• ჩვენს შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
Saturday, March 14, 2026
inew.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
No Result
View All Result
inew.ge
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ცოლი ღალატის გამო გამშორდა, თუმცა ამას ღალატსაც ვერ ვუწოდებდი.. ახლა აღარ ვიცი, როგორ მოვიქცე, სახლიდან გამომაგდო, ფულსაც მძალავს..

by inew
22 December 2022
in საზოგადოება
0
ცოლი ღალატის გამო გამშორდა, თუმცა ამას ღალატსაც ვერ ვუწოდებდი.. ახლა აღარ ვიცი, როგორ მოვიქცე, სახლიდან გამომაგდო, ფულსაც მძალავს..
0
SHARES
801
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

ცოლს ღალატის გამო გავშორდი, ანუ, მე ვუღალატე და არ მაპატია. თუმცა, ჩემს საქციელს მთლად ღალატადაც ვერ ჩავთვლი, რადგან, ოფიციალური საყვარელი კი არ გავიჩინე, შემთხვევითი ურთიერთობა მქონდა ქალთან, რომელიც არც მანამდე და არც მერე აღარ მინახავს.

შემთხვევითი-მეთქი, იმიტომ ვამბობ, რომ მართლაც ასე მოხდა. ჩემი მეგობარი ცოლს ირთავდა და ქორწილის წინ „მალჩიშნიკი“ მოაწყო.

ცხადია, მარტო კაცები ვიყავით, მაგრამ, ქეიფის შემდეგ ერთ-ერთმა ჩვენმა ძმაკაცმა სიურპრიზი გაგვიკეთა და ქალები მოიყვანა. რა უნდა მექნა ასეთ დროს, გამომეცხადებინა, რომ პიონერული ფიცი მაქვს ცოლისთვის მიცემული და სახლში უნდა წავიდე-მეთქი?!

მით უმეტეს, რომ, ისეთი ნასვამი ვიყავი, იმ ქალის სახეც კი აღარ მახსოვს. ეს ამბავი კი ისევ იმ სიურპრიზის ავტორი ძმაკაცის წყალობით გასკდა:

მეორე დღეს ათჯერ მაინც დამირეკა – ჯანზე როგორ ხარ, ხომ არ დაბერდიო. ერთ-ერთ დარეკვაზე ჩემი მობილური ცოლმა აიღო და იმ იდიოტმა მასაც იგივე უთხრა:

მე მეგონა, შენი ქმარი დაბერდა და ჩამოსაწერი გახდა, მაგან კი ყველას გადაგვიჯოკრა, იმისთანა რამეები ჩაიდინაო. ჩემი ცოლი ისედაც ეჭვიანია და ესღა უნდოდა?!

ჯერ ჩემი ტანსაცმელი დაათვალიერა დიდი ლუპით და ოქროსფერი თმის რამდენიმე ღერი იპოვა პიჯაკზე მიკრული. მერე იმ ღერებით ხელში, დოინჯშემოყრილი დამადგა თავზე და, ისეთი დაკითხვა მომიწყო, ვეღარ გავუძელი და ყველაფერში გულწრფელად გამოვუტყდი.

მერე ლამის მუხლებზე დამდგარი ვთხოვდი პატიებას, მაგრამ, არც კი მომისმინა. მაშინვე ჩაალაგა ჩემი ნივთები და ერთი დღის ვადა მომცა, რომ ჩემთვის ბინა მეშოვა, თვითონ კი მეორე დილითვე გავარდა და გაყრაზე შეიტანა განცხადება.

მიზეზად, ცხადია, ჩემი ღალატი დაასახელა. ამ ყველაფრის შემდეგ ჩამოურეკა ჩემს ძმაკაცებს და ყველას გარყვნილი და გათახსირებული უძახა.

შემდეგ დაემუქრა, თქვენს ცოლებს დავურეკავ და ყველაფერს ვეტყვიო. საწყლები ისეთ დღეში ჩაყარა, ხან რიგ-რიგობით და ხან ერთად მოდიოდნენ და ეხვეწებოდნენ, ცოლებთან არ დაგვაბეზღოო.

საბედნიეროდ, ქეთის ცოლებთან არ დაურეკავს, მაგრამ, მე მაინც გამეყარა, ალიმენტიც დაანიშნინა და ახლა ისეთ დღეში მაგდებს, თავის მოკვლა მინდა:

გარდა იმისა, რომ ნამუსზე ამაგდო და ბინიდან წილი არ მომცა (თუ მზად ხარ, შენს შვილებს ბინა წაართვა, კი ბატონო, წაიღე შენი ერთი ოთახიო), ჩემი საბანკო ანგარიშიდან ყოველ კვირას მახსნევინებს საკმაოდ სოლიდურ თანხებს და, რომ ჰკითხო, ბავშვებს ახმარს.

მე ჩემს შვილებს ისედაც არაფერს მოვაკლებ, მაგრამ, ეს გამოძალვა საშინლად მაღიზიანებს და მაბრაზებს.

აქამდე ყველაფერზე ვთანხმდებოდი იმის შიშით, რომ ბავშვების ნახვა არ ამიკრძალოს-მეთქი, მაგრამ, ყველაფრის მიუხედავად, მაინც არ მაძლევს შვილებთან შეხვედრის უფლებას, იმის მიუხედავად, რომ სასამართლომ უფლება მომცა, ბავშვები კვირაში ერთხელ ვნახო.

აღარ ვიცი, როგორ მოვიქცე. ზედმეტ უსიამოვნებასაც ვერიდები, რადგან ბავშვები ისედაც საშინლად განიცდიან სახლიდან ჩემს წასვლას. ერთმა ახლობელმა მირჩია, ცოლს სასამართლოში უჩივლე, რომ შეთანხმებისა და სასამართლოს გადაწყვეტილებას არღვევსო, მაგრამ, ამას ვერ ვაკეთებ.

ჯერ ერთი, მერიდება, რომ ჩემი შვილების დედას ვუჩივლო, თანაც, ზუსტად ვიცი, ამას ისეთი რეაქცია მოჰყვება, მთლად შეაძულებს შვილებს ჩემს თავს.

ჰოდა, ვარ ახლა ასე – უოჯახოდ, უშვილებოდ, ნაქირვებ ბინაში და იმას ვფიქრობ, როგორ მოვიქცე, რომ ჩემს ყოფილ ცოლს გული მოვულბო და თუნდაც ბავშვების ხათრით შემირიგდეს.

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში…

ყურადღება: ფოტო პირობითია

გუჯა, 36 წლის.

გენერალური დალაგება ქიმწმენდა
Previous Post

ქმარმა ავადმყოფი დედის სახლში მოყვანა ამიკრძალა.. მე კი ეს გავაკეთე, არვიცი რამდენად სწორი იყო, მაგრამ დედაჩემს, რომელსაც დიდი დღე აღარ უწერია, სიცოცხლის ბოლო დღეებში მაინც მოვუვლი ისე, რომ მერე სინანულმა არ შემიპყროს..

Next Post

ცხოვრებაში შეცდომა არ დამიშვია. ვფიქრობდი, იმდენად ჭკვიანი ვიყავი, ვერავინ შეძლებდა ჩემს მოტყუებას, მაგრამ ცოლიანი კაცის მახეში ისე გავები, აზრზე ვერ მოვედი…

Next Post
ცხოვრებაში შეცდომა არ დამიშვია. ვფიქრობდი, იმდენად ჭკვიანი ვიყავი, ვერავინ შეძლებდა ჩემს მოტყუებას, მაგრამ ცოლიანი კაცის მახეში ისე გავები, აზრზე ვერ მოვედი…

ცხოვრებაში შეცდომა არ დამიშვია. ვფიქრობდი, იმდენად ჭკვიანი ვიყავი, ვერავინ შეძლებდა ჩემს მოტყუებას, მაგრამ ცოლიანი კაცის მახეში ისე გავები, აზრზე ვერ მოვედი...

  • „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • გოგონა გარდაიცვალა და ოჯახმა ის დაკრძალა, იმავე დღეს სრულიად მოულოდნელად გოგონას ოჯახში კარზე კაკუნის ხმა გაისმა

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • “ჩემი ერთადერთი შვილის სიკვდილი არც მიდარდია და არც ცრემლი ჩამომვარდნია, რძლის მამამ და ბიძამ მომიკლეს და იმ ხალხს არ ვუჩივლე, რაც დაიმსახურა ის მიიღო.. ერთხელ მის საძინებელში შევედი და..”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ხუთი ადგილი სახლში, სადაც ფულის არასდროს არ უნდა შეინახოთ

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ბანკეტის დღეს ცოლად მამაჩემის მძღოლს გავყევი.. დედაჩემი წლები ვერ ინელებდა ამბავს, რომ მისი მდიდარი გოგო ღარიბ მძღოლს გაჰყვა ცოლად, თუმცა ჩემი და მაინც ყველაზე დიდი პრობლემა აღმოჩნდა..

    0 shares
    Share 0 Tweet 0
mitargmne.ge mitargmne.ge mitargmne.ge
aviabiletebi avia.ge

შემოგვიერთდი Facebook-ზე

პარტნიორი კომპანია:

OfficeCare – ოფისების რეგულარული დალაგება

დასუფთავების კომპლექსური სერვისები:

ხალიჩის რეცხვა

ხალიჩების ქიმწმენდა - რბილი ავეჯის ქიმწმენდა
ხალიჩების ქიმწმენდა ოფისებისთვის – OfficeCare
რემონტის შემდგომი დალაგება
ზოომაღაზია – ძაღლის საკვები, აქსესუარები და მოვლა
ამანათები ჩინეთიდან
  • ჩვენს შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

© 2026 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ

© 2026 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.