• home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page
Friday, May 9, 2025
  • Login
INew.ge
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
INew.ge
No Result
View All Result
Home საზოგადოება

„პირველი იმედგაცრუება მაშინ განვიცადე, როცა მომავალ ქმარს შევხვდი.. თუმცა მერე მივხვდი, რომ ეს მხოლოდ კოშმარის დასაწყისი იყო..“

by inew
28 February 2023
in საზოგადოება
0
„პირველი იმედგაცრუება მაშინ განვიცადე, როცა მომავალ ქმარს შევხვდი.. თუმცა მერე მივხვდი, რომ ეს მხოლოდ კოშმარის დასაწყისი იყო..“
0
SHARES
574
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter
რემონტის შემდგომი დალაგება

ქუთაისელმა მზიამ იტალიიდან დაგვირეკა და აი, რას მოგვიყვა: – ვინც მიცნობს, არც ჩემს უნამუსობას დაიჯერებს და არც ავხორცობას, მაგრამ რადგან შვილები ჩემს ყოფილ ქმართან რჩებიან და ჩემთან დაკავშირების საშუალებას არ აძლევენ მამის ნათესავები, მინდა, მათ მივაწვდინო ხმა და ვუთხრა, რომ დედას ისინი საკუთარ თავს ურჩევნია, მათ ღალატს გულში არასოდეს გავივლებდი…

თექვსმეტი წლის გოგო ისე წამომიყვანა დედამთილმა მშობლების სახლიდან, თავისი შვილი არც მაჩვენა: მორცხვია და არ შეუძლია ქალის “გადასანახულებლად” სიარული. ვინც მე მენდომება, ცოლად მხოლოდ იმას მოიყვანსო…

ახლაც მიკვირს, როგორ დავუჯერე და გამოვყევი უცხო ქალს ქუთაისში ან ჩემს მშობლებს როგორ არ შეეშინდათ, – იქნებ იმ ქალის შვილი მორცხვი კი არა, ლოთი ან ნარკომანი იყო? მაგრამ იმდენად ღარიბები ვიყავით, აღარაფერს დაეძებდნენ, ოღონდ “ზედმეტი” მჭამელი მოეშორებინათ თავიდან…

პირველი იმედგაცრუება მაშინ განვიცადე, როცა მომავალ ქმარს შევხვდი – მე თანატოლ ბიჭს ველოდი და 37 წლის კაცი დამხვდა. მოგვიანებით კი გერიც გამომიჩინეს: თორმეტი წლის გოგონა, რომელზეც მხოლოდ ოთხი წლით ვიყავი უფროსი.

ნათესავებმა მითხრეს სიმართლე: ჩემი ქმრის – მერაბის უსაქმურობასა და უჟმურობას ვეღარ გაუძლო თურმე მისმა პირველმა ცოლმა და დაშორდა.

იმ ქალის დადანაშაულება რომ არ შეიძლებოდა, მალე მივხვდი, როცა მერაბი საუკეთესო სასმელ-საჭმელს ითხოვდა და არ კითხულობდა, საიდან უნდა მოგვეტანა მე და დედამისს, რომელიც ბაზარში მძიმე ტომრებს ეზიდებოდა და ხილ-ბოსტნეულს ყიდდა.

თეძოზე წამოწოლილს რომ ვუთხარი: ის ტომრები მაინც მიატანინე ბაზრამდე, მიყვირა, მერე დამარტყა: ეგღა მაკლია, ტომრები ვათრიოო…

ზედიზედ ორი გოგონა გამიჩნდა და ამის გამოც ამომიჩემა: ბიჭი ვერ გამიჩინე, უჯიშო ხარო და ისე მომაბეზრა თავი, გასაქცევი რომ მქონოდა, კარგა ხნის წინ მივატოვებდი…

ათი წლის რომ გახდა უფროსი შვილი, მხოლოდ მაშინ მოვახერხე იტალიაში სამუშაოდ წამოსვლა, რაზეც უარი არ უთქვამს ჩემს ქმარს. ოღონდ ფული გამეგზავნა მისთვის და ყველაფერზე თანახმა იყო.

იტალიაში მამიდაშვილი დამხვდა, რომელმაც სამსახური დამახვედრა: ორმოცი წლის მამაკაცი ავარიის შემდეგ ინვალიდის ეტლში იჯდა. ტრაგედიის შემდეგ და მას მერე, რაც საყვარელმა ადამიანებმა მიატოვეს, ამ ღალატით ძალზე გულნატკენი და დაბოღმილი იყო.

მამიდაშვილმა გამაფრთხილა: არავინ იცის, მერამდენე დამხმარე ქალი გამოაგდო სახლიდან. ბოლომ ერთი კვირაც ვერ გაუძლოო…

სხვა გზა არ მქონდა და მაინც დავრჩი. ჯოვანიმ მოკლედ ამიხსნა ჩემი მოვალეობები. მიუხედავად იმისა, რომ იტალიური თითქმის არ მესმოდა, მაინც ვახერხებდი მასთან კონტაქტს…

ორი დღის მისული ვიყავი, საფულე რომ ვნახე ბაღში დაგდებული. მოპარვა არ ვიკადრე და ჯოვანის მივუტანე: გაკვირვებულმა შემომხედა და საფულე რომ ჩამომართვა, მადლობა გადამიხადა…

კიდევ ორი დღის შემდეგ სეიფის კარი დარჩენოდა ღია, სადაც ფულის გარდა, ოქროც ეწყო. მაშინვე დავუძახე და ვთხოვე, სხვა დროს მეტი სიფრთხილე გამოეჩინა: პატიოსნების მეტი არაფერი გამაჩნია და არ მინდა, ჩემში ეჭვი შეგეპაროს-მეთქი…

მსგავსი შემთხვევა რამდენჯერმე გამეორდა და როცა დარწმუნდა, ქურდი არ ვიყავი, დამიტკბა – ჩემი ვინაობითა და წარმომავლობით დაინტერესდა. მეც ყველაფერი გულახდილად ვუამბე ზარმაც ქმარსა და შვილებზე, რომელთა გამოც გადმოვიხვეწე…

რამდენიმე თვეში ჯოვანიმ მითხრა, რომ მოიხიბლა ჩემი კარგი დიასახლისობით, ერთგულებით, მერე კი ცოლობა მთხოვა: ვხედავ, ქმარი არ გიყვარს და შვილებსაც აქ ჩამოგაყვანინებო.

თავიდან უარი ვუთხარი, მაგრამ მერე დავფიქრდი და მივხვდი, რომ არ იყო დასაკარგი ადამიანი. ჩემს ქმარს, რომელმაც ჩემთან ქორწინების გაფორმებაც არ ისურვა, არ ხარ ჩემი ღირსიო, არც შვილებზე უნდა ჰქონოდა პრეტენზია, მაგრამ ჩემი გათხოვება რომ გაიგო, ისე მოუწამლა ბავშვებს გონება, ჩემთან კონტაქტზე უარს ამბობენ.

არადა, მე და ჯოვანის ძალიან გვინდა, მათ ყველაფერი საუკეთესო მივცეთ.

– ჩვენ რით შეგვიძლია დაგეხმაროთ?!

– თუ ჩემზე დაწერთ, ასე ჩემს შვილებს მივაწვდენ ხმას და მიხვდებიან, ვინ ვარ მე და რას წარმოადგენს მათი მამა, რომელსაც მათ თვალწინაც ხშირად ვუცემივარ…

ქალი კარგ ცხოვრებას არ გაურბის და თუ არ დამიჯერებენ, მამა მათაც ბევრ სიმწარეს ანახვებს. ჩემი გერი გათხოვდა და საკუთარი ოჯახი აქვს, თორემ მასაც წამოვიყვანდი და ვუპატრონებდი, რადგან ძალიან მიყვარს და საკუთარი შვილებისგან არ ვარჩევდი…

ნათქვამია: ცალ-ცალკე ყველა მართალიაო და რადგან მზიას ქმარმა საუბარზე უარი მითხრა, დასკვნის გაკეთებისგან თავს შევიკავებთ.

თუ ამის შემდეგ რაიმე სასიკეთოდ შეიცვლება, მზია დაგვპირდა, რომ აუცილებლად გაგვაგებინებს… ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, ამ ამბის ყველა გმირს იმის მიღება ვუსურვოთ, რაც დაუმსახურებია…

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..

ინგა ჯაყელი ჟურნალი “გზა”

გენერალური დალაგება ქიმწმენდა
Previous Post

„ჩემს ცოლს სხვა კაცი შეუყვარდა, მაგრამ ვაპატიე.. და ვფიქრობ სწორად მოვიქეცი..“

Next Post

„ქმარს ხელი ვკარი, წაიქცა… ის ქამარი ხელიდან გამოვგლიჯე და არც კი ვიცი, რამდენ ხანს ვაკეთებდი ამას…“

Next Post
„ქმარს ხელი ვკარი, წაიქცა… ის ქამარი ხელიდან გამოვგლიჯე და არც კი ვიცი, რამდენ ხანს ვაკეთებდი ამას…“

„ქმარს ხელი ვკარი, წაიქცა... ის ქამარი ხელიდან გამოვგლიჯე და არც კი ვიცი, რამდენ ხანს ვაკეთებდი ამას...“

  • „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • გოგონა გარდაიცვალა და ოჯახმა ის დაკრძალა, იმავე დღეს სრულიად მოულოდნელად გოგონას ოჯახში კარზე კაკუნის ხმა გაისმა

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ნანუკა ჟორჟოლიანი შეყვარებულია სიგიჟემდე – ნახეთ ნანუკამ რჩეულის ვინაობა გაამხილა და ვერც კი დაიჯერებთ ვინ აღმოჩნდა ის

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ხუთი ადგილი სახლში, სადაც ფულის არასდროს არ უნდა შეინახოთ

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ბანკეტის დღეს ცოლად მამაჩემის მძღოლს გავყევი.. დედაჩემი წლები ვერ ინელებდა ამბავს, რომ მისი მდიდარი გოგო ღარიბ მძღოლს გაჰყვა ცოლად, თუმცა ჩემი და მაინც ყველაზე დიდი პრობლემა აღმოჩნდა..

    0 shares
    Share 0 Tweet 0
mitargmne.ge mitargmne.ge mitargmne.ge
მინების წმენდა
სახლის დალაგება
დასუფთავების კომპანია
ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ
შუშების წმენდა
ვიტრაჟების წმენდა
სახლის აშენება
სახლის მშენებლობა
კერძო სახლების მშენებლობა
შავი კარკასის აშენება ფასი
ინტერიერის დიზაინი
aviabiletebi avia.ge
ავტომობილის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა ფარების პოლირება ძრავის ქიმწმენდა რა ღირს მანქანის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა დიდი დიღომი მანქანის ქიმწმენდა ფასები მანქანის ქიმწმენდა საბურთალო მანქანის ქიმწმენდა ფასდაკლებით რა ჯდება მანქანის ქიმწმენდა
ქიმწმენდა
სადარბაზოების დალაგება ფანჯრების წმენდა ვიტრაჟების წმენდა ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ რემონტის შემდგომი დალაგება დალაგება დღიურად ინტერიერის დიზაინი ბიზნეს ობიექტების დასუფთავება
  • ფილმები ქართულად
  • ქართულად გახმოვანებული ფილმები
  • ფილმები ქართულად
მანქანის ქიმწმენდა
რემონტის შემდგომი დალაგება
რემონტის შემდგომი დალაგება
ფილმები ქართულად
  • home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In