სამწუხაროდ, თანამედროვე სამყარო ისეა მოწყობილი, რომ არც თუ ისე იშვიათად, მოხუცებს უდიერად ეპყრობიან ხოლმე. ჩვენი ისტორიის გმირიც ერთ-ერთი მათგანია.
ამ იატორიის დასასრული კი, საერთოდ გაგაოცებთ. აი, რა შეემთხვა მას: ლუდამ დილას კარგ ხასიათზე გაიღვიძა. სწრაფად წამოდგა საწოლიდან და ფანჯარაში გაიხედა.
გარეთ მზიანი და შესანიშნავი დღე იყო. ლუდა ბოლო დროს ხშირად იყო კარგ განწყობაზე და ამას თავისი მიზეზიც ჰქონდა – რამდენიმე დღის წინ, იმ საწყობის ადმინისტრაციიდან დაურეკეს, სადაც თითქმის ნახევარი საუკუნე ჰქონდა ნამუშევარი და საზეიმო მიღებაზე დაპატიჟეს, რომელიც ვეტერანი თანამშრომლების საპატივცემილოდ იმართებოდა.
ეს ორმგად სასიამოვნო იყო, რადგან ქალს მალე დაბადების დღეც ჰქონდა. მას ის ახარებდა, რომ პენსიაზე გასვლიდან 10 წლის შემდეგაც არ დავიწყებიათ ის. ერთადერთი, რაც არ ესიამოვნა, სიტყვა ვეტერანი იყო. მის წარმოდგენაში, ვეტერანი ძალიან მოძველებუკა ნიშნავდა. ლუდა კი, იმის მიუხედავად, რომ უკვე 75 წლის ხდებოდა, თავს ასეთად არ მოიაზრებდა.
რა თქმა უნდა, ასეთი განსაკუთრებული შემთხვევის დროს, სალონში წავლა იყო საჭირო, მაგრამ პენსიით ბევრის გადაქანი არ გაქვს, ამიტომ, ქალმა უბრალოდ თმა აიკრა და ყველაზე საუკეთესო კაბა ჩაიცვა. არც საყვარელი სუნამო და გულსაბნევი დავიწყებია. ქალმა კმაყოფილმა ჩაიხედა სარკეში და გაიფიქრა, რომ თავის ასაკთან შედარებით, ახალგაზრდულად გამოიყურებოდა.
როცა ქარხნის საკონფერენციო დარბაზში შევიდა, ბევრი ნაცნობი სახე დაინახა, რამაც ძალიან გაახარა. ყველა იქ შეკრებილს ძალიან ახარებდს იქ ყოფნა, მათ ხომ ერთამანეთის მხარდამხარ ათეულობით წელი იმუშავეს. დარბაზში სიცილი, ხუმრობები და თბილი სიტყვები ისმოდა.
საბოლოოდ, მისალოცი ტექსტით დირექტორი გამოვიდა, რის შემდეგაც, ყველა იქ მყოფ ვეტერანს საკმაოდ სოლიდური თანხა გადასცეს კონვერტებით, შემდეგ კი ყველამ საზეიმო სუფრაზე გადაინაცვლა.
მანამ დახლეში წავიდოდნენ, ყველას პროსუქტებით სავსე კალათებიც გადასცეს. ამან ლუდა ცოტა ჩააფიქრა, რადგან პროდუქტები რამდენიმე კილოგრამს იწონიდა.
მან პროდუქტები დიდ ცელოფანში გადაიტანა და სახლისკენ გაემართა. ქალი ქარხნიდან არც თუ ისე შორს, სულ, ორ გაჩერებაში ცხოვრობდა, ამიტომ, როგორც მიჩვეული იყო, სახლში ფეხით წავიდა. ფრთხილად უნდა ეარა, რადგან გარეთ მოყინული იყო. ქალი უკვე თითქმის სახლთან იყო მისული, მხოლოდ ერთი გადასასვლელიღა რჩებოდა, მაგრამ ქალს ყინულზე ფეხი აუსრიალდა და ძირს დაეცა.
მოულოდნელად, ქალმა სიგნალი გაიგო, მას ძვირადღირებული მანქანა უახლოვდებოდა. ქალი გატეხილ, კომპოტის ქილას გაჰყურებდა, შემდეგ კი მანქანისკენ გაიხედა, სადაც ახალგაზრდები ისხდნრნ და იცინოდნენ, თან ხელით ანიშნებდნენ ქალს, რომ მალე ამდგარიყო. ქალს სიბრაზე მოერია.
მას მამამისის მონაყოლი გაახსენდა, თუ როგორ ესროდა ომში გრანატებს ფაშისტურ ტანკებს. ის ყოველთვის ასწავლიდა შვილს, თავი არ დაეხარა მტერთან.
მამის სიტყვებით შეგულიანებულმა ქალმა, მდიდრულ მანქანას ქილები დაუშინა. მანქანის მძღოლმა არ იცოდა, რა ექნა. ქალი გზას უღობავდა, მას კი გვერდს ვერ აუვლიდა, რადგან გზა ძალიან ვიწრო იყო. მის უკან კი უკვე მანქანების მთელ მწკრივს მოეყარა თავი. ქალი კი ისევ და ისევ ისროდა პროდუქტებს მანქანის მიმართულებით.
როცა მძიმე ქილები გაუთავდა, ქალმა ფქვილი მოისროლა, რომელიც მანქანას სახურავზე დაეცა და მთლიანად ფქვილში გაახვია. მერე კი ქალმა იმ შევრად დაავლო ხელი, რომელშიც კონსერვის ქილები იდო – საქმეში მძიმე არტილერია ჩაერთო:
მალე, მინის ჩამტვრევის ხმა გაისმა. ლუდა კმაყოფილი წამოდგა, ხელები დაიფერთხა და სახლისკენ გააგრძელა გზა. მას კმაყოფილი სიგნალებით აცილებდნენ მანქანებში მჯდომი ადამიანები.
ნახეთ სრულად: