“ახლა მოვკვდები”, “სული ამიფორიაქა იმ პატარა ბიჭმა” სოციალურ ქსელი ბევრ ისეთ ადამიანურ ისტორიას გვამცნობს, ცხოვრების საერთო ორომტრიალში რომ შეუმჩნეველი გვრჩება.
ჟურნალისტი მაია რამიშვილი პეკინის ქუჩაზე მომხდარ ისტორიას გვიამბობს, რომელმაც მთელი სოციალური ქსელი შეძრა:
“პეკინზე, ერთი მაღაზიის წინ ხშირად ვხედავ დედა-შვილს. იქ სხედან, მომცრო ზომის ჭიქა უდევთ მიწაზე და დახმარებას ითხოვენ.
რაღაცნაირი სევდიანები არიან! ქალი თვალებს მალავს, ბავშვი კი მორჩილად ზის. ბიჭუნა 5- 6 წლის იქნება ალბათ, დღესაც იქ ისხდნენ.
ტრანსპორტს ველოდი და მათთან ახლოს მოვხვდი. ვხედავ მანქანა გაჩერდა, კაცი და პატარა ბიჭი გადმოვიდნენ და მაღაზიაში შევიდნენ.
არ ვიცი რას ყიდულობდა კაცი, მაგრამ ბავშვი გარეთ გამოვიდა და პატარა ბიჭს მიუჯდა. მერე შარვალზე ბრელოკი მოიხსნა და გაუწოდა…
იქ მჯდომმა ბიჭმა გაუღიმა, გამოართვა და “სანაცვლოდ” ბულკი მისცა! საოცარი სცენა იყო, რომ არა კაცი!!!!
კაცი მაღაზიიდან გამოვარდა, ბავში ააყენა, დატუქსა, ბულკი ხელიდან გამოგლიჯა და მანქანაში ჩასვა! ამ საქციელით გაოგნებულმა ვერ გავიგე, დედამ რა ჰკითხა ბიჭს, მაგრამ ბიჭის პასუხმა მომკლა:
“ბულკი სუფთა იყო, არ მომიკბეჩია…” !!!!!”, – წერს მაია რამიშვილი.
პოსტს უამრავი გამოხმაურება აქვს. “ახლა მოვკვდები”, “სული ამიფორიაქა იმ პატარა ბიჭმა”, “ამას უშველის ტოლერანტობის სახელმწიფო პროგრამა?! ესაა ჩვენი ქრისტინობა?!” – მსგავსი შინაარსისაა პოსტის კომენტარები.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..
ყურადღება: ფოტო პირობითია
წყარო: მშობლები.გე 2015 წელი;