ცოტა ადამიანს თუ უყვარს ობებები, ზოგს კი, ეს არსებები შიშს გვრის, არიან ისეთებიც, ვინც არახნოფობიით იტანჯებიან და პანიკური შეტევები ეწყებათ ობობების დანახვაზე, მაგრამ ისეთი ობებები, რომლებსაც მართლა შეუძლიათ ადამიანისთვის საფრთხის შექმნა,
სამყაროში ძალიან იშვიათად გვხვდება და ისინიც, შეტევაზე მხოლოდ თავდაცვის მიზნით გადმოდიან.
თითქმის ყველა ადამიანმა იცის ცრურწმენის შესახებ, რომ თუ ობობას მოკლავთ, მით უმეტეს, საცხოვრებელ სახლში, ეს ცუდის ნიშანია და სხვადასხვა უსიამოვნებებს მოგიტანთ.
მაგრამ ასევე არსებობს კიდევ ერთი არგუმენტი იმის შესახებ, რომ ობობების მოკვლა საერთოდ არ შეიძლება – თაობიდან თაობას არაერთი ცრურწმენა გადმოეცემა და ხალხი ხშირად იცავს ამ წესებს, მაგრამ ზოგიერთი, მათგან ყველაზე პოპულარულია.
ერთ-ერთი რწმენის მიხედვით, თუ ობობა სახლში ქსელს გააბამს, ეს ოჯახს წარმატებას და ბარაქას მოუტანს.
ამბობენ, რომ ეს სქსელი ბარიერივითაა, რომელიც ყველაფერ ნეგატიურს და ცუდს აკავებს. თუკი ამ ქსელს აყრით და ობობას გააგდებთ, თქვენ გზას გაუხსნით იმ ნეგატიურ ენერგიას, რომელიც სახლში შემოღწევას ლამობს.
ძველი დროიდან, ჩვენი წინაპრები თვლიდნენ, რომ თუ სახლში ობობას მოკლავთ, ამან ოჯახს შეიძლება უბედურებაც კი მოუტანოს, მით უმეტეს, თუ ეს პატარა ზომის ობობაა და არსებული რწმენით, რაც უფრო პატარაა ობობა, მის მოკვლას მით უფრო მეტი პრობლემის მოტანა შეუძლია.
სახლში ობობის მოკვლით, შეიძლება ოჯახის წევრებს დაავადებებიც კი გაუჩნდეთ, ეს იმას უკავშირდება, რომ ძველ დროში, აფთიაქები და მედიკამენტები როცა არ იყო, ხალხი დაავადებებს თავად უმკლავდებოდა სხვადასხვა მეთოდით და ბევრი ასეთი წამალი შეიცავდა ობობის ქსელს.
ხალხური ლეგენდების მიხედვით, ამირომ არ შეიძლება სახლში ობობის ქსელის აღება, რომელიც სასარგებლო თვისებების მატარებელია.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..