• home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page
Monday, June 30, 2025
  • Login
INew.ge
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
INew.ge
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ღმერთო, რატომ მოვიქეცი ასე? – დედის აღსარება შვილის დაკარგვამდე და 2 მარტივი კითხვა ყველა მშობელს

by inew
22 November 2022
in საზოგადოება
0
ღმერთო, რატომ მოვიქეცი ასე? – დედის აღსარება შვილის დაკარგვამდე და 2 მარტივი კითხვა ყველა მშობელს
0
SHARES
889
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter
დასუფთავების კომპანია

იმ დღეს ისევ აწუწუნდა ჩემი შვილი იმის გამო, რომ მასწავლებელთან წასვლა ეზარებოდა. „თავი მტკივა“ და მსგავსი „არგუმენტები“, რა თქმა უნდა, არ დავიჯერე. „იგონებს“, გადავწყვიტე ჩემთვის და საშინლად გაბრაზებულმა მასწავლებელს დავურეკე…

მართალია, გვერდით ოთახში გავედი, მაგრამ ტელეფონზე, ჩემი გოგონას გასაგებად, ხმამაღლა ვლაპარაკობდი. მასწავლებელს სასოწარკვეთილი ტონით შევჩივლე, რომ აღარ ვიცი, რა მოვუხერხო ამ ბავშვის სიზარმაცეს;

რომ არ მინდოდა, მაგრამ უკვე მომიწევს, დასჯაზე გადავიდე; რომ არ ვუყიდი შეპირებულ ფეხსაცმელს და არც დასასვენებლად გავუშვებ ზაფხულში, აქ უნდა ამოვახრჩო, რომ იქნებ სიცხეში ის გაყინული ტვინი გაულღვეს..

აღარც მინდა იმ ყველაფრის გახსენება, რაც კი მაშინ გაბრაზებულ გულზე ვთქვი და რაც ბავშვს წამოვაძახე.

მერე დავჯექი და დავფიქრდი: ღმერთო, რას ვაკეთებ???

რაში გვჭირდება ამ საგნის სწავლა, თუკი საკუთარი შვილის მიმართ ასეთი აგრესია გამიჩნდება, ის კი დაიტანჯება და დამნაშავედ იგრძნობს თავს?!

ზოგჯერ ჩემი შვილები თავიანთი მეგობრების შესახებ მიყვებიან ხოლმე, როგორ უგულოდ დასაჯეს მშობლებმა დაბალი ქულის გამო. მათ მონათხრობში კი სტრიქონებს შორის ვიჭერ ჩემ მიმართ მადლიერების გრძნობას, რომ მე იმ მშობლებივით არ ვიქცევი. ახლა კი რა ვქენი. უარესად მოვიქეცი, ოღონდ პირდაპირ კი არ ვეჩხუბე, ჩემი რისხვა და იმედგაცრუება მეორე ოთახიდან მოვასმენინე.

მინდა ვთქვა, რომ მე არ ვარ სრული ლიბერალიზმის, მით უფრო, ანარქიის მომხრე, როცა ბავშვები ისე იქცევიან, როგორც სურთ. ამ საკითხში ოქროს შუალედს ვირჩევ. ეს კი, ვიცით, რომ არცთუ მარტივი გზაა.

სიხისტე თუ ლავირება? სიმკაცრე თუ თავისუფლება?

მაინც, რისთვის უნდა იყოს მომზადებული ჩვენი შვილი ცხოვრების დიდ გზაზე გასასვლელად – სიხარულისთვის თუ ტანჯვისთვის?

საინტერესოა – ამ კითხვაზე ყველა მშობელს ერთნაირი პასუხი გვექნება?

მე ვფიქრობ, რომ – სიხარულისთვის, ბედნიერებისთვის. ვფიქრობ რა, ამისთვის მემეტება…

როცა მშობლები შვილთან უფროსების ცხოვრებაზე ვლაპარაკობთ, ერთი რამ უნდა გვახსოვდეს: სიტყვები და შეფასებები უნდა გავფილტროთ და საკუთარ წარსულსა თუ აწმყოზე ნაკლებად დავიჩივლოთ.

ასეთი თვითკონტროლი ძალიან რთულია, მაგრამ აუცილებელი, თუ არ გვინდა შვილის დაკარგვა!

ბავშვებმა, მით უმეტეს – თინეიჯერებმა, ისედაც კარგად იციან, როგორი რთულია ცხოვრება, რამდენი უსამართლობა ხდება და რომ „ფული ჯოჯოხეთს ანათებს“.

ასე რომ, კიდევ ნუ გავუმახვილებთ ამაზე ყურადღებას.

მშობლებს სხვა მიზანი უნდა გვქონდეს – შვილების დარწმუნება იმაში, რომ ცხოვრებაში ბედნიერება, სიხარული და ერთგულებაც არსებობს.

დიახ, განსაკუთრებული ტალანტია საჭირო იმისთვის, რომ შვილს ასწავლო ბედნიერების განცდა ყოველდღიური ამბებით, იმით, რომ ჯანმრთელია, მზე ანათებს, მეგობრები ჰყავს.

და განსაკუთრებით რთულია ეს ჩვენს დროში, როცა „ბედნიერება“ პირდაპირპროპორციულია იმისა, რამდენად „შეძლებული მომხმარებელი“ ხარ.

და კიდევ – ბავშვს ნუ შთავაგონებთ, რომ უმაღლესი განათლების გარეშე ის „ნულია“ და ბედნიერ ცხოვრებას ვერ ეღირსება!

ჩემს მშობლებს ჩემთვის არასდროს უთქვამთ – თუ არ ისწავლი, მენაგვე იქნები.

საერთოდაც – არასდროს არცერთი ხელობა არ დაუკნინებიათ ჩემს თვალში. ალბათ, მშვენივრად იცოდნენ, რომ ცხოვრება სავსეა სიურპრიზებით და შეიძლება უმაღლესდამთავრებულს ნაგვის გატანაც მოუწიოს.

ყოფაქცევაში შენიშვნებს რომ ვიღებდი, მაშინაც კი მამხნევებდნენ: არა უშავს, ყველა დიდი ადამიანი სკოლაში ხულიგანი იყოო“.

ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ ცუდი საქციელისთვის შენიშვნას არ მაძლევდნენ და მათთვის სულ ერთი იყო, რას გვაკეთებდი. არა, უბრალოდ, ჩემი მშობლები ყოველთვის ჩემს ინტერესს იცავდნენ და ამას ერთი მიზნით აკეთებდნენ: მათ სურდათ, მერწმუნა, რომ ყველაფერი გამომივა, მთავარია – მოვინდომო.

და ამით ბედნიერი ცხოვრებისთვის განმაწყობდნენ.

მე ვიცოდი, რომ ჭკვიანი, ლამაზი, ნიჭიერი ვარ და აუცილებლად ვიქნები ბედნიერი!

როცა ჩემი უმცროსი და ოცნებებში გეგმებს აწყობდა, როგორ იშოვიდა „ბეეევრ ფულებს“, რომ დედიკოსა და მამიკოსთვის დიდი სახლი აეშენებინა და ლამაზი ცხენები ეყიდა, მას არავინ ეუბნებოდა, რომ ეს შეუძლებელია ან „ოცნებას შეეშვი და საქმეს მიხედე“. პირიქით – ამხნევებდნენ: „აბა, რაა, ყველაფერი გამოგივა და ძალიან ბედნიერები ვიქნებით!“

არც პირადი ცხოვრების გეგმებში ისმოდა პესიმისტური პროგნოზები. დედა, მამა და ბებია ოჯახის წარსულიდან მხოლოდ კარგს იხსენებდნენ, მიუხედავად იმისა, რომ მამაჩემის საქციელის გამო ერთხანს სერიოზული პრობლემები გვქონია. ესეც მაშინ გავიგე, როცა გავიზარდე. თუკი ბებია იტყოდა რამეს წარსულ სიძნელეებზე, ესეც მხოლოდ იმის მაგალითად, როგორ დაძლია ჩვენმა ოჯახმა რთული დღეები.

ერთი ბავშვობისდროინდელი მეგობარი მყავს. დედამისმა მამამისი ლოთობის გამო სახლიდან გააგდო და ნერვებდაწყვეტილმა თითქოს თავის შვილზე, 8 წლის გოგონაზე იძია შური. იმის ნაცვლად, რომ ბავშვი სტრესისგან დაეცვა, პირში მიახალა: აი, დაიმახსოვრე, არ არსებობს ოჯახური ბედნიერება, შენც ვიღაც ასეთი ნაძირალა შეგხვდება და ჩემსავით დაიტანჯები.

და მართლაც შეხვდა ნაძირალა, ნარკომანი. მოუწია უკან, დედასთან დაბრუნება, პატარა შვილით ხელში. რომელიც ასევე გოგონაა და ასევე დგას იმავე საშიშროების წინაშე. მას უკვე ორ ხმაში ელის იმის მოსმენა, რომ ცხოვრებაში ბედნიერება არ არსებობს!

როგორ ფიქრობთ: არის კავშირი დედის სიტყვებსა და ქალიშვილის ცხოვრებას შორის

მე ვფიქრობ, რომ – პირდაპირი კავშირია!

გთხოვთ გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში

ყურადღება: ფოტო პირობითია

ავტორი: ია პირველი

გენერალური დალაგება ქიმწმენდა
Previous Post

რატომ დაუტოვა საბერძნეთში ქართველ მომვლელ გოგონას, კეთილმა მოხუცმა უზარმაზარი ქონება და რა დაწერა მან ანდერძში

Next Post

უძლიერესი ლოცვა, რომელიც თქვენს ცხოვრებაში სასიკეთო ცვლილებებს გამოიწვევს

Next Post
უძლიერესი ლოცვა, რომელიც თქვენს ცხოვრებაში სასიკეთო ცვლილებებს გამოიწვევს

უძლიერესი ლოცვა, რომელიც თქვენს ცხოვრებაში სასიკეთო ცვლილებებს გამოიწვევს

  • „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • გოგონა გარდაიცვალა და ოჯახმა ის დაკრძალა, იმავე დღეს სრულიად მოულოდნელად გოგონას ოჯახში კარზე კაკუნის ხმა გაისმა

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ნანუკა ჟორჟოლიანი შეყვარებულია სიგიჟემდე – ნახეთ ნანუკამ რჩეულის ვინაობა გაამხილა და ვერც კი დაიჯერებთ ვინ აღმოჩნდა ის

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ხუთი ადგილი სახლში, სადაც ფულის არასდროს არ უნდა შეინახოთ

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ბანკეტის დღეს ცოლად მამაჩემის მძღოლს გავყევი.. დედაჩემი წლები ვერ ინელებდა ამბავს, რომ მისი მდიდარი გოგო ღარიბ მძღოლს გაჰყვა ცოლად, თუმცა ჩემი და მაინც ყველაზე დიდი პრობლემა აღმოჩნდა..

    0 shares
    Share 0 Tweet 0
mitargmne.ge mitargmne.ge mitargmne.ge
მინების წმენდა
სახლის დალაგება
დასუფთავების კომპანია
ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ
შუშების წმენდა
ვიტრაჟების წმენდა
სახლის აშენება
სახლის მშენებლობა
კერძო სახლების მშენებლობა
შავი კარკასის აშენება ფასი
ინტერიერის დიზაინი
aviabiletebi avia.ge
ავტომობილის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა ფარების პოლირება ძრავის ქიმწმენდა რა ღირს მანქანის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა დიდი დიღომი მანქანის ქიმწმენდა ფასები მანქანის ქიმწმენდა საბურთალო მანქანის ქიმწმენდა ფასდაკლებით რა ჯდება მანქანის ქიმწმენდა
ქიმწმენდა
მომსახურება
სადარბაზოების დალაგება ფანჯრების წმენდა ვიტრაჟების წმენდა ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ რემონტის შემდგომი დალაგება დალაგება დღიურად ინტერიერის დიზაინი ბიზნეს ობიექტების დასუფთავება
  • ფილმები ქართულად
  • ქართულად გახმოვანებული ფილმები
  • ფილმები ქართულად
მანქანის ქიმწმენდა
რემონტის შემდგომი დალაგება
რემონტის შემდგომი დალაგება
ფილმები ქართულად
  • home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In