ბევრ ადამიანს უყვარს საკუთარ პირველ პაემანზე ისტორიის მოყოლა. თუ როგორ წარმატებული აღმოჩნდა ის და როგორ ჩაიარა ყველაფერმა. თუმცა იგივეს თქმას ვერასოდეს შეძლებს ჩინელი გოგონა, რომელსაც საოცარი ისტორია შეემთხვა.
28 წლის გოგონამ, რომელიც ქალაქ მალინში ცხოვრობდა, ინტერნეტით კაცი გაიცნო და მიუხედავად იმისა, რომ დაოჯახებული იყო გადაწყვიტა მასთან ერთად სასტუმროში ღამე გაეტარებინა.
გარკვეილი პერიოდის შემდეგ, ისინი შეხვედრაზე შეთანხმდენ. ქალი მივიდა სასტუმროში და ნომერში დაუწყო ინტერნეტში გაცნობილ ადამიანს ლოდინი. ცოტა ხნის შემდეგ კარზე კაკუნის ხმა შემოესმა. ქალმა კარი გააღო და ადგილზე გაქვავდა.
იმ ადამიანის დანახვამ, რომელიც კარს უკან იდგა, შოკში ჩააგდო. ის მისივე მამამთილი აღმოჩნდა.
როგორც აღმოჩნდა ქალმა ქმრის, მამამთილმა კი ცოლის ღალატი გადაწყვიტა. ქალი მისი დანახვისთანავე ადგილიდან მოწყდა და კიბისკენ გაიქცა.
თუმცა ვერც კი წარმოიდგენდა, რომ კიბის ბოლოში მას საკუთარი ქმარი ელოდა, რომელმაც როგორც აღმოჩნდა ცოლის მიმოწერა წაიკითხა, სამსახურიდან გაეთავისუფლა და გადაწყვიტა ცოლისთვის ფაქტზე წაესწრო.
მისთვის საუბედუროდ, მან არამხოლოდ საკუთარი ცოლი, არამედ მამაც გამოიჭრია, რომელიც მეორე ნახევრის ღალატს აპირებდა.
გამწარებული ქმარი ჯერ ცოლს ეცა და ცემა დაუწყო, რის გამოც ქალმა წინა კბილები დაკარგა, შემდეგ კი მამისაკენ გაიწია. შვილი იმდენხანს სცემდა მას, რომ მრავლობითი დაზიანებების შემდეგ მისი ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო.
ცოლ-ქმარი კი სამართალდამცველებმა განყოფილებაში გადაიყვანეს.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..
ყურადღება: ფოტო პირობითია