• home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page
Monday, June 30, 2025
  • Login
INew.ge
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
INew.ge
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“თავის დროზე რომ მეთქვა ქმრისთვის რეალურად რაც ხდებოდა, იქნებ ახლა ისიც ცოცხალი ყოფილიყო…”

by inew
13 March 2023
in საზოგადოება
0
“თავის დროზე რომ მეთქვა ქმრისთვის რეალურად რაც ხდებოდა, იქნებ ახლა ისიც ცოცხალი ყოფილიყო…”
0
SHARES
2.2k
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter
დასუფთავების კომპანია

“ელექტრონულ ფოსტაზე საშინელი წერილი დამხვდა – თვალთმაქცი ხარ, ორ კაცს ეთამაშები, გამწირეო”

უბედური ვარ და შინ, საღამოობით მარტოდ დარჩენილი მოვთქვამ. თავიდანვე რომ მეთქვა ქმრისთვის რაც ხდებოდა, იქნებ ახლა ისიც ცოცხალი ყოფილიყო. დამნაშავე ვარ როგორც ორივე მათგანის, ისე ზაზას ცოლ-შვილის მიმართ

ეს წერილი, რომელიც ალბათ ჰოლივუდური მელოდრამისთვის გამოდგება, ერთმა ქალბატონმა მოგვწერა:

“ქმარი მყავდა, როცა ცოლშვილიანი ზაზა შემთხვევით საქმიან შეხვედრაზე გავიცანი. მაშინ არანაირი გრძნობა არ გაგვჩენია ერთმანეთის მიმართ. კარგა ხნის შემდეგ საქმემ დაგვაკავშირა. შეუძლებელი იყო, არ დამმახსოვრებოდა მისი ქცევა, საქმის მიმართ დამოკიდებულება.

სოციალურ ქსელში დავმეგობრდით. რაიმე დეტალების გარკვევა რომ მინდოდა, ინტერნეტით მყისიერად მპასუხობდა. ძალიან მომწონდა, როგორც პროფესიონალი, შევაქე კიდეც, – ძალიან სასიამოვნოა ამის გამო თქვენთან ურთიერთობა-მეთქი. მეც მომწონს თქვენთან მუშაობა და არა მხოლოდ იმის გამო, რომ პროფესიონალი ხართ, თითქოს დაბადებამდეც კი გიცნობდითო..

დავიბენი, ერთხელ წავუყრუე, მეორედ ზრდილობიანად ავიცილე მისი შემოტევა, მაგრამ მეც წამიღო ფიქრმა. ღამეებს ვათენებდით ერთმანეთთან საუბარში. ქმარს ვატყუებდი – სასწრაფო და ბევრი სამუშაო მაქვს და შინ მომაქვს გასაკეთებლად-მეთქი, სინამდვილეში კი ზაზასთან მიმოწერაში თენდებოდა. მისმა ცოლმა იეჭვა, რომ რაღაც ხდებოდა და თვალთვალი დაუწყო. ვერაფერს მიხვდა ზაზა.

მერე ოჯახში უკმაყოფილება დაეწყოთ, რომელიც ყოველდღიურ კოშმარში გადაიზარდა. ვიცოდი, ჩემი საქციელით ოჯახი ინგრეოდა, მაგრამ ვერ ვხვდებოდი, რატომ უნდა დამედანაშაულებინა თავი. მე ხომ არ დამიწყია ეს ყველაფერი. თან იმ უცნაურ გრძნობას, რომელიც ზაზასკენ მეწეოდა, ვერ ვერეოდი.

ზაზა ოჯახიდან წამოვიდა. ახლა შენი ჯერია, უნდა დატოვო ყველაფერიო, მწერდა ყოველ წამს. ვერ ვბედავდი ქმრის მიტოვებას, ვგრძნობდი, ძალიან ეტკინებოდა გული, თუმცა კი გრძნობდა, რომ მე ძველებურად ალერსიანი და თბილი ცოლი არ ვიყავი.

თავიდან მეკითხებოდა, რა გჭირსო, მერე სულ გაღიზიანებულს რომ მხედავდა, გამომცდელად მიყურებდა ხოლმე და ნირწამხდარი, იმის გამო, რომ ჩემს ქცევებში გაღიზიანების მიზეზებს ვერ კითხულობდა, საძინებელში იკეტებოდა, მე კი მისაღებ ოთახში ვრჩებოდი.

ერთ დღეს გადავწყვიტე, ჩვენი ტანჯვისთვის ბოლო მომეღო. მეუღლეს დავურეკე – იქნებ, დღეს ცოტა ადრე მოხვიდე, სალაპარაკო მაქვს-მეთქი. მოვალო, მითხრა და ტელეფონი გამითიშა. ეს იყო მასთან ბოლო საუბარი. შინისკენ მომავალი ავარიაში მოყვა. საავადმყოფოსკენ გიჟივით გავრბოდი.

მრცხვენოდა, თავს ვიდანაშაულებდი, ეს იმიტომ მოხდა, რომ შინ ადრე დაბრუნება ვთხოვე-მეთქი. ნეტავი ცოცხალი დამხვდეს და ვეტყვი, რომ არამზადა ვარ, არ ვარ შენ გვერდით ცხოვრების ღირსი-მეთქი…

დიდი ხნის განმავლობაში შვილი არ გვიჩნდებოდა, ექიმებმა დაადგინეს, რომ მე ვიყავი უნაყოფო, ის კი, ნამდვილი მეორე ნახევარი, მშვიდად შეხვდა ამ ამბავს და თქვა, – მთავარია, ჩვენ ვიყოთ კარგად და თუ ძალიან მოგვინდება, სხვის შვილს გავზრდით, როგორც საკუთარსო.

საავადმყოფოში გავიგე, რომ ავარიის მიზეზი ჩემი ქმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა გამხდარა. ვიდრე ავტომობილები ერთმანეთს შეეჯახებოდნენ, მიკროინფარქტი მოსვლია.

ერთი კვირა იყო აპარატზე მიერთებული. ერთი კვირა ვევედრებოდი ღმერთს, გადარჩენილიყო, რომ მისთვის ბოდიში მომეხადა. ამაოდ… მე დამრჩა სატანჯველად ეჭვი, რომ ხვდებოდა, რაც ხდებოდა ჩემს თავს, მაძლევდა დროს, რომ როგორმე მივბრუნებულიყავი მისკენ. იმ დღეს მიხვდა, რომ საბოლოოდ განშორებას ვაპირებდი და ინერვიულა.

იმ ხნის განმავლობაში ზაზას არ შევხმიანებივარ. არც კი მახსოვდა. ჩვენ საერთო მეგობრებიც კი არ გვყავდა, რომ ვინმეს ეთქვა მისი ამბავი. იმის გამო, რომ მის წერილებს და სატელეფონო ზარებს არ ვპასუხობდი, გადაწყვიტა, რომ სამუდამოდ უარი ვთქვი მასზე.

საქართველოდან წავიდა. არ ვიცი, სად. საშინელი წერილი დამხვდა ელექტრონულ ფოსტაზე – თვალთმაქცი ხარ, ორ კაცს ეთამაშები, გამწირეო.

ახლა მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ვარ უბედური და შინ, საღამოობით მარტოდ დარჩენილი მოვთქვამ. თავიდანვე რომ მეთქვა ქმრისთვის, რაც ხდებოდა, იქნებ ახლა ისიც ცოცხალი ყოფილიყო. დამნაშავე ვარ როგორც ორივე მათგანის, ისე ზაზას ცოლ-შვილის მიმართ. ან იქნებ სულაც არ ვარ დამნაშავე…”

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..

ყურადღება: ფოტო პირობითია

წყარო: კვირისპალიტრა, ავტორი: სოფო გამრეკელი

გენერალური დალაგება ქიმწმენდა
Previous Post

ახალგაზრდა გოგონას სიმსივნე აღმოაჩნდა, მაგრამ გზაზე ერთმა შემთხვევითმა შეხვედრამ ყველაფერი შეცვალა

Next Post

ბავშვებისთვის რომელი სახელების დარქმევაა ზოგიერთ ქვეყანაში აკრძალული და რატომ

Next Post
ბავშვებისთვის რომელი სახელების დარქმევაა ზოგიერთ ქვეყანაში აკრძალული და რატომ

ბავშვებისთვის რომელი სახელების დარქმევაა ზოგიერთ ქვეყანაში აკრძალული და რატომ

  • „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • გოგონა გარდაიცვალა და ოჯახმა ის დაკრძალა, იმავე დღეს სრულიად მოულოდნელად გოგონას ოჯახში კარზე კაკუნის ხმა გაისმა

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ნანუკა ჟორჟოლიანი შეყვარებულია სიგიჟემდე – ნახეთ ნანუკამ რჩეულის ვინაობა გაამხილა და ვერც კი დაიჯერებთ ვინ აღმოჩნდა ის

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ხუთი ადგილი სახლში, სადაც ფულის არასდროს არ უნდა შეინახოთ

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ბანკეტის დღეს ცოლად მამაჩემის მძღოლს გავყევი.. დედაჩემი წლები ვერ ინელებდა ამბავს, რომ მისი მდიდარი გოგო ღარიბ მძღოლს გაჰყვა ცოლად, თუმცა ჩემი და მაინც ყველაზე დიდი პრობლემა აღმოჩნდა..

    0 shares
    Share 0 Tweet 0
mitargmne.ge mitargmne.ge mitargmne.ge
მინების წმენდა
სახლის დალაგება
დასუფთავების კომპანია
ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ
შუშების წმენდა
ვიტრაჟების წმენდა
სახლის აშენება
სახლის მშენებლობა
კერძო სახლების მშენებლობა
შავი კარკასის აშენება ფასი
ინტერიერის დიზაინი
aviabiletebi avia.ge
ავტომობილის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა ფარების პოლირება ძრავის ქიმწმენდა რა ღირს მანქანის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა დიდი დიღომი მანქანის ქიმწმენდა ფასები მანქანის ქიმწმენდა საბურთალო მანქანის ქიმწმენდა ფასდაკლებით რა ჯდება მანქანის ქიმწმენდა
ქიმწმენდა
მომსახურება
სადარბაზოების დალაგება ფანჯრების წმენდა ვიტრაჟების წმენდა ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ რემონტის შემდგომი დალაგება დალაგება დღიურად ინტერიერის დიზაინი ბიზნეს ობიექტების დასუფთავება
  • ფილმები ქართულად
  • ქართულად გახმოვანებული ფილმები
  • ფილმები ქართულად
მანქანის ქიმწმენდა
რემონტის შემდგომი დალაგება
რემონტის შემდგომი დალაგება
ფილმები ქართულად
  • home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In