგრძნობდა მას, მაგრამ გულის სიღრმეში სიამოვნებდა იმ ბიჭის ყურადღება. ერთ საღამოს, კარგა ხანს ვისეირნეთ.

მერე ვთხოვე, ჩემთან წამოდი-მეთქი. არ გამომყვა. იმ საღამოს ნანა და რეზო გაიპარნენ. მე ვიყავი მისი მეჯვარე. ორი წლის შემდეგ, ჩემს ქორწილამდე სამი თვით ადრე, ნანა რეზოს დაშორდა. გულდამდუღრული მიამბობდა, როგორ უჭირდა უსაქმურ ქმართან ცხოვრება, თანაც შვილი არ ჰყავდათ. გავიდა დრო.

მე და ირაკლის ქალ-ვაჟი შეგვეძინა. დღე არ გავიდოდა, ჩემთან არ მოსულიყო. ზაფხულობით ნანაც მიმყავდა დასასვენებლად. ერთხელ ირაკლიმ მითხრა, – ახალი თანამშრომელი გვყავს, მშვენიერი ბიჭია, თანაც დასაოჯახებელიო და თვალი ჩამიკრა.

მალე ირაკლის დაბადების დღეზე მისი მეგობრები მოვიდნენ, გოჩაც იყო და ძალიან მომეწონა.  შევამჩნიე, ჩუმ-ჩუმად უმზერდა ჩემს მეგობარს. მერე გოჩამ ჩვენთან სტუმრობას მოუხშირა, ნანა ხომ თითქმის სულ ჩვენთან იყო. ორი თვის შემდეგ კი შეუღლდნენ.

გოგონა შეეძინათ, ლიზიკო. მალე გოჩა სხვა სამსახურში გადავიდა, მაგრამ ირაკლისა და გოჩას მეგობრობა გაგრძელდა.

გავიდა დრო და ნანამ თანდათან უმატა გოჩაზე საყვედურებს.  ერთხელ  ძალიან აღელვებული მოვიდა და მითხრა, – გოჩამ მიღალატაო. ყურებს არ ვუჯერებდი, რადგან გოჩა მექალთანე არ იყო.

ნანა კი გულმდუღარედ მიამბობდა, – ძველ შეყვარებულს ხვდება, ქალი არ ვიყო, თუ სამაგიერო არ გადავუხადოო. როცა წავიდა, ვერ მოვითმინე, გოჩას დავურეკე, მან კი – შენს დაქალს რაღაცები ეჩვენება. ის ქალი მართლა ვნახე, მაგრამ ჩვენ შორის არაფერიაო.

მომდევნო დღეებში ნანას დამშვიდება ვცადე, მაგრამ არაფრის გაგონება არ უნდოდა.  ძალიან რომ გამწვავდა ურთიერთობა, მე და ირაკლიც ჩავერიეთ და როგორც იქნა, შევარიგეთ. იმ დღიდან ნანა ეჭვით დაავადდა. ქმრის ყოველ ნაბიჯს აკონტროლებდა.

შარშან ზაფხულს ბავშვებთან ერთად დასასვენებლად ზღვაზე წავედი. ნანაც დავპატიჟე, მაგრამ საქმეები მოიმიზეზა. როცა დავბრუნდი, მეზობლებმა მითხრეს, საეჭვოდ დადიოდნენ ირაკლი და ნანა ერთადო. ჯერ სიცილად არ მეყო, მაგრამ როცა ირაკლისაც შევატყვე გაუცხოება და ნანაც საეჭვოდ გამირბოდა, დავფიქრდი.

შაბათი დღე იყო. ირაკლიმ მითხრა, წყალტუბოში, მშობლებთან ვაპირებ წასვლასო.  ბავშვებიც წაიყვანე-მეთქი, მაგრამ – ბავშვებისთვის ვერ მოვიცლი, ქვეყნის საქმეები მაქვს მოსაგვარებელიო. მეზობელს ვთხოვე, ყურადღება მიექცია ჩემი შვილებისათვის და როგორც კი ირაკლიმ კარი გაიხურა, მეც უკან გავყევი. მანქანა ვიქირავე და უკან დავედევნე.

ჩემმა ქმარმა გოჩას სახლის შორიახლოს დააყენა მანქანა, ცოტა ხანში  ჩემი სანაქებო დაქალი ჩაუჯდა მანქანაში და დასავლეთისკენ წავიდნენ.  ერთ კერძო სასტუმროსთან გაჩერდნენ.  გავიგე, რომელ ნომერში იყვნენ და კარზე დავუკაკუნე.

ირაკლიმ გააღო კარი და რომ დამინახა, ელდა ეცა. ცივად გავწიე განზე და ოთახში შევედი. ნანაც გაშეშდა. ეგონათ, სკანდალს ავტეხდი, მაგრამ კარი გამოვიხურე და წამოვედი. სიტყვითაც ვერ გამოვხატავ, რა დამიჯდა ეს სიმშვიდე და თავშეკავება.

მანქანაში დაბრუნებული ისე ცუდად გავხდი, მძღოლმა საავადმყოფოში დააპირა ჩემი მიყვანა, უარი ვუთხარი. იმავე საღამოს ირაკლის ნივთები ჩემი დაქალის სახლში გავგზავნე, იქამდე გოჩას სამსახურში მივაკითხე და ყველაფერი ვუამბე. გოჩას თავზარი დაეცა, დამუნჯდა, ხმას ვერ იღებდა.

ირაკლიმ – ბინას შვილებს ვუტოვებო, – შემომითვალა. მისი არც დანახვა, არც ხმის გაგონება არ მინდოდა. ნანამ თავის მშობლებს ერთოთახიანი ბინა აყიდვინა და გოჩასგან წამოვიდა. ახლა ერთად ცხოვრობენ ჩემი ყოფილი ქმარი და დაქალი.

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია, ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში.

ყურადღება: ფოტო პირობითია

გენერალური დალაგება ქიმწმენდა
Previous Post

ეს ქალი განქორწინებას აპირებდა – საბოლოოდ, კი მათ ოჯახში საოცარი ისტორია დატრიალდა

Next Post

850 000 დოლარი ერთი დოზისთვის – რას კურნავს მედიკამენტი, რომელიც ბაზარზე ახლახან გამოჩნდა?

Next Post
850 000 დოლარი ერთი დოზისთვის – რას კურნავს მედიკამენტი, რომელიც ბაზარზე ახლახან გამოჩნდა?

850 000 დოლარი ერთი დოზისთვის – რას კურნავს მედიკამენტი, რომელიც ბაზარზე ახლახან გამოჩნდა?

  • „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • გოგონა გარდაიცვალა და ოჯახმა ის დაკრძალა, იმავე დღეს სრულიად მოულოდნელად გოგონას ოჯახში კარზე კაკუნის ხმა გაისმა

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ნანუკა ჟორჟოლიანი შეყვარებულია სიგიჟემდე – ნახეთ ნანუკამ რჩეულის ვინაობა გაამხილა და ვერც კი დაიჯერებთ ვინ აღმოჩნდა ის

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ხუთი ადგილი სახლში, სადაც ფულის არასდროს არ უნდა შეინახოთ

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ბანკეტის დღეს ცოლად მამაჩემის მძღოლს გავყევი.. დედაჩემი წლები ვერ ინელებდა ამბავს, რომ მისი მდიდარი გოგო ღარიბ მძღოლს გაჰყვა ცოლად, თუმცა ჩემი და მაინც ყველაზე დიდი პრობლემა აღმოჩნდა..

    0 shares
    Share 0 Tweet 0
mitargmne.ge mitargmne.ge mitargmne.ge
მინების წმენდა
სახლის დალაგება
დასუფთავების კომპანია
ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ
შუშების წმენდა
ვიტრაჟების წმენდა
სახლის აშენება
სახლის მშენებლობა
კერძო სახლების მშენებლობა
შავი კარკასის აშენება ფასი
ინტერიერის დიზაინი
aviabiletebi avia.ge
ავტომობილის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა ფარების პოლირება ძრავის ქიმწმენდა რა ღირს მანქანის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა დიდი დიღომი მანქანის ქიმწმენდა ფასები მანქანის ქიმწმენდა საბურთალო მანქანის ქიმწმენდა ფასდაკლებით რა ჯდება მანქანის ქიმწმენდა
ქიმწმენდა
მომსახურება
სადარბაზოების დალაგება ფანჯრების წმენდა ვიტრაჟების წმენდა ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ რემონტის შემდგომი დალაგება დალაგება დღიურად ინტერიერის დიზაინი ბიზნეს ობიექტების დასუფთავება
  • ფილმები ქართულად
  • ქართულად გახმოვანებული ფილმები
  • ფილმები ქართულად
მანქანის ქიმწმენდა
რემონტის შემდგომი დალაგება
რემონტის შემდგომი დალაგება
ფილმები ქართულად
  • home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In