მას ყველგან უარყოფდნენ და ხელს კრავდნენ, მაგრამ… იყო განსხვავებული – ეს ყველასთვის სერიოზული გამოცდაა.
მაგრამ განსაკუთრებით რთულია ცხოვრება, თუ რაიმე უნარი გაქვს შეზღუდული. მით უმეტეს, თუ ეს ადრეულ ასაკში დაგეწყო ან დაბადებიდანვე ასეთი ხარ.
მაგრამ მაინც არ უნდა დაყარო ფარ-ხმალი. თუნდაც ფიზიკური კუთხით არ იყო სრულფასოვანი, ოცნების რეალიზება და სიმაღლეების მიღწევა შეიძლება, სხვებზე უკეთ შეძლო.
ამის დასტურია ამერიკელი მოდელი რებეკა მარინი. მას თანდაყოლილი ნაკლი აქვს – იდაყვს ქვემოთ მარჯვენა ხელი არ ჰქონია, მაგრამ ეს მისთვის განაჩენად არ იქცა. ბავშვობიდან ოცნებობდა მოდელის კარიერაზე და აისრულა კიდეც.
რასაკვირველია, საკმაოდ გაუჭირდა ოცნების ასრულება. მოდელისთვის პირველ რიგში გარეგნობაა მთავარი, ამიტომ მანეკენი პროთეზით ნონსენსად აღიქმებოდა.
არადა, რებეკა ბავშვობიდან დადიოდა სამოდელო ხელოვნების კურსებზე და სერიოზულად იყო მომზადებული ამისთვის.
ბევრგან ბოლო წუთს უთხრეს უარი. მწარედ ახსოვს ერთ-ერთი სააგენტოს დირექტორის სიტყვები. მან პირდაპირ გამოუცხადა, რომ რებეკა ვერასდროს გახდებოდა მოდელი და პროთეზიანი არავის სჭირდებოდა.
კარგად ხანს აღარც უცდია სხვა კასტინგებზე მისვლა, ფოტოების გადაღებაც შეწყვიტა და პროთეზსაც კი აღარ იკეთებდა.
თუმცა 6 წლის წინ ახალი, ბიონიკური ხელი მიიღო – უახლესი ტექნოლოგიებით დამზადებული პროთეზი, რომელმაც მეტი სითამამე შესძინა. ამ ხელს ნამდვილის მსგავსად შეუძლია ფუნქციების შესრულება, ხელში დაჭერა, ჟესტიკულირება.
რებეკა ისევ გადაწყვიტა, ხელახლა ეცადა. ნიუ-იორკში მოდის კვირეულისთვის რომ არჩევდნენ მოდელებს, იქ მივიდა და აიყვანეს. ასე გამოჩნდა პირველად სერიოზულ ჩვენებაში, დიდ პოდიუმზე.
ახლა ხომ დროც ისეთია, არაორდინარული და უჩვეულო მოდელები მეტად “ფასობენ” და რებეკას გაუმართლა.
პოდიუმზე მას გვერდს უმშვენებდა მადლენ სტიუარტი – გოგონა დაუნის სინდრომით, რომელიც ასევე მოდელი გახდა.
რებეკას წინ სერიოზული წინადადებები და კონტრაქტები აქვს – მან მიზანს მიაღწია!
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..
ყურადღება: ფოტო პირობითია