აკრძალულ ადგილზე დაყენებული მანქანა, ბავშვიანად, ევაკუატორმა წაიყვანა მორიგი შემთხვევა მოხდა, როცა მშობლები პატარა ბავშვებს მანქანის სალონში მარტოკას, დიდხანს ტოვებენ და რისკის ქვეშ აგდებენ.
ამჯერად პეტერბურგის ცენტრალურ რაიონში 36 წლის ქალმა მანქანა უადგილო ადგილას დააყენა, ოთხი თვის ბავშვი სალონში დატოვა, თვითონ კი პაემანზე გაეშურა – თურმე ქმართან ჰქონდა დაგეგმილი პაემანი კაფეში.
როგორც თვითმხილველები ამბობენ, მამაკაცს ეტყობოდა ნერვიულობა, როცა გაიგო, რომ დედამ ბავშვი სალონში დატოვა.
კაცი რამდენჯერმე წამოდგა, რომ ბავშვის სანახავად წასულიყო, თუმცა ქალი აჩერებდა: “სძინავს და კარგად არის, ნუ ღელავო”.
ამასობაში აკრძალულ ადგილას დაყენებულ მანქანას საჯარიმოზე ევაკუატორებმა მიაკითხეს. მათ არც მიუქცევიათ ყურადღება, რომ სალონში ბავშვი იყო, ისე წაიყვანეს მანქანა.
ბავშვს გაუმართლა, რომ საღ-სალამათი გადაურჩა ამდენ პერიპეტიას და ბევრ სხვა პატარასავით სალონში უჰაერობისგან არ გაიგუდა.
დედა მხოლოდ მანქანის გადაყვანიდან 20 წუთში გამოჩნდა და ადგილზე რომ არ დახვდა ტრანსპორტი, პოლიციას მიმართა…
ამჟამად მის წინააღმდეგ მოსმენა იგეგმება და მოუწევს პასუხის გაცემა, თუ რატომ მოიქცა ასე არაადეკვატურად, როგორც დედა.
სამწუხაროდ, ასეთი შემთხვევები იშვიათი არ არის. ბოლო დროს ხშირად ტოვებენ პატარებს მანქანის სალონში, თავად კი საქმეებზე მიეშურებიან და არაერთხელ გარდაცვლილან სალონში უჰაეროდ დარჩენილი ბავშვები.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..
ყურადღება: ფოტო პირობითია