არაკაცები, წარსულშიც იყვნენ, დღესაც არიან და მომავალშიც იქნებიან.
”მოკლედ ასე დაიწყო: ჩემი მეუღლე ლამაზი და მოხდენილი ქალია. არც ვულგარულად აცვია და არც გამომწვევად. მაგრამ მისი სილამაზე მაინც თვალში მოსახვედრია. ეს ყოველთვის ვიცოდი და ვცდილობდი მაქსიმალურად მომეშორებინა “ტურები” ჩემი სიყვარულისგან.
ერთმა ნაბიჭვარმა, ჩემი მეუღლის ფოტოები დაათვალიერა, მოიწონა და შემდეგ გაცნობის მიზნით რაღაც უაზრო კითხვა დაუსვა. ქეთიმაც ზრდილობის გამო უპასუხა, მოკლედ და კონკრეტულად. გავიდა რამდენიმე დღე და კიდევ დაიწყო რაღაცეების მოწერა.
ქეთიც ცდილობდა არ გაეგრძელებინა და ბოლოს უთხრა, -” ვერ ხედავ ქმარი და შვილი მყავს, ამიტომ მეტჯერ აღარ შემაწუხო”-თო.
ამ არაკაცმა კი: – თუ არ შემხვდები, შენს ქმარს ვეტყვი, ვითომ შენთან ვიწექიო. იმ დროს მე და ქეთი ნაჩხუბრები ვიყავით. დიდი შანსი იყო ქეთის არაფერი ეთქვა ჩემთვის და ურთიერთობის გაუარესებისაგან თავის არიდების მიზნით შეხვედროდა კიდეც. მაგრამ, თავი ხელში აიყვანა, ჩვენი წყენა გვერდით გადადო და ყველაფერი მომიყვა.
მეც გამოვართვი ქეთის მისი ფბ-ექაუნთი და ავყევი ამ ტიპს ფლირტში. ვთხოვე მისი შიშველი ფოტო გამოეგზავნა, თავიდან იუარა, შემდეგ ვუთხარი შეგხვდები ოღონდ გამომიგზავნეთქო. გამომიგზავნა და მითხრა ახლა შენ შეასრულე პირობაო. მეც, რაღა მინდოდა მეტი? პაემანი ზღვაზე დავუთქვი, ვუთხარი მანქანის მარკა და ნომერი, ადგილიც სადაც დაველოდებოდი.
მეც ავიღე ჩემი ბეისბოლის ჯოხი, ჩავიდე მანქანაში და დათქმულ დროზე ადრე მივედი. უკვე შებინდებული იყო, სულ ბუქსაობით ამოიარა გზა საცოდავმა, ისე უხაროდა. მანქანა გვერდით გააჩერა, მე ცოტა ქვემოთ ჩავიწიე რომ არ დავენახე.
მოკლედ მომიახლოვდა და როგორც იყო ხელით მოიჩრდილა და ფანჯარაში უნდა შემოეხედა, კარი გავაღე და პირდაპირ შუბლში დავარტყი. იქვე მოწყვეტით დაეცა.
საბარგულიდან წინასწარ გამზადებული წყალი ამოვიღე და გამოვაფხიზლე. გონს რომ მოვიდა ვერ გაერკვია რა მოხდა, აზრზე მოვიდა თუ არა პირდაპირ კბილებში ჩავარტყი და ორივე კბილი მოსძვრა და კიდევ დაკარგა გონება. შემდეგ ფურცელზე ჩემი სახელი და ნომერი დავუწერე, ზედ მისი გასისხლიანებული წინა კბილი დავადე და ჯიბეში ჩავუდე.
მესამე დღეს, უცხო ნომერი მირეკავს და შეხვედრას მთხოვს. უკვე მივხვდი რაშიც იყო საქმე. მე ჩემს ბიჭებს ვუთხარი და ავედით საქმის გასარკვევად. თურმე, ეს შაკალი მხოლოდ ქალებთან არ ყოფილა ნაბოზარი. თავის ძმაკაცებისთვის უთქვამს, “მე არაფერ შუაში ვიყავი, ვიღაცამ ფბ გამიტეხა და ამის ცოლს წერდაო. ეს კიდევ სახლში მომივარდა და ისე მცემაო”.
ამოვიღე ტელეფონი, ყველაზე მეტად ვინც აქტიურობდა იმისიანს ვუთხარი, ერთი წუთი აბა აქ მოდი თქო და ვანახე იმის შიშველი ფოტო. და დავუყოლე: – “ჯერ მაგ აფერისტი ნაბიჭვრის დედაც, მაგისნაირების და ვინც ეგ რამით გაამართლოს იმათიც”-თქო.
ყველამ ბოდიში მოიხადა და წავიდნენ, ალბათ გზაში რაც მე დავაკელი იმას დაუმატებდნენ…
ახლა კი მთელი ცხოვრება დაამახსოვრდება როცა ბებრის პირივით გამოხშირულ კბილებს დაინახავს სარკეში, რომ სხვისი ცოლების დაშანტაჟება ძვირად დაუჯდება”!
გთხოვთ გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..