• home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page
Saturday, May 10, 2025
  • Login
INew.ge
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
INew.ge
No Result
View All Result
Home საზოგადოება

მეტროს ვაგონში ერთი პატარა ბიჭი შემოვიდა, გარეგნულად 9-10 წელს თუ მისცემდი. ხელში საეკლესიო კალენდრები ეჭირა და თითოს 50 თეთრად აფასებდა.. უცებ ჯიბეში დაიწყო რაღაცის ძებნა და რომ ვერ იპოვა სკამზე ჩამოჯდა და ტირილი დაიწყო..

by inew
16 March 2023
in საზოგადოება
0
მეტროს ვაგონში ერთი პატარა ბიჭი შემოვიდა, გარეგნულად 9-10 წელს თუ მისცემდი. ხელში საეკლესიო კალენდრები ეჭირა და თითოს 50 თეთრად აფასებდა.. უცებ ჯიბეში დაიწყო რაღაცის ძებნა და რომ ვერ იპოვა სკამზე ჩამოჯდა და ტირილი დაიწყო..
0
SHARES
3.7k
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter
რემონტის შემდგომი დალაგება

დეიდას ფული მედო ჯიბეში და მგონი დავკარგე…(და ამ დროს კიდევ ცრემლები წასკდა) დღეს ღამით მეტროს ვაგონში ერთი პატარა ბიჭი შემოვიდა, გარეგნულად 9-10 წელს თუ მისცემდი. ხელში საეკლესიო კალენდრები ეჭირა და თითოს 50 თეთრად აფასებდა. ყიდვის მსურველი არავინ ჩანდა, ის კი უხალისოდ ათალიერებდა ხალხს.

უცებ ჯიბეები მოიჩხრიკა, ალბათ რაღაცის მოძებნა უნდოდა და თავის ადგილზე რომ არ დახვდა, ცარიელ სკამზე ჩამოჯდა, თავი ჩაღუნა და ცრემლები წასკდა, თან ცდილობდა, არავის შეემჩნია…

ასე იჯდა ერთხანს თავჩაღუნული, შემდეგ კი გაჩერებაზე ცრემლი მოიწმინდა და უხმაუროდ მომდევნო ვაგონში გაუჩინარდა…

დავინტერესდი რამ აატირა ასე უცებ, ვიფიქრე, ალბათ თავის მოსაწყლება უნდოდა, მაგრამ მაინც გულწრფელად ვინანე, რომ მისგან თუნდაც ერთი კალენდრის ყიდვა ვერ მოვასწარი.

მგზავრობის დასასრულს, როცა ვაგონიდან გამოვედი, ბიჭს ისევ მოვკარი თვალი, წინა ვაგონიდან ჩემზე ადრე გამოსულს და კუთხეში თავჩაღუნულს ხელები უკანკალებდა და შემცივნებული მორცხვად იწმენდდა ცრემლს.

რა გქვია-მეთქი, ვკითხე და მიპასუხა:

– ომარი, თურმანიძე

– რამდენი წლის ხარ, ომარ?

– თოთხმეტის.

– რატომ ტიროდი წეღან მეტროში?

– დეიდას ფული მედო ჯიბეში და მგონი დავკარგე…(და ამ დროს კიდევ ცრემლები წასკდა).

– ომარ, მისმინე, გაჩუქა ვინმემ თუ ნაყიდი გაქვს ეს კალენდრები?

– მე და დეიდას 20 თეთრად გვაქვს ნაყიდი თითო და 50 თეთრად ვყიდით.

– და როგორ გირჩევნია, 10 ცალი ვიყიდო თუ ყიდვის გარეშე მოგცე 5 ლარი?

– იყიდე…

გადმომითვალა 10 ცალი კალენდარი და 5 ლარი მივეცი. ამის დამნახავმა პოლიციელმა, მეტროს “გამცილებელმა” და დამლაგებელმა ომარისგან კიდევ 2-2 ცალი კალენდარი შეიძინეს, ის კი სიხარულით პირჯვარს იწერდა და ცოტა ხნის წინ რამდენიმე ლარის დაკარგვით გამოწვეული ცრემლი სიხარულის ცრემლით ეცვლებოდა.

მეტროს კიბეებზე ერთად ამოვედით, გზად როგორც პატარა ბავშვს, ყველაფერი ვუთხარი რაც შემეძლო მეთქვა, რომ გული არ გაეტეხა, რამის შესწავლაზე ეფიქრა და ადრე თუ გვიან თავისი ყოფის გამოსწორებას თავადვე შეძლებდა. ისიც ვურჩიე, სხვა რამის გაყიდვა ეცადა – ოღონდ ბაზარში, ბოლოს კი ვთხოვე მოეყოლა თავის შესახებ და ეთქვა, რა უნდოდა ყველაზე მეტად:

– დედა ცოტა ხნის წინ გარდამეცვალა, დეიდა მზრდის თავისთან, გლდანის მეორეში. გაყიდვით ახლა ვყიდი ამას, თორემ ცოტა ხნის წინ შუშხუნებს ვყიდდი, მანამდე – ტანსაცმელს, სათამაშოებს, უფრო ადრე კიდევ – პასტებს და ფანქრებს.

ნდომით ის მინდა, ვინმემ ამოქარგვა ან მინანქრისგან რამის გაკეთება მასწავლოს, რომ თვითონვე ვიმუშავო, ასე ცხოვრებას მაინც აჯობებს, – და ამ დროს თვალებში იმედის ნაპერწკალი აენთო, ალბათ გაიფიქრა, როგორ იცხოვრებენ ის და დეიდამისი ადამიანურ პირობებში.

მალე სუსხი მომერია და გამომშვიდოების დროც დადგა, ტელეფონის ნომერი ვთხოვე – არა გვაქვსო. ჩემი დავუტოვე, ვუთხარი, აუცილებლად დაერეკა ამ დღეებში ნებისმიერი ნომრიდან და ვეცდებოდი მისთვის რამე მომეხერხებინა.

კითხვა ხომ იცი-მეთქი, და კითხვა როგორ არ ვიციო… ჰოდა დავემშვიდობე და კიდევ ერთხელ გავამხნევე…

ახლაც რომ ვფიქრობ, შემეძლო კი რეალურად მესწავლებინა პატარა ბიჭისთვის, თუ რა და როგორ გაეყიდა? იმ “პატარა” ბიჭისთვის, რომელიც უკვე წლებია არ ეპუება შიმშილს, დუხჭირ ცხოვრებას… წვალობს სიცივესა და ქარში, მეტროსა და ბაზარში…

ყიდულობს და ყიდის იმას, რაზეც ხელი მიუწვდება და ამით ახალი დღის გასათენებელი ლუკმების ფულს შოულობს…

არა… ძალიან ძნელია მას რამე ასწავლო… მხოლოდ ის შეგიძლია ერთი, სამი, ან ხუთი დღე გაულამაზო. კიდევ ერთი, სამი ან ხუთი სიხარულისა და იმედის ნაპერწკალი აუნთო თვალებში.

მისცე ის ტანსაცმელი, რომელიც შენ უკვე აღარ გჭირდება, ან აჩუქო შესაძლებლობა, აიხდინოს ოცნება და მიიღოს ტექნიკური განათლება…

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..

ყურადღება: ფოტო პირობითია

სანდრო ბიწაძე; წყარო: მშობლები.გე

გენერალური დალაგება ქიმწმენდა
Previous Post

„ის ზამთარი დედაჩემის მოქსოვილ ჟაკეტთან ერთად გავატარე… ლოგინში ვიწვენდი…“

Next Post

რა მიზეზით ჰყავდა დედას საკუთარი ქალიშვილი 9 წლის განმავლობაში სახლში ჩაკეტილი და როგორ დასრულდა ეს ამბავი..

Next Post
რა მიზეზით ჰყავდა დედას საკუთარი ქალიშვილი 9 წლის განმავლობაში სახლში ჩაკეტილი და როგორ დასრულდა ეს ამბავი..

რა მიზეზით ჰყავდა დედას საკუთარი ქალიშვილი 9 წლის განმავლობაში სახლში ჩაკეტილი და როგორ დასრულდა ეს ამბავი..

  • „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • გოგონა გარდაიცვალა და ოჯახმა ის დაკრძალა, იმავე დღეს სრულიად მოულოდნელად გოგონას ოჯახში კარზე კაკუნის ხმა გაისმა

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ნანუკა ჟორჟოლიანი შეყვარებულია სიგიჟემდე – ნახეთ ნანუკამ რჩეულის ვინაობა გაამხილა და ვერც კი დაიჯერებთ ვინ აღმოჩნდა ის

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ხუთი ადგილი სახლში, სადაც ფულის არასდროს არ უნდა შეინახოთ

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ბანკეტის დღეს ცოლად მამაჩემის მძღოლს გავყევი.. დედაჩემი წლები ვერ ინელებდა ამბავს, რომ მისი მდიდარი გოგო ღარიბ მძღოლს გაჰყვა ცოლად, თუმცა ჩემი და მაინც ყველაზე დიდი პრობლემა აღმოჩნდა..

    0 shares
    Share 0 Tweet 0
mitargmne.ge mitargmne.ge mitargmne.ge
მინების წმენდა
სახლის დალაგება
დასუფთავების კომპანია
ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ
შუშების წმენდა
ვიტრაჟების წმენდა
სახლის აშენება
სახლის მშენებლობა
კერძო სახლების მშენებლობა
შავი კარკასის აშენება ფასი
ინტერიერის დიზაინი
aviabiletebi avia.ge
ავტომობილის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა ფარების პოლირება ძრავის ქიმწმენდა რა ღირს მანქანის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა დიდი დიღომი მანქანის ქიმწმენდა ფასები მანქანის ქიმწმენდა საბურთალო მანქანის ქიმწმენდა ფასდაკლებით რა ჯდება მანქანის ქიმწმენდა
ქიმწმენდა
სადარბაზოების დალაგება ფანჯრების წმენდა ვიტრაჟების წმენდა ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ რემონტის შემდგომი დალაგება დალაგება დღიურად ინტერიერის დიზაინი ბიზნეს ობიექტების დასუფთავება
  • ფილმები ქართულად
  • ქართულად გახმოვანებული ფილმები
  • ფილმები ქართულად
მანქანის ქიმწმენდა
რემონტის შემდგომი დალაგება
რემონტის შემდგომი დალაგება
ფილმები ქართულად
  • home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In