აღმოსავლური ფილოსოფიის ფენ-შუის სწავლების მიხედვით, სახლში არსებული ყველა ნივთი თავის დანიშნულების ადგილას უნდა იყოს მოთავსებული, წინააღმდეგ შემთხვევაში, საცხოვრებელი ადგილის ენერგეტიკული ატმოსფერო დაირღვევა.
- რას ასწავლის ფენ-შუის მოძღვრება?
ამ სწავლების მთავარი იდეა იმაში მდგომარეობს, რომ ყველაფერს აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი ენერგია. სახლში არსებული ნივთების განლაგებამ, შესაძლოა გავლენა მოახდინოს ადამიანების ენერგიაზე.
არსებობს სახლში არსებული ნივთების მოწყობის ზოგადი წესები. ფენ-შუი გვაძლევს რჩევებს, რომლებიც ეხება ავეჯისა და ნივთების განლაგებას, მაგ; სად უნდა მოავათავსოთ საწოლი? სად უნდა იყოს კარი და ასე შემდეგ.
ფენ შუის რჩევები ასევე ეხება, საწოლის ქვეშ არსებულ ნივთებსაც. იგი გვეუბნება, რომ საწოლის ქვეშ უნდა იყოს სივრცე. თუ ამას არ ვიზამთ, ადამიანს უამრავი დაავადება (ფიზიკური და ემოციური) ექნება. საწოლი ოთახის არასწორი ორგანიზება დაგიკარგავთ ყოველდღიურ დადებით ენერგეტიკას.
დაიმახსოვრეთ ერთი რამ, საწოლის ქვეშ არსებული ყველა ნივთი, დიდ გავლენას ახდენს ოთახის ენერგეტიკულ კომპონენტზე. ეს გავლენა არ აისახება მხოლოდ ჯანმრთელობის მდგომარეობას, იგი ასევე აისახება პირად ცხოვრებასა თუ ფინანსურ მდგომარეობაზე.
- რა არ უნდა იყოს საწოლის ქვეშ?
საწოლის ქვეშ არ უნდა იყოს ის, რაც ცუდ მოგონებებს უკავშირდება. სასწრაფოდ მოიშორეთ თავიდან ყოფილი პარტნიორების საჩუქრები. ცუდი მოგონებები ყოველთვის შეგახსენებთ თავს.
გაფუჭებული ან დახეული ტანსაცმელები – თუ ძველი გაფუჭებული ტანსაცმელები გჭირდებათ გადაკეთებისათვის ან ვინმეს საჩუქად, სასწრაფოდ სხვაგან შეინახეთ. ეს საგნები „იპარავენ“ დადებით ენერგიას.
„მკვდარი“ მცენარეები – ჩვენ არ ვსაუბრობთ გამხმარ ყვავილებზე, არამედ ნებისმიერი იკებანაზე. მსგავსი ნივთები მკვდარი ენერგიების წყაროა, ისინი უბრალოდ კეთილდღეობის ენერგიებს გიუარესებენ.
გატეხილი ნივთები – იქიდან გამომდინარე, რომ გაფუჭებული ან გატეხილი ნივთი აღარ ასრულებს თავის მდგომარეობას, უბრალოდ აგროვებს „გაფუჭებულ“ ენერგიას. თუ შეამჩნიეთ, რომ გაგუჭებული სათამაშო ან სხვა ნივთი დივანის ქვეშ აღმოჩნდა, სასწრაფოდ თავიდან მოიშორეთ.
ძველი ტექნიკა – თუ საწოლის ქვეშ უსარგებლო გაფუჭებული ტექნიკა გიდევთ, აუცილებლად სათავისო ადგილი მიუჩინეთ. ფენ-შუის სწავლების თანახმად, საწოლი ადგილი სუფთა უნდა იყოს. ამიტომ, ახლავე შეამოწმეთ თქვენი საწოლი ოთახი!