• home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page
Friday, May 9, 2025
  • Login
INew.ge
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
INew.ge
No Result
View All Result
Home საზოგადოება

როგორ მოიკლა თავი მამამ, რომელმაც შვილებს ბოლო ლუკმა წაართვა…

by inew
21 December 2022
in საზოგადოება
0
როგორ მოიკლა თავი მამამ, რომელმაც შვილებს ბოლო ლუკმა წაართვა…
0
SHARES
415
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter
რემონტის შემდგომი დალაგება

ტრაგედია უგმიროთ.. შეუგნებლად დაერიდა ბავშების სივილს – გამოვიდა ქოხიდან… გადიარა ეზო… უგზო-უკვლოთ მიდიოდა. სადღაც ყანაში ჩამოჯდა ქვაზე. ერთი ფიქრიც არ ჩნდებოდა თავში.. ცალ-ცალკე სიტყვები გაიელვებდენ ნაპერწკალივით: „ჭადი“… „ბავშები“… „ხარი“… ისევ ადგა, ჯერ შარაგზას გაყვა, მერე ორღობეში შეუხვია: დაუძახა ვიღამაც. მობრუნდა.

– გუშინწინ რომ მთხოვე ფქვილი, ღმერთია მოწამე, არ მქონდა; აი დღეს ქე მაქ ცოტა, და ნახევარ ჯამს გიზიარებ.. ოღონდ არ დამღუპო – იმ პარასკევს უნდა დამიბრუნო.

– მომეცი! – მოკლეთ მოუჭრა და ღობეს მიადგა.

– ამ ტოპსიკას ნუ გამომიგზავნი. მე თვითონ წამოვიღებ…

ადგილიდან არ იძროდა და ხმასაც არ იღებდა.

– რა დაგემართა, კაცო?

– არაფერი!

– ნუ გეშინია, ღმერთი მოწყალეა, ჩვენკენაც მოიხედავს…

ნელა შემობრუნდა, უხმოთ მოშორდა მოხუც დედაკაცს – თავის ნათლიას, რომელიც გულში ფიქრობდა: შენი მტერია, ეს ნახევარი ჯამი ფქვილი კი დავკარგე… მარა ჩემი რძალი მაინც არ გაიგებდეს… რას უშველის, საწყალს, ნახევარი ჯამი?.. ეხ, ღმერთო, ღმერთო!

– მამა, ფქვილი მოიტანე? – ახრიალდენ ბავშები.

– გვაჭმევ?

– კი, შვილო, კი, ბიჭო, – ეუბნებოდა ხან ერთსა და ხან მეორეს.

ბავშებს უთქმელათ მოჰქონდათ ფიჩხი, ანთებდენ ცეცხლს, აწყობდენ და ასწორებდენ კეცებს.

მამამ წუთში მოზილა ცომი და გავარვარებულ კეცებს დააკრა; ბავშების მოუთმენლობამ მოაგონა, რომ კარგი იქნებოდა ჭადების გამოცხობამდი მათი თავიდან მოშორება.

– აბა, ბიჭებო, წადით და ბიცოლა ეფროსინეს ოხრახუში გამოართვით – ბევრი აქვს, მოგცემთ…

ბავშები გაიქცენ.

ჭადის სუნმა მამაც აიტაცა. კეციდან ჭადი აიღო, გატეხა, გასაგრილებლად დაბერა და „გასასინჯათ“ ლუკმა პირში ჩაიდვა. მთელ სხეულს განუზომელი მადა აღეძრა…

მეორე ლუკმა… სწვავდა ენას და მაინც სჭამდა.

ბავშები შემოვარდენ.

– მომეცი, მამა!..

– მეც!..

– გადით, თქვე გასაწყვეტლებო!

– მამა, მამა!!..

– მამა, ერთი ლუკმა!

ბავშები ცალი ხელით მილახა და ლაფაროში გაყარა; იქედანაც თვალზე ცრემლშემხმარი ბავშები ძაღლებივით კნაოდენ და იძახდენ:

– მამა, გვაჭამე!

ყურადღებას არ აქცევდა. მერე ერთიანათ ჩაიმუჭა პირში ბავშების მიერ მოტანილი ოხრახუში და წავიდა… გადავიდა ტევრში… მიწვა… კარგა ხანს ისვენებდა გარეტიანებული, თვალგახილული, მთვლემარი.

წამოიწია, დაჯდა. ბავშების სივილი მოაგონდა… მე შევჭამე….

ბავშებს არაფერი ვაჭამე… ღმერთო, რა მომივიდა?.. სირცხვილი!.. ხალხს რაღა უთხრა?!. ვაი თუ დაიხოცენ…

ადგა, მივიდა ბავშებთან… გადაბელილი ბჟოლის ძირში მიგდებულიყვენ… ეძინათ… მამა მიუწვა. ცრემლი შეჩერებოდა წამწამზე. თავს იკავებდა: “არ გავაღვიძო მაინც! რა ვქენი! დედა ხომ არ იზამდა!!”.’

უმცროსს გამოეღვიძა. გაუკვირდა, ჩააჩერდა მამას.

– მამა!.. – წყნარათ დაიწყო ბავშმა.

– რა, შვილო? – ნაზათ უპასუხა.

– მთლად შეჭამე?

– !!

– მამა, ცოტა იქნება დაგრჩა – მომეცი… მუცელი მტკივა, არ გაგამხელ…

მამას ზლუქუნი წასკდა. პატარა ბავშსაც გაეღვიძა „მშია“-„მშიას“ ძახილით. მამა წამოიჭრა, ეზო გადირბინა. ვენახში მოხვდა. გაბმული ცხვარი სძოვდა. ახსნა. გავიდა ხეზე. დაჯდა. ბაწარი ტოტს მაგრათ მიაბა, მარყუჟი გამოსკვნა მეორე ბოლოში, გაშინჯა – კისერზე თუ მომიჭერსო და…

კეთილი ბებერი ნათლია იფოფრებოდა: – ღმერთო! ღმერთო! რა დროს მომასწარი!.. რა საცოდაობა დატრიალდა… ვინ მოუვლის დამშეულ ობლებს?!

– რაღა ჩემს ვენახში, ჩემი კარის უკან, ჩემი ბაწრით ჩამოიხჩო თავი ამ ოჯახქორმა! – ბრაზობდა და იწყევლებოდა მეზობელი, რომელსაც ამ შემთხვევის გამო, ვინ იცის, რა მოელოდა…

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..

ნიკო ლორთქიფანიძე, 1922 წელი

გენერალური დალაგება ქიმწმენდა
Previous Post

„შვილო ქმარმა შემოგითვალა არ მწყენია, გოგო რომ გყავსო..“ – რა წერილი მისწერა დედამ მშობიარე ქალიშვილს

Next Post

„ერთი კარგი კაცი მთხოულობდა, მაგრამ ბავშვებს მამინაცვალს ხომ არ მივუყვან სახლში.. საყვარელი სამუშაოც მივატოვე.. ანუ ისტორია იმის შესახებ, როგორ დავინგრიე ჩემი ცხოვრება და რა შედეგი მივიღე ამით..“

Next Post
„ერთი კარგი კაცი მთხოულობდა, მაგრამ ბავშვებს მამინაცვალს ხომ არ მივუყვან სახლში.. საყვარელი სამუშაოც მივატოვე.. ანუ ისტორია იმის შესახებ, როგორ დავინგრიე ჩემი ცხოვრება და რა შედეგი მივიღე ამით..“

„ერთი კარგი კაცი მთხოულობდა, მაგრამ ბავშვებს მამინაცვალს ხომ არ მივუყვან სახლში.. საყვარელი სამუშაოც მივატოვე.. ანუ ისტორია იმის შესახებ, როგორ დავინგრიე ჩემი ცხოვრება და რა შედეგი მივიღე ამით..“

  • „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • გოგონა გარდაიცვალა და ოჯახმა ის დაკრძალა, იმავე დღეს სრულიად მოულოდნელად გოგონას ოჯახში კარზე კაკუნის ხმა გაისმა

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ნანუკა ჟორჟოლიანი შეყვარებულია სიგიჟემდე – ნახეთ ნანუკამ რჩეულის ვინაობა გაამხილა და ვერც კი დაიჯერებთ ვინ აღმოჩნდა ის

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ხუთი ადგილი სახლში, სადაც ფულის არასდროს არ უნდა შეინახოთ

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ბანკეტის დღეს ცოლად მამაჩემის მძღოლს გავყევი.. დედაჩემი წლები ვერ ინელებდა ამბავს, რომ მისი მდიდარი გოგო ღარიბ მძღოლს გაჰყვა ცოლად, თუმცა ჩემი და მაინც ყველაზე დიდი პრობლემა აღმოჩნდა..

    0 shares
    Share 0 Tweet 0
mitargmne.ge mitargmne.ge mitargmne.ge
მინების წმენდა
სახლის დალაგება
დასუფთავების კომპანია
ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ
შუშების წმენდა
ვიტრაჟების წმენდა
სახლის აშენება
სახლის მშენებლობა
კერძო სახლების მშენებლობა
შავი კარკასის აშენება ფასი
ინტერიერის დიზაინი
aviabiletebi avia.ge
ავტომობილის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა ფარების პოლირება ძრავის ქიმწმენდა რა ღირს მანქანის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა დიდი დიღომი მანქანის ქიმწმენდა ფასები მანქანის ქიმწმენდა საბურთალო მანქანის ქიმწმენდა ფასდაკლებით რა ჯდება მანქანის ქიმწმენდა
ქიმწმენდა
სადარბაზოების დალაგება ფანჯრების წმენდა ვიტრაჟების წმენდა ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ რემონტის შემდგომი დალაგება დალაგება დღიურად ინტერიერის დიზაინი ბიზნეს ობიექტების დასუფთავება
  • ფილმები ქართულად
  • ქართულად გახმოვანებული ფილმები
  • ფილმები ქართულად
მანქანის ქიმწმენდა
რემონტის შემდგომი დალაგება
რემონტის შემდგომი დალაგება
ფილმები ქართულად
  • home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In