სოციალური ქსელების ვარსკვლავი და პაროდიების უბადლო შემსრულებელი ბელა მაღლაფერიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე სახალისო პოსტს აქვეყნებს.
პოსტში საკმაოდ იუმორისტულ ნოტაზე ყვება ისტორიას, რომელიც ცოტა ხნის წინ ამერიკის ერთ-ერთ ბარში თავად შეემთხვა.
“ერთ ზავეძენიაში ვარ ღამის ცვლაში, ბართან ვდგავარ და ესპრესო-მაკიატოებს ვაფრიალებ ჰაერში.
შემოვიდა ვიღაც ტიპი, დამიჯდა და მებაასება.
-ებრაელი ვარო, 20 წელია აქა ვცხოვრობო, ისაო ესაო. მოკლედ როგორც სასიქადულო ბარმენს შეეფერება გადავყევი ზედ.
-რა კაი გოგო ყოფილხარო, დაუძახა თავის მძღოლს, ასდოლარიანი მისცა და დავაი ყვავილები მოუტანე ამ გოგოსო. გავიდა მძღოლი, მობრუნდა მალევე, კონი აილენდამდე გავედი, დაკეტილია ყველაფერიო. ამ კაცს დაურეკეს, ებრაულად ელაპარაკება ვიღაცას…
ამასობაში მეც მირეკავს ჩემი მეგობარი:
-რა ხდება აბა როგორ შეეგუე ახალ სამსახურსო.
– მეთქი ძაან კაია, კაი ხალხი, კაი სტაფი, კაი კლიენტები, აგერ ერთმა ყვავილებზე გაგზავნა მძღოლი, არადა შე კვდარძაღლო მომეცი ხო ეგ 100 დოლარი მე, მე უკეთესად არ ვიცი რა ყვავილი მინდა თუ რა მინდა კაცო.
მოკლედ დალია ამ კლიენტმა ყავა და კაი tip-იც გამოიტყორცნა.
წასვლის წინ დამიდო ბარზე 100 დოლარიანი და თავანკარა ქართულით მეუბნება:
– როგორი ყვავილებიც გაგისწორდება, აეგეთი იყიდეო
ჩასამიწებელი და მიწადასაყრელი რო ვარ და ჩემ ბედს რო შე@#$ ჩემსას, აგერ უკვე მერამდენედ #ჩაოგამშორდიმაგისდედაცმ..”- წერს ბელა მაღლაფერიძე.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში.