ყოველთვის მძულდა ის ბიჭები, ძმაკაცის ცოლებს სხვა თვალით რომ უყურებდნენ, შემეძლო, მომეკლა. სულ იმას ვტრაბახობდი, მსგავსი რამ ჩემს ცხოვრებაში არ მოხდება და თუ მაინც მოხდა, უეჭველი თავს მოვიკლავ და ვერავინ მიხვდება მიზეზს-მეთქი.
მაგრამ, სამწუხაროდ, ასე მოხდა. ვერც თავი მოვიკალი და ვცდილობ, ძმაკაცის ცოლი, როგორმე ჩემი გახდეს. მე და ლუკა ბავშვობის ძმაკაცები ვართ. ხშირად ვრჩებოდით ერთმანეთთან და გათენებამდე ვსაუბრობდით.
ყველაფერი ვიცოდით ერთმანეთზე და არც არაფერი დაგვიმალავს. როცა ლიკა გამოჩნდა მის ცხოვრებაში, პირველი მე გამიმხილა და მართლა, გულით ვცდილობდი, ორივეს დავხმარებოდი, რომ ერთად ყოფილიყვნენ.
ლიკა კარგი გოგოა – მიმზიდველი, ლამაზი, ჭკვიანი და თავშეკავებული. ლუკას სულ იმას ვეუბნებოდი, ბიჭო, ბედი გქონია, ასეთ გოგოს რომ უყვარხარ, დროზე მოიყვანე ცოლად, სანამ სხვა დაგასწრებს და გაუფრთხილდი-მეთქი.
მათ ქორწილში მეჯვარე ვიყავი და მეამაყებოდა, მომავალში, მათი შვილის ნათლია რომ უნდა გავმხდარიყავი. თუმცა, ერთ დღესაც აღმოვაჩინე, რომ ბავშვობის ძმაკაცის ცოლის მიმართ, გულგრილი არ ვიყავი.
საშინლად შემრცხვა ჩემი თავის, მაგრამ გრძნობებს ვერ გავუმკლავდი. ერთი პერიოდი, მათთან საერთოდ გავწყვიტე კონტაქტი – აღარც მივდიოდი და აღარც ვურეკავდი. ლუკა ნაწყენი იყო – რა იყო, ბიჭო, ჩემი დაოჯახება გეწყინაო.
მოკლედ, ისე დავიბენი და უცნაურ სიტუაციაში აღვმოვჩნდი, თავად შემძულდა საკუთარი თავი. ფაქტია, არ მინდოდა, ძმაკაცის ცოლისთვის სხვა თვალით შემეხედა.
მაგრამ ასე გამოვიდა და ხშირად დამიჭერია თავი როგორ ვაკვირდები, მიშტერდება თვალი და ვხვდები, სექსუალური ლტოლვა მაქვს მის მიმართ. არადა, არც ძმაკაცის დაკარგვა მინდა და ვერც მის ცოლზე ფიქრს ვანებებ თავს.
ერთი პერიოდი, ვფიქრობდი, იქნებ რაიმე ინტრიგა ჩავხლართო და ლუკა და ლიკა ერთმანეთს დავაშორო, ნელ-ნელა ძმაკაცი დავკარგო, მის ცოლს კი უფრო დავუახლოვდე, მერე კი მე მოვიყვანო ცოლად-მეთქი.
მაგრამ მივხვდი, ეს რომ გავაკეთო, ხალხი რას ილაპარაკებს ჩემზე… არადა, მართლა ვეღარ ვძლებ ლიკას გარეშე. მის გვერდით რომ ვარ, ვგრძნობ, ბედნიერებით ვივსები.
პრობლემები არ მაღელვებს და მავიწყდება ირგვლივ ყველაფერი. მასთან ერთად საწოლში რომ წარმოვიდგენ თავს, სულ ვგიჟდები.
ლუკა ხშირად მიყვება ისეთ მომენტებს, რაც, წესით, არ უნდა მითხრას. ისე მენდობა, იმასაც კი მეკითხება, კონკრეტულ სიტუაციაში როგორ მოიქცეს ცოლთან მიმართებაში. მათი პირადი ურთიერთობების შესახებაც კი მომიყვა.
ვერც ვერავის ვეუბნები, რა ხაფანგშიც გავყავი თავი და ვეღარც უთქმელობას ვიტან. ვგრძნობ, ნელ-ნელა გამოვდივარ წყობიდან, ვკარგავ კონტროლს საკუთარ თავზე და არ არის გამორიცხული, ერთ დღესაც პირდაპირ ვუთხრა ჩემს ძმაკაცს:
რა ვქნა, ძმაო, შენი ცოლი შემიყვარდა და გინდა მომკალი-მეთქი. ზუსტად ვიცი, ლუკა ამის გამო მომკლავს და არ მაცოცხლებს, მაგრამ ასეთ სიცოცხლეს, სიკვდილი მირჩევნია.
კაცური თავმოყვარეობაც დავკარგე და ვერც სხვა გოგონებს ვუყურებ. მხოლოდ ლიკა მიდგას თვალწინ და მინდა, მის გვერდით ჩემი ძმაკაცი კი არა, მე ვიწვე და ვეფერებოდე.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..
ყურადღება: ფოტო პირობითია; წყარო: თბილისლები
ნიკუშა, 22 წლის.